Tag Archives: #ინფრასტრუქტურა

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ – რუსეთი ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ აცხადებს, რომ რუსეთი ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ინფორმაცია, რომელსაც ენერგოდარიდან, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ქალაქიდან ვიღებთ, მეტყველებს იმაზე, თუ რა საშინელ გავლენას ახდენს რუსეთის მილიტარიზაცია მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ს ...

Read More »

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა. ქალაქ ენერგოდარის მერი დმიტრი ორლოვი მოუწოდებს მოქალაქეებ, ქუჩაში არ გავიდნენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსები ატომურ ობიექტს სოფელ ვოდიანოედან ესვრის. მათივე ცნობით, შედეგად დაზიანდა სადგურის მიწისქვეშა კომუნიკაცია და სახანძრო ნაწილი. პარალელურად, დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის არმიამ ქალაქი ნიკოპოლი დაბომბა. ქალაქში დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. ასევე საბავშვო ბაღი. მწყობრიდან გამოვიდა გაზსადენი ...

Read More »

„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინულ კომპანია „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. რაკეტები ბირთვული ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტერიტორიასთან ჩამოვარდა. კომპანიის ცნობით, ჭურვები გადამუშავებული ბირთვული საწვავის საწყობთან ახლოს ჩამოვარდა, სადაც ბირთვული საწვავით დატვირთული 174 კონტეინერია განთავსებული. დაზიანებულია ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განთავსებული რადიაციული მონიტორინგის სამი სენსორი, რის გამოც რადიაციის დონის განსაზღვრა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამასთან, დარტყმების შედეგად დაშავებულია სადგურის ერთ თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსმა ...

Read More »

რუსეთი თურქეთში ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად $20 მილიარდს გამოყოფს

თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ი შვილობილ კომპანიას $20 მილიარდს უგზავნის. გასულ კვირას Rosatom-მა დაახლოებით $5 მილიარდი გადაურიცხა თურქ დეველოპერ Akkuyu Nuclear-ს. ორი ასეთი ტრანსფერი უნდა განხორციელდეს მიმდინარე და მომდევნო კვირებში. Rosatom-ის ცნობით, პროექტი კერძო სახსრებით ფინანსდება. ელექტროსადგური თურქეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სადგურმა ოთხივე რეაქტორის ამოქმედების შემდეგ ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის 10% უნდა დააკმაყოფილოს. ...

Read More »

გერმანიის ვიცე-კანცლერი: Nord Stream 2-ის გაშვება კატეგორიულად შეუძლებელია

გერმანია რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის ექსპლუატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით მილსადენის გაშვება „კატეგორიულად შეუძლებელია“, რადგან ეს ნიშნავს რუსულ გაზზე დამოკიდებულების ზრდას და ევროპა ამას არ დაუშვებს. „ეს იქნება თეთრი დროშის აწევის ტოლფასი”, – თქვა ჰაბეკმა. გაზის კრიზისის მენეჯმენტის შესახებ კითხვაზე პასუხისას, ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანიამ კრიზისს აქამდე საკმაოდ ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

რუსული Rosatom-ი ეგვიპტის პირველი ატომური რეაქტორების მშენებლობას იწყებს

რუსეთის სახელმწიფო კომპანია Rosatom-მა ეგვიპტის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანა აბალანსებს კავშირებს კრემლთან და დასავლელ მოკავშირეებთან, რომლებმაც მოსკოვს სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის გამო. Rosatom-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაოები დაიწყო ოთხი 1200 მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგურებიდან პირველზე, რომლებიც აშენდება ელ დაბააში, კაიროს ჩრდილო-დასავლეთით. კომპანია მსოფლიოში ატომური საწვავის და რეაქტორების უდიდესი მიმწოდებელია. განცხადების თანახმად, Rosatom-ი ატომურ საწვავს მიაწვდის ოთხივე რეაქტორს. რუსეთს ...

Read More »

„თავის დროზე შეგვეძლო, კავკასიაზე გაგვეყვანა მილსადენი, მაგრამ რუსეთს ვენდეთ“ – ყაზახეთი დილემის წინაშე

ყაზახეთის მცდელობას, დასავლეთისკენ გზა გაიკვალოს, რუსეთმა სასამართლოს დადგენილებით უპასუხა, რომლის თანახმადაც, კასპიის მილგამყვანმა კონსორციუმმა მუშაობა 30 დღით უნდა შეაჩეროს. ყაზახეთის პრეზიდენტი გამოსავალს ეძებს.  ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილგამყვანი კონსორციუმის მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთი თვით გაჩერებაც კი ყაზახეთის ბიუჯეტს 850 მილიონი დოლარის ზარალს მოუტანს. ნოვოროსიისკის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს ნავთობისა და გაზის ბაზარზე ვითარების სტაბილიზება შესთავაზა. რუსეთის მრავალმა მედიასაშუალებამ ...

Read More »

გერმანია Nord Stream 2 მილსადენის თხევადი ბუნებრივი აირისთვის გამოყენებას განიხილავს

გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ს ბალტიის ზღვის სანაპიროზე არსებული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მილსადენის სისტემის ექსპროპრიაციასა და დანარჩენი ნაწილისგან გათიშვას გეგმავს. გერმანიის მთავრობის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რუსეთი სამართლებრივ გზას მიმართავს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის ნაკადი ეტაპობრივად მცირდება, რის გამოც გერმანია, ენერგოდეფიციტის რისკების გათვალისწინებით, ...

Read More »

რუსეთში, როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთში, როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი ადგილობრივი დროით 9:25 საათზე გაჩნდა და 50 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

უკრაინისთვის საწვავის მისაწოდებლად სლოვაკეთი Druzhba-ს მილსადენის გადაკეთებას განიხილავს

სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრ რიჩარდ სულიკის განცხადებით, უკრაინისთვის საწვავის მისაწოდებლად Druzhba-ს მილსადენის გადაკეთება იგეგმება. აქამდე Druzhba-ს საშუალებით სლოვაკეთს რუსული ნავთობი მიეწოდება. სულიკის განმარტებით, ომის შედეგად უკრაინაში ქარხნების უმრავლესობა განადგურდა, ქვეყანას კი საწვავი ესაჭიროება. Druzhba-ს მთავარი მილი ნედლი ნავთობის იმპორტისთვის გამოიყენება, მეორე მილის ადაპტირება კი მზა პროდუქციის, მათ შორის დიზელისა და ბენზინის ტრანსპორტირებისთვისაა შესაძლებელი. გეგმის განხორციელებამდე, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას სლოვაკეთის ნავთობსადენის ოპერატორი Transpetrol-ი ...

Read More »