Tag Archives: #ალტერნატიული

საფრანგეთი აფრიკის განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მილიარდ ევროს დახარჯავს

ინვესტიციების მოზიდვის კუთხით “მწვანე” პროექტებმა ნახშირწყალბადების პროექტებს პირველად გაუსწრო

2021 წელს მსოფლიოს წამყვანი  ბანკების მიერ “მწვანე” ენერგიების პროექტებისთვის გაცემულმა სესხების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა წიაღისეული საწვავის პროექტებისას. “ბლუმბერგის” ანალიტიკოსების მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა დააფინანსეს სხვადასხვა ”მწვანე” პროექტები 203 მილიარდი დოლარით, ხოლო ნახშირწყალბადების მრეწველობამ “მხოლოდ” 189 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა 2015 წლის პარიზის შეთანხმების დადების დღიდან. 2016 წლიდან 2020 წლამდე სესხის გაცემის დინამიკა ...

Read More »

ლონდონის მეტრო მალე სრულად განახლებადი ენერგიით იმუშავებს

განახლებადი ენერგია სამყაროს მთავარი ტრენდია და შორს არ არის ის მომავალი, როცა ის პრაქტიკულად სრულად ჩაანაცვლებს სხვა წყაროებს. დიდი ქვეყნები ცდილობენ, რომ ენერგეტიკულ პროგრესს არ ჩამორჩნენ, მათ შორის არის ქალაქი ლონდონიც. რომელმაც დაანონსა, რომ 2030 წლისთვის ქალაქის ცნობილი სარკინიგზო ქსელი სრულად განახლებადი ენერგიით მომარაგდება. ბრიტანეთში ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მიერ გამოყენებულ ენერგიას აჭარბებს. British Business Energy- ს ...

Read More »

მსოფლიოს უდიდესი ტალღური ენერგიის და წყლის მოქცევის გარდამქმნელი მოწყობილობა მალე დაიტესტება

თვითმფრინავის ფორმის მოწყობილობა, რომელიც შეძლებს გაერთიანებული სამეფოს 2000 სახლის ენერგიით მომარაგებას ტალღის ენერგიის ათვისებით. მოწყობილობა უკვე გადააქვთ სატესტო პოზიციაზე შოტლანდიის ორკნეის კუნძულებზე ჩრდილოეთ ზღვაში, იტყობინება Recharge news. 680 ტონიანი, 70 მეტრიანი მოწყობილობა, რომელიც შოტლანდიის Orbital Marine Power- მა ააშენა, დაუკავშირდება ევროპის საზღვაო ენერგიის ცენტრს მანქანის ეფექტურობის შესამოწმებლად. ცენტრი მუშაობს ზღვის მოქცევის და ტალღის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის ახალი ფორმების შემუშავებასა და ...

Read More »

“მწვანე ენერგიის” წილი უკრაინის ენერგეტიკაში გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა

2020 წელს უკრაინაში ენერგიის წარმოებაში მზისა და ქარის ელექტროსადგურების წილი გაორმაგდა და 6.8% შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.3% იყო. აღნიშნულის შესახებ “უკრენერგოს” პრესსამსახური იუწყება. გასულ წელს ქარისა და მზის სადგურების მიერ გამომუშავებული სიმძლავრე 41%–ით ანუ 1,9 გიგავატით გაიზარდა და 6,4 გიგავატს მიაღწია. საერთო ჯამში, მზისა და ქარის ელექტროსადგურებმა 2020 წლის განმავლობაში 148.9 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ...

Read More »
ინოვაციური სასტუმრო მზის ენერგიაზე

გერმანიის ფედერალური მთავრობა მზის პანელებიანი სახურავების სავალდებულო წესით დაყენების შესაძლებლობას განიხილავს

tagesschau-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერალური ხელისუფლება ახალმშენებლობათათვის დაწესებული სტანდარტების მნიშვნელოვან გამკაცრებაზე მსჯელობს. ფინანსთა სამინისტროს გეგმის თანახმად, ყველა ახალ სახლზე მზის პანელებიანი სახურავის დამონტაჟება სავალდებულო უნდა გახდეს. ფინანსთა სამინისტროს „კლიმატის დაცვის გადაუდებელი პროგრამა” მზის პანელებიანი სახურავების მონტაჟის აუცილებლობას ითვალისწინებს აგრეთვე სახურავის კაპიტალური რემონტის შემთხვევაში. გარდა ამისა, მკაცრდება მოთხოვნები სახლების თერმოიზოლაციაზე და ფედერალურ მთავრობას 2023 წლიდან აღარ ექნება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ...

Read More »

BP ყარაბახში მზის ელექტროსადგურს ააშენებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრომ და BP–მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბახში, ზანგილან–ჯებრაილის ზონაში 240 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის შეფასებისა და განხორციელების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. Caspian Barrel-ის ინფორმაციით, დოკუმენტი გაფორმდა, როგორც სტრატეგიული შეთანხმება, რომელიც ეხება მთიანი ყარაბახის ტერიტორიაზე “მწვანე ენერგიის” ზონის შექმნას, ასევე, აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულების – 2030 წლისთვის 35%-ით შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი, ...

Read More »

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა

ბათუმის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი წარმატებით დასრულდა. ის ბათუმის 13 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რაც ქალაქის სკოლების ნახევარს შეადგენს. ცამეტ საჯარო სკოლაში განთავსებული გენერაციის ობიექტები ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც საშუალებას მისცემს სკოლებს სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია. პროექტის განხორციელების ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

GREEN ENERGY 14 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს

Green Energy 14 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. საუბარია დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ინესტიციაზე, რომელიც ქვემო ქართლში განხორციელდება. პროექტი თითქმის მზად არის, მოძიებულია ფინანსებიც და კომპანია ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ნებართვისთვის ივნისის ბოლომდე მიმართავს. Green Energy-ში ფიქრობენ, რომ ბიუროკრატიული პროცედურების გაჭიანურების გარეშე პროექტის დასრულებას 2022 წლის ბოლომდე შეძლებენ. “Green energy დღეს თავისთვის აპროექტებს, 14 მეგავატიან სადგურს. მომზადების სტადიაში ვართ, შერჩეული ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: ელექტროენერგეტიკის ინფრასტრუქტურისა და შიდა გენერაციის წყაროების განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა

ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებისგან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის შენიშვნა, რომ საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერგია სჭირდება ქვეყანას, რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება და რომ შეიძლება სულაც არ არის აუცილებელი დამატებით ამდენი ჰიდროპროექტის მშენებლობა და არსებული გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციის შემდეგ, ასევე მზისა და ქარის რესურსების დახმარებით, თავისუფლად შეძლებს ქვეყანა ...

Read More »

როგორ გამოიყურება და რამდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მსოფლიოში მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგური

არაბთა გაერთიანებული საამიროები ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სახელმწიფოა, სადაც უამრავი ახალი ტექნოლოგია თუ გამოგონება ინერგება. გაზისა და ნავთობის დიდი მარაგების მიუხედავად, ქვეყანაში ცდილობენ ისინი ეტაპობრივად განახლებადი რესურსებით ჩაანაცვლონ. ამის ერთ-ერთი მაგალითია მსოფლიოში მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგურის შექმნა, რომელსაც ჯერჯერობით ანალოგი არ აქვს. მზის ენერგიის ყველაზე დიდ ელექტროსადგურის მუჰამედ-ბინ რაშიდ ალ-მახთოუმის მზის პარკი ეწოდება (MBR Solar Park) და ის ...

Read More »