Tag Archives: #გაზი

რუსეთის ბიუჯეტმა ნოემბერში ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან 1,450 მლრდ დოლარი დაკარგა

ნოემბრის მონაცემებით, მოსალოდნელი თვიური მოცულობიდან ნავთობისა და გაზის ფაქტობრივი შემოსავლების გადახრამ მთლიანობაში მინუს 90,2 მლრდ რუბლი (დაახლოებით, 1,450 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოსალოდნელი მოცულობა, რომელიც საბაზისო დონესთან ნავთობის ფაქტობრივი ფასის გადაჭარბებასთან არის დაკავშირებული, დეკემბერში 176,1 მლრდ რუბლის (დაახლოებით 2,827 მლრდ დოლარის) ოდენობით არის ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოება შემცირდა

ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ფულადი თვალსაზრისით 259,9 მილიარდი ტენგე (554 მილიონი დოლარი) შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 1,5 პროცენტითნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ტელეგრამის არხი ავრცელებს. უწყების ცნობით, ყაზახეთმა საანგარიშო პერიოდში 43 366,8 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც ასევე 1,5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

„გაზპრომმა“ მოლდოვაში გაზის ერთადერთი მიმწოდებელის სტატუსი დაკარგა

მოლდოვის გაზის გადამცემი კომპანია Moldovagaz-ი გაზს ორი წყაროდან: „გაზპრომიდან“ და ენერგოკომიდან შეისყიდის. ამის შესახებ Moldovagaz-ის თავმჯდომარემ ვადიმ ჩებანმა განაცხადა, იუწყება NewsMaker-ი. ჩებანის თქმით, „გაზპრომი“ მოლდოვას მოქმედი კონტრაქტით 5,7 მლნ კუბურ მეტრს მიაწვდის, ხოლო „მოლდოვაგაზი“ ენერგოკომისგან კიდევ 3,5 მლნ-ს შეისყიდის. მთლიანობაში მოლდოვა დეკემბერში 9,2 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის. შეძენილი რუსული გაზი მიეწოდება Tiraspoltransgaz-ს ელექტროენერგიის წარმოებისთვის MGREM-ში ეგრეთ წოდებულ დნესტრისპირეთში, ხოლო Energocom-ის გაზი ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2022 წელს, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 46,7%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირება გაგრძელდება. „BTC-ით გაგრძელდება ნავთობის აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ბლოკიდან ტრანზიტი, ხოლო კონდენსატის გადაზიდვა შაჰ-დენიზის საბადოდან “, – აცხადებენ bp-ში. აღსანიშნავია, რომ დეკემბრიდან LUKOIL-მა დასავლეთის სანქციების გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შეაჩერა და ნედლეულს კასპიის მილსადენის კონსორციუმის სისტემაში გადაიტანს. 2002 წლის პირველ აგვისტოს დაარსებული BTC Co-ს აქციონერები არიან: bp (30,1 პროცენტი), AzBTC (25 პროცენტი), MOL ...

Read More »

ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება მოახერხა

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, ნოემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე მოთხოვნა მეოთხედით შეამცირეს. ამის შესახებ Financial Times-ი ICIS-ის ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულია, რომ 2022 წლის ნოემბერში ევროკავშირში გაზის მოთხოვნა ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებელზე 24%-ით დაბალი იყო, ანალოგიური ვარდნა ოქტომბერშიც დაფიქსირდა. Financial Times წერს, რომ ევროპული ქვეყნები რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას ამცირებენ. ICIS-ის მონაცემებით, რუსული გაზის ორ უმსხვილეს მომხმარებელში, გერმანიასა და ...

Read More »

ევროკავშირში გაზის ფასმა მოიმატა – მიზეზი ქარის ენერგიის გენერაციის კლება და სიცივეებია

ევროპის მასშტაბით თითქმის ორჯერ შემცირდა ქარის მიერ გამომუშავებული ენერგიის წარმოება. ამან კი ბუნებრივი აირის ფასის გაზრდა და საცავებიდან მისი მომხარების ზრდა გამოიწვია. სამშაბათს ევროპაში ელ-ენერგიიდან მიღებული ენერგიის წილი 8%-მდე შემცირდა, მაშინ როცა ორშაბათს 15% იყო, ხოლო გასულ კვირას საშუალოდ 18% და 22,4%-საც კი აღწევდა. შედეგად კი ნიდერლანდების TTF ჰაბში ბუნებრივი აირის ფასმა 7%-ით მოიმატა და 1000 კუბურ მეტრზე 1425 დოლარი ...

Read More »

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე ზედა ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირის საბჭოს თანახმად, აღნიშნული ზომა ძალაში 5 დეკემბრიდან შევა. „რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა შეზღუდავს ფასების ცვალებადობას, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული საბაზრო პირობებით და მკვეთრად შეამცირებს შემოსავალს, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვისგან იღებდა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომის გაჩაღების შემდეგ. ეს ...

Read More »

იტალია LUKOIL-ის ქარხნის ნაციონალიზაციას გეგმავს

იტალიის მთავრობა რუსული Lukoil-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაციას გეგმავს. ქარხანა სიცილიაშია განლაგებული და ის იტალიის მოთხოვნის 1/5-ს აკმაყოფილებს, რასაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაციონალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ქარხანა მის კანონიერ მფლობელს, კომპანია Lukoil-ს ჩამოერთმევა და ოპერირებაზე პასუხისმგებლობას იტალიის ენერგეტიკის სამინისტრო აიღებს. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტისა თუ ემბარგოს დაწესების მიუხედავად, ქარხანამ მაინც შეუფერხებლად განაგრძობს ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

რუსეთში ბუნებრივი აირის ტარიფი გაძვირდა

სოციალური მდგომარეობა რუსეთში დღითიდღე უარესდება და ფასები სტაბილურად იზრდება. ABC.AZ იუწყება, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის ფასიც გაიზარდა. ამრიგად, 2022 წლის 1 დეკემბრიდან რუსეთში გაზის ტარიფი 8,5%-ით გაიზარდა, მოსახლეობისთვის ელექტროენერგია 9%-ით გაძვირდა. მიმდინარე ინდექსაცია იქნება მე-2 წელიწადში; 2022 წლის ივლისში, რუსეთის ფედერაციაში კომუნალური ტარიფები ინდექსირებული იყო საშუალოდ 4%-ით. მთავრობამ ტარიფების ზრდა კომუნალური ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობითა და წინა ინდექსაციების ინფლაციის ჩამორჩენით ახსნა. ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი SOCAR-ის პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შეხვდა

გიორგი ჩიქოვანი SOCAR-ის პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შეხვდა. გაზის ტრანსპორტირებისა და საცავის ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შორის ბაქოში გაიმართა. შეხვედრის მიზანს ორი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება და სამომავლო ნაბიჯების ...

Read More »