Tag Archives: #ევროკავშირი

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  20  დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.80 (+  0.76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.19  (+    0.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

პესკოვი: ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია. „ეს არის ფასწარმოქმნის საბაზრო პროცესის დარღვევა, მისი ხელყოფა. ეს მიუღებელია. დადებითი და უარყოფითი მხარეების გულდასმით აწონვას დრო დასჭირდება“,- აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასი 180 ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ელექტროენერგია სულ უფრო მოთხოვნადი იქნება, საქართველო ევროპას კასპიის რეგიონთან დააკავშირებს

ელექტროენერგია სულ უფრო მოთხოვნადი იქნება, საქართველო ევროპას კასპიის რეგიონთან დააკავშირებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დავითაშვილის თქმით, საქართველოს ორი მიმართულებით გააჩნია დიდი როლი. „ერთი ეს არის ის, რომ ჩვენ ჩვენი გენერაციის პროდუქტის პირდაპირი ექსპორტირება მოვახდინოთ ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე, მაღალ ფასიან ბაზარზე და შესაბამისად, ჩვენი სექტორის მიზიდულობა გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრი ამას ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება დიდ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე

მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება დიდ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა ასე ახლოს. მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ასეთ დიდ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე. ჩვენ ახლა ავაგებთ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ ურთიერთკავშირებს“, – წერს ურსულა ...

Read More »

ალიევი – აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი აპირებენ ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს. ალიევის შეფასებით, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში ...

Read More »

ევროკავშირის 12 სახელმწიფო გაზის ფასის ლიმიტის შემცირებას ითხოვს

ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოს ჯგუფმა მოითხოვა გაზის ფასზე ლიმიტის მნიშვნელოვანი შემცირება, რათა შერბილდეს ენერგეტიკული კრიზისის გავლენა ევროპელ მომხმარებლებსა და ბიზნესებზე. ამის შესახებ 10 დეკემბერს, Bloomberg-მა და Reuters-მა დაწერეს. სააგენტოების ცნობით, ამ ქვეყნებში შედის ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია. მათ შესაბამისი წინადადება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე წამოაყენეს, რომლებიც ამ ...

Read More »

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე ზედა ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირის საბჭოს თანახმად, აღნიშნული ზომა ძალაში 5 დეკემბრიდან შევა. „რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა შეზღუდავს ფასების ცვალებადობას, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული საბაზრო პირობებით და მკვეთრად შეამცირებს შემოსავალს, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვისგან იღებდა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომის გაჩაღების შემდეგ. ეს ...

Read More »

ევროკავშირი გაზის ფასებს დაარეგულირებს

გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ევროკავშირმა შეიმუშავა გაზის ბაზრის კორექციის საგანგებო მექანიზმი. ეს მექანიზმი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას მოქალაქეები და ევროკავშირის ეკონომიკა ბუნებრივი აირის ზედმეტად მაღალი ფასებისგან. ინოვაცია ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა 22 ნოემბერს, სტრასბურგში წარადგინა. ევროკომისიის წინადადებით, მექანიზმი ამოქმედდება ერთდროულად ორ ვითარებაში. პირველი არის ფიუჩერსების ფასის ზრდა მომდევნო თვისთვის 275 ევრომდე მეგავატ საათში ორი კვირის განმავლობაში (TTF გაზის ინდექსის ...

Read More »

ნავთობის მსგავსად, ევროპაში გაზის ფასიც შემცირებას განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 295,7 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: რუსულ გაზს ერთობლივად არ შევისყიდით

ევროკავშირის წევრები ერთობლივად არ შეიძენენ რუსულ გაზს. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა “Радіо Свобода”-ს 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განუცხადა. “ჩვენი მიწისქვეშა გაზსაცავები სავსეა, ჩვენ ჩავანაცვლეთ რუსული გაზის ყველა დაკარგული მოცულობა ალტერნატიული მომწოდებლებით. ჩვენმა სანდო პარტნიორებმა საგრძნობლად გაზარდეს შეთავაზებები. გარდა ამისა, მომავალ წელს ჩვენ ვქმნით გაზის შესყიდვის საერთო პლატფორმას და შევიძენთ გაზს ყველა სანდო პარტნიორისგან. და გვაქვს ნათელი პრინციპი, ...

Read More »