Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

სემეკმა ენგურჰესზე ახალი ტარიფი დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის – ენგურჰესის ახალი ტარიფი დაადგინა, რომელიც ძალაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში იქნება. განახლებული ტარიფით სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კილოვატზე 1.857 თეთრი იქნება, რაც აქამდე მოქმედ ტარიფთან შედარებით 0.49 თეთრით მეტია. ასევე გაიზარდა ტარიფი ვარდნილჰესების კასკადისთვის, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება კილოვატ საათზე 2.206 თეთრის ნაცვლად 2.565 თეთრი იქნება, შესაბამისად ტარიფის ზრდა 0.36 ...

Read More »

“ნენსკრა ჰესი” ენერგოდამოუკიდებლობის საფუძველია” – თურნავა

„ნენსკრა ჰესი“ – ერთ–ერთი მსხვილი საფუძველია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის. იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები-ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მისი თქმით, ჭუბერში სამუშაოები გრძელდება დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკა კვლავ ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო დარგად რჩება.შეგახსენებთ, რომ “ნენსკრა ჰესის” პროექტი სვანეთში, ჭუბერში ხორციელდება. მისი დადგმული სიმძლავრე 280 მგვტ–ია, საინვესტიციო ღირებულება კი – $1 მილიარდი. “ნამახვანი ...

Read More »

თურნავა: „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. მინისტრის თქმით, „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროცესის დროს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება. „ენგურჰესი“ ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და ...

Read More »

“აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორად რაკეშ ნაიკი დაინიშნა

კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორად რაკეშ ნაიკი დაინიშნა. ენერგოსექტორში რაკეშ ნაიკის წარმატებული კარიერა, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან TATA POWER-თან არის დაკავშირებული. თავდაპირველად, ის “შუახევი ჰესის“ პროექტს შემოუერთდა, როგორც ოპერირების დირექტორი, 2020 წლის შემოდგომიდან კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა. რაკეშ ნაიკმა უზრუნველყო შუახევი ჰესის წარმატებით და ტექნიკური გამოწვევბის გარეშე ექსპლუატაციაში გაშვება. ჰესის ოპერირების ფაზაზე, იგი მართავს საოპერაციო, უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სოციალურ ...

Read More »

ენგურჰესის გაჩერების პერიოდში აფხაზეთი ელექტრო ენერგიას რუსეთისგან იყიდის – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ენგურჰესის გაჩერების პერიოდში აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიას რუსეთისგან იყიდის და ხარჯსაც თავად დაფარავს. საქმე იმაშია, რომ 2021 წლის იანვრის ბოლოდან ენგურჰესის რეაბილიტაცია იწყება და ჰესი სამი თვით სრულად გაჩერდება. აღნიშნული გამოწვევაა საქართველოს ენერგეტიკისთვის, განსაკუთრებით კი, ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რადგან ზამთარში “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ის მოიხმარს, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო ...

Read More »

“ნამახვანიჰესის” პროექტი დადგენილ ვადებში განხორციელდება – თურნავა

“ნამახვანიჰესის” პროექტი დადგენილ ვადებში და წარმატებით განხორციელდება. როგორც  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ,,ბიზნესპარტნიორის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სამინისტრო  პრობლემის დარეგულირებაში აქტიურადაა ჩართული. “ინვესტორი კომპანია ENKA 2000-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს კომპანია უამრავ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რაც მისასალმებელია. ჩვენ ჩართულები ვართ იმ პრობლემის დარეგულირებაში, რაც დღესდღეობით აღნიშნულ კომპანიას შეექმნა ნამახვან ჰესის მშენებლობის ...

Read More »

რა გაკეთდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განხორციელდა – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 2020 წელის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. თურნავას თქმით, ენერგეტიკის დარგის განვითარება ძალიან სწრაფად მიდის – პრაქტიკულად, დასრულდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. „მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორცილედა მნიშვენლოვანი ენერგეტიკული პროექტები, რაც ...

Read More »

სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას მოუწოდებენ, ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ნამახვანის და ონის ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის კვლევები და დოკუმენტაცია კომპანიას წარმოდგენილი არ აქვს. აქტივისტები მთავრობას ასევე მოუწოდებენ, საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება. „მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოაცხადოს მორატორიუმი ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობაზე; მოხდეს მთავრობასთან ერთად ამ ჰესების ეკონომიკური, ...

Read More »