საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა. სააგენტომ დაადგინა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიები მას ევროპული საწვავის იდენტურ ფასად ყიდდნენ. სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობით (40.8%) იმპორტი რუსეთიდან მოხდა, მას მოსდევს რუმინეთი (26.5%), ბულგარეთი (13.4%), თურქმენეთი (9.9%), აზერბაიჯანი (7.7%) და სხვა ქვეყნები (1.7%). აპრილი-ივლისის პერიოდში მზარდი იყო რუსეთი ...
Read More »