Tag Archives: #რუსეთი

Bloomberg: რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზიდან, მინიმუმამდე დაეცა

Bloomberg-ის ცნობით, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის შემოსავლები წლის მინიმუმზეა. გამოცემა წერს, რომ გაზისა და ნავთობის იმპორტიდან, რუსეთის ხაზინამ $11,1 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg წერს, რომ ნედლეულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გასულ თვეზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო წლის მაჩვენებლებს 3,4%-ით ჩამორჩება. ეს აუცილებლად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე. ორშაბათს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ხარჯებისა და ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ანგარიში გაავრცელა. ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, ...

Read More »

შოლცი: რუსულ გაზზე უარს მალე სრულად ვიტყვით

გერმანია მზადაა მომავალი გათბობის სეზონისთვის, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. “ჩვენ აუცილებლად გადავურჩებით ამ ზამთარს”, – თქვა მან სამშაბათს, 13 სექტემბერს, ბერლინში, გერმანელ დამსაქმებლებთან და პროფკავშირებთან შეხვედრაზე. შოლცმა აღნიშნა, რომ მთავრობამ წინასწარ გადადგა ნაბიჯები რუსული გაზის მიწოდებისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად. ამ დროისთვის გერმანული გაზის საცავები 85 პროცენტით არის სავსე, თხევადი ბუნებრივი აირის მიმღები ტერმინალების მშენებლობაც წინ მიდის. მისი თქმით, პირველი ასეთი ...

Read More »

კულება: „როსატომი” ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში უნდა მოხვდეს

უკრაინას, რუსეთის „როსატომის“ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში ჩართვა სურს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განუცხადა. ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტზე საუბრისას კულებამ თქვა, რომ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა. „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების ყველა საფუძველი არსებობს. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან”, – განაცხადა კულებამ. მისი პროგნოზით, ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შესაძლოა უფრო ...

Read More »

ავსტრიის პრეზიდენტმა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა

არჩევნების წინა დღეს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს. ამის შესახებ ვან დერ ბელენი ტვიტერზე წერს. ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში თითოეულ ჩვენგან ეხება. „ეს არის თავდასხმა ჩვენი ცხოვრების წესზე, ჩვენს დემოკრატიაზე, ჩვენს იდენტობასა და მომავალზე. ევროპა გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საკითხზე, ...

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

უკრაინის Naftogaz-ი რუსული Gazprom-ის წინააღმდეგ ახალ საარბიტრაჟო პროცესს იწყებს

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ Naftogaz-მა დაიწყო ახალი საარბიტრაჟო პროცესი რუსული ენერგოგიგანტის, Gazprom-ის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ რუსულმა კომპანიამ ვერ გადაიხადა უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირებისთვის გაწეული მომსახურების საფასური. “Gazprom-ს გადახდას ვაიძულებთ. Naftogaz-ი ასევე განიხილავს დამატებითი მოთხოვნების წაყენების შესაძლებლობას”. – თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ვიტრენკომ. მიმდინარე წლის დასაწყისში ვიტრენკომ განაცხადა, რომ Naftogaz-ს შესაძლოა ეჩივლა სატრანზიტო გაზის მოცულობის შემცირების გამო. “Naftogaz-ი ავალდებულებს Gazprom-ს, გადაიხადოს უკრაინის ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის ...

Read More »

აშშ-მა რუსეთისთვის ნავთობის კრიტიკული ფასი დაასახელა

ნავთობის მოპოვება რუსეთში წამგებიანად იქცევა, თუ ბარელის ფასი 44 დოლარს ჩამოსცდება, – თვლიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტროში. რუსული ნავთობმოპოვებისთვის კრიტიკული სწორედ ეს ზღვარი განიხილება ამჟამად G7-ის მიერ გასულ კვირას ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, – აცნობა Bloomberg-ს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიმომ, რომელიც უწყებაში რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესრულების საკითხებს კურირებს. მისივე განმარტებით, ბარელში 44 დოლარი ...

Read More »

რუსეთმა ინდოეთს ნავთობზე ფასდაკლება შესთავაზა, მაგრამ ერთი პირობით

რუსეთმა შეატყობინა გაუგზავნა ინდოეთს, რომ მზად არის მას კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებები დაუწეოს ნავთობის მიწოდებაზე, თუ ის უარს იტყვის G7-ის ინიციატივის მხარდაჭერაზე რუსული ნავთობის ფასის ზღვრის შემოღების შესახებ. ამის შესახებ Business Standard იტყობინება. ”ძირითადად, მოთხოვნაა, რომ ინდოეთი არ დაუჭიროს მხარი G7-ის წინადადებას. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება ყველა პარტნიორთან მოლაპარაკების შემდეგ“, – განუცხადა გამოცემას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი თქმით, ...

Read More »

მაკრონმა პუტინს ზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგურიდან რუსეთის ძალების გაყვანისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის შესახებ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს. „საფრანგეთის პრეზიდენტმა „დაგმო რუსეთის სამხედრო ოპერაციები და გაიმეორა მოთხოვნა, რომ შეწყდეს ის რაც შეიძლება მალე, დაიწყოს მოლაპარაკებები და აღდგეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში. მისივე თანახმად, ემანუელ მაკრონმა ...

Read More »

ზელენსკი: უკუნ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ხედავენ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მიიტანა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხარკოვის თბოელექტროსადგურზე განხორციელებულ იერიშს ეხმაურება. „უკუნ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც რუსეთმა დღეს უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მიიტანა. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არც ერთი სამხედრო ობიექტი. გამორთული ხარკოვისა და დონეცკის ოლქები. ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკსა და სუმიში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ წუთებამდე არ მიეწოდება. კარგად წაიკითხეთ ტუჩებით: გაზის გარეშე, ...

Read More »

თბოელექტროსადგურზე რუსეთის იერიშის გამო, ხარკოვს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვში ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხარკოვს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ამ იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები ტერორისტებად რჩებიან. „თითქმის მთლიანადაა გათიშული ელექტროენერგია ხარკოვში, დონეცკის ოლქში, ნაწილობრივ ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროსვკსა და სუმში. რუსი ტერორისტები ტერორისტებად რჩებიან და კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ. არანაირი სამხედრო ობიექტები, ერთადერთი მიზანია, ხალხი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვონ. წაიკითხეთ: გაზის გარეშე თუ თქვენს გარეშე? ...

Read More »