Tag Archives: #ჰიდრორესურსები

ბახმაროში „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობის საკითხი კვლავ გააქტიურდა

აპრილიდან, „ბახვი ჰესი” კვლავ დაუბრუნდა სკოპინგის ანგარიშის ეტაპს და აქტივისტები კვლავ ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას. ინვესტორ კომპანია „სი-სი-ი ეიჩ ჰიდრო VI”-ს ორი თვე ჰქონდა 22-პუნქტიან სიაზე პასუხების გასაცემად თუ რა სარგებელს მიიღებდა ადგილობრივი მოსახლეობა, როგორი იქნებოდა ეკოლოგიური ზიანის მასშტაბები და რა შეიცვლებოდა სინამდვილეში. კითხვების უმეტესობა ისევ კითხვებად დარჩა, თუმცა ერთი რამ ცალსახად ცხადია – კომპანია „ბახვი ჰესის” მშენებლობას ძველებურად ბახმაროს რეკრეაციულ ...

Read More »

“ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა ის მთავარი პლატფორმაა, რომელზეც აშენდება ნდობა არა მხოლოდ ნამახვანიჰესის პროექტის, არამედ, ზოგადად, ქართული ენერგეტიკის ირგვლივ”

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელისგან, დირკ ბუშლესგან დღეს მივიღეთ დადებითი პასუხი, რომ პირადად ჩაერთვება ნამახვანიჰესის ირგვლივ არსებული პროცესების მედიაციაში -სამთავრობო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები დირკ ბუშლესთან ნამახვანიჰესის ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შექმნა ხელისუფლების დამოუკიდებელი ინიციატივაა”

„ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შექმნა ხელისუფლების დამოუკიდებელი ინიციატივაა, – ამის შესახებ „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. გოლეთიანის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია და არ აქვს ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან საბჭოს წევრები, რომელი ექსპერტები ჩაერთვებიან და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაცია აქციის მონაწილეების გარეშე დაამყარა. „ეს არის დამოუკიდებელი ინიციატივა ხელისუფლებისგან და ჩვენ გამჭირვალობის პრობლემას ვხედავთ, რადგან თვითონ ...

Read More »

“ნახევრად კედლის აღება არაფერს ცვლის, ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას”

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც რჩება, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი  ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ნახევრად აღებული რკინის კონსტრუქციები არაფერს ნიშნავს. „ნახევრად კედლის აღება ბუნებრივია არ ცვლის არაფერს ჩვენთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას და ნამახვანში, ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილას დაბრუნებას. ვიდრე გადაადგილების უფლება არ მოგვეცემა ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორისთვის მიწის 99 წლით გადაცემა თავის დროზე იყო სატენდერო პირობა”

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელზეც პროექტის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, არის ინვესტორისთვის მიწის გადაცემა, რაზეც განმარტებები არაერთხელ გაკეთდა და კიდევ გაკეთდება. როგორც ნათია თურნავამ ექსპერტთა ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში პრაქტიკულად, ყველა ელექტროსადგური, გარდა „ენგურჰესისა“ არის კერძო, სადაც ინვესტორი ფლობს კანონიერად მიწას და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. „ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავ სარგებლობის კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ...

Read More »
პაატა ცინცაძე: ჩემი ღრმა რწმენით გაზპრომთან საუბარი აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია

“ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს”

ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განაცხადა. ის მაგალითად შვეიცარიას ასახელებს და აცხადებს, რომ „შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია“. მისივე განცხადებით, ასევეა ავსტრიაში, ...

Read More »

“მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის გასხვისება კერძო პირზე, თუნდაც ის ქართველი იყოს”

იწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც  დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში. „ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ...

Read More »

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერთი ნაწილი აიღეს

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერღი ნაწილი აიღეს. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით ისევ რჩება რკინის ჯებირები. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მათი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. რაც შეეხება კიდევ ორ მოთხოვნას, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება და პროტესტის ნამოხვანში გაგრძელება. აქციის ორგანიზატორები ექსპერთა საბჭოს შექმნის ინიციატივასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ვიდრე მათ ...

Read More »

მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დღეს „ნამახვანჰესის“ საკითხზე შედგა შეხვედრა. „ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამ პროექტის ირგვლივ რომ უფრო მეტი ნდობა შეიქმნას და ის სპეკულაციური ინფორმაციები, რომლებიც ტრიალებდა ამ პროექტის ირგვლივ, უბრალოდ მოიხსნას.დღეს დაახლოებით 80-მდე კვლევა გასაჯაროვდა, 80-მდე ფაილი თავისი დანართებით და გარკვეული ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?

წინამდებარე თვალსაზრისი მთავრობას სთავაზობს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზას იმდაგვარად, რომ ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს და მოსახლეობას დაუკმაყოფილდეს საკუთარი ლეგიტიმური ინტერესიც. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი მიდგომის საკითხია, თუმცა მისი განხორციელება, ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში, არ ეფუძნება 2 მთავარ ასპექტს: 1. საერთო ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი ეფექტიანი სტარტეგია და 2. მოსახლეობის ლეგიტიმური ინტერესის დაცვა. ასეთი ბიზნეს მოდელი ...

Read More »