Tag Archives: #ნავთობი

ნიკა შენგელია: სახელმწიფომ უნდა დაიბრუნოს კონტროლი ნავთობპროდუქტებზე!

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოადგინილი შუალედური ანგარიში შეაფასა. აღნიშნული დოკუმენტი საწვავის ბაზრის კვლევას ეხება: “მოგეხსენებათ, პრემიერის დავალებაზე კონკურენციის სააგენტომ წარმოადგინა შუალედური ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს (ციფრებს) და შემოფარგლურია მცირე განმარტებებით. პირველივე აბზაცში სააგენტო აფიქსირებს, რომ „კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ”, მაგრამ ...

Read More »

ელექტროენერგიასთან ერთად, ლიეტუვამ რუსეთის გაზსა და ნავთობზეც უარი თქვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის გამო, ლიეტუვა 22 მაისიდან რუსულ გაზს, ნავთობსა და ელექტროენერგიას აღარ მიიღებს. ინფორმაციას გამოცემა Delfi ავრცელებს. “ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება უკრაინის მიმართ, რომელიც ომშია. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ჩვენი ფულით რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსება”, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა. მისივე თქმით, სინქრონიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ლიეტუვა სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მიაღწევს, ელექტროენერგიის მოთხოვნილებას საკუთარი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 20  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  112.04  (+  2.93)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  112.21  (+  2.62)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

გაყიდული 1 ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი ბიუჯეტში მიდის

საქართველოში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული ყოველი 1 ლიტრი საწვავიდან, როგორც ბენზინიდან ასევე დიზელიდან, 90 თეთრიდან 1 ლარამდე თანხა ბიუჯეტში აქციზისა და დღგ-ს სახით ირიცხება. აქციზის თანხა ფიქსირებულია, დღგ კი ფულად გამოსახულებაში საწვავის თვითღირებულებასთან ერთად იზრდება. „ორი რამაა გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები“. ბენ ფრანკლინის მიერ XVIII საუკუნეში ნათქვამი ეს ფრთიანი ფრაზა XXI საუკუნეშიც აქტუალურია. ჯერჯერობით არც უკვდავების წამალი გამოუგონიათ და ...

Read More »
საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინეს

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში  სამი ახალი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. აბუ დაბის ეროვნული ნავთობკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საბადო აღმოაჩინეს აბუ დაბის ახლოს ბუ ხასაზე, რომელიც არაბული ქვეყნის დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 200 კილომეტრშია. საბადოს მოცულობა 500 მილიონი ბარელი პრემიუმ კლასის ნავთობია. მეორე საბადო, რომლის მოცულობა დაახლოებით ასი მილიონი ბარელია, ზღვაში აბუ დაბის სანაპიროზე აღმოაჩინეს. მას მართავს Occidental (OXY.N). ...

Read More »

ერაყი მის ნავთობის საბადოებზე ჩინეთის მზარდი კონტროლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გასულ წელს ერაყის ნავთობის სამინისტრომ სამი პერსპექტიული გარიგება ჩაშალა, რომლებიც ქვეყნის ნავთობის საბადოებზე ჩინეთის კონტროლის გაზრდასთან ერთად, ქვეყნიდან ნავთობის საერთაშორისო მწარმოებლების გასვლას გამოიწვევდა. ერაყის ნავთობის სამინისტროს ოფიციალური პირებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, 2021 წლის დასაწყისიდან, რუსეთის Lukoil-ისა და აშშ-ის Exxon Mobil-ის გეგმა ჩინეთის სახელმწიფო ფირმებისთვის აქციების მიყიდვასთან დაკავშირებით, ერაყის ნავთობის სამინისტროს ჩარევის შემდგომ შეჩერდა. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებისთვის წილების მიყიდვა BP-ის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 18  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.11 (+2.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.60 (+1.01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ამერიკამ ვენესეულურ ნავთობს გზა გაუხსნა, მსოფლიოში გაიაფებას ელიან

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს. აშშ იმ დისბალანსის შევსებას ცდილობს, რომელიც ნავთობის მოთხოვნა-მიდოების მიმართულებით არსებობს. რა ცვლილებებს შეიძლება დაედოს საფუძველი და მოახდენს თუ არა საქართველოზე გავლენას ვენესუელასთვის შეზღუდვების შემსუბუქება? მალე კომპანიებს ვენესუელაში მოპოვებული ნედლი ნავთობის ევროპის ბაზარზე გატანის საშუალება მიეცემათ, ხოლო უმსხვილეს ამერიკულ ენერგოკომპანია “შევევრონს” უფლება ეძლევა ვენესუელურ სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVშA-სთან მოლაპარაკების აწარმოოს და ბიზნესშეთანხმებასაც ...

Read More »

ჩინეთი ნავთობის შესყიდვაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ჩინეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ნავთობის დამატებითი მარაგების შესყიდვაზე. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. არსებული ინფორმაციით, ოფიციალურ პეკინს სტრატეგიული მარაგების შევსება სურს შეღავათიან ფასად. “ჩინეთი ცდილობს, თავისი სტრატეგიული მარაგები იაფი რუსული ნავთობით შეავსოს, რაც იმის მანიშნებელია, რომ პეკინი მოსკოვთან თავის ენერგოკავშირებს აძლიერებს იმ ფონზე, როდესაც ევროპა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთიდან იმპორტის აკრძალვაზე მუშაობს”, – წერს გამოცემა. “ბლუმბერგის” ცნობით, ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ევროკავშირი: ირანი შესაძლოა დაბრუნდეს ნავთობის გლობალურ ბაზრებზე

ევროკავშირსა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც უცხოური მედია წერს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გერმანიაში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ირანს შორის მოლაპარაკებები რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ განახლდა. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა დაბრუნდეს მსოფლიო ნავთობის ბაზრებზე. ევროკავშირის მოლაპარაკებების კოორდინატორმა ენრიკე მორამ თეირანში ვიზიტი შეაფასა, როგორც მოსალოდნელზე უკეთესი. 2015 წელს ...

Read More »