Tag Archives: #რუსეთი

იტალიამ რუსეთის გარეშე ზამთრისთვის საკმარისი რაოდენობის გაზი მოიმარაგა

რუსული გაზის გარეშეც იტალიამ მომავალი ზამთრისთვის საკმარისი რაოდენობის გაზი მოიმარგა და რუსეთისგან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში არ ექნება ბუნებრივი აირის დანაკლისი. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg წერს. რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული შანტაჟის დაწყების შემდეგ იტალია ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო იყო, რომელმაც ბუნებრივი აირის სხვა მიმწოდებლების აქტიური ძებნა დაიწყო. თუ კი უკრაინაში შეჭრამდე იტალიის გაზის იმპორტის 40% რუსეთზე მოდიოდა, ამ დროისთვის ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომის“ თანამშრომლები ფრონტის ხაზზე არ წავლენ

რუსული მედიის ინფორმაციით, „გაზპრომის“ თანამშრომლებმა შეტყობინებები მიიღეს, რომ ისინი „სპეციალურ სამხედრო ჩანაწერებში არიან“ და ერთი წლის განმავლობაში დაცულნი არიან მობილიზაციისგან. “ძვირფასო თანამშრომლებო! გაცნობებთ, რომ იმყოფებით სპეციალურ სამხედრო ჩანაწერში (დაჯავშნული), რომელიც გაძლევთ უფლებას გადაავადოთ გამოძახება მობილიზაციაზე თორმეტი თვით“, – ნათქვამია წერილის ტექსტში. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, „რეზერვირებული მოქალაქეები“, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოების თანამშრომლები, მიიღებენ გადავადებას ფრონტზე გაწვევისგან. შეგახსენებთ, რომ ...

Read More »

ომის პირველ 6 თვეში, ევროკავშირმა რუსეთს წიაღისეულ საწვავში 85 მილიარდ ევროზე მეტი გადაუხადა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში – რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 158 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, ევროკავშირის წილი 54%-ია, რაც თანხობრივად 85 მილიარდ ევროს აჭარბებს. რუსული ენერგომატარებლების ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ინდოეთი იყვნენ. მონაცემები, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CREA) გამოაქვეყნა. „უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, წიაღისეული საწვავის ექსპორტით, რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში დაახლოებით 43 მილიარდი ევრო შევიდა, რაც ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ირანმა რუსეთთან გაზის შეთანხმება გააფორმა – მილსადენი აზერბაიჯანზე გაივლის

ირანი მალე რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით დღეში 9 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს და სამხრეთ რეგიონების დასახლებებს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ირანულ სააგენტო Fars News იტყობინება. ამასთან დაკავშირებით, რუსეთისა და ირანის შესაბამისი სტრუქტურების ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს. მიმდინარე წლის ივლისში მოსკოვში ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანია NİOC-სა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ შორის 40 მილიარდი დოლარის გარიგება დაიდო. წყარო: bfm.ge

Read More »

გერმანიამ რუსული გაზის იმპორტიორი კომპანია Uniper-ის ნაციონალიზაცია მოახდინა

გერმანიამ რუსული გაზის იმპორტიორი კომპანია Uniper-ის ნაციონალიზაცია მოახდინა. როგორც გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, მთავრობა ენერგეტიკულ კონცერნ Uniper-ის აქციების 99 პროცენტს გამოისყიდის. ეს კაპიტალდაბანდება ბერლინს რვა მილიარდი დოლარი დაუჯდება. ამ თანხიდან ნახევარი მილიარდი ევრო Uniper-ის მთავარი აქციონერი ფინური კომპანიისგან ფასიანი ქაღალდების წილის გამოსყიდვაზე დაიხარჯება. Uniper-ი არის საერთაშორისო ენერგეტიკული ჯგუფი, რომელიც ბუნებრივ აირს და ელექტროენერგიას საბითუმო ფასად ჰყიდის და ასევე ბუნებრივი აირის შენახვითაა დაკავებული. ის არის გერმანიაში, დიდი ბრიტანეთსა და ავსტრიაში მდებარე ბუნებრივი არის ცხრა მიწისქვეშა საცავის ოპერატორიც. ...

Read More »

ლიეტუვის პრეზიდენტი: ენერგეტიკული ზესახელმწიფოს ნიღბის უკან საშიში იმპერიული სახელმწიფო იმალება

ენერგეტიკული ზესახელმწიფოს ნიღბის უკან იმალება საშიში იმპერიული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს თავისი მეზობლების ოკუპაციას და ანექსიას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აწარმოებს გენოციდურ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უნდა შეიქმნას სასამართლო რუსეთის სამხედრო დანაშაულების განსახილველად. „ათასობით ადამიანი აწამეს და მოკლეს. მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ იქნა ან იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური ქვეყანა. თუმცა, ამ ომმა ვერ გატეხა მამაცი უკრაინელი ხალხის ნება, დაეცვა ...

Read More »

რუსული გაზის შეწყვეტა გამოიწვევს გრძელვადიან და ინტენსიურ ინფლაციას

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB)  მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი დამოკიდებულია ინფლაციის სამომავლო ნიშნულზე. ამის შესახებ ECB-ის მმართველი საბჭოს წევრი პაბლო ერნანდეს დე კოსი აცხადებს. დე კოსის თქმით, რუსული გაზის შეწყვეტა კონტინენტზე გამოიწვევს ,,გრძელვადიან და ინტენსიურ ინფლაციას’’. დე კოსი ასევე გახლავთ ესპანეთის ბანკის (Banco de España) ხელმძღვანელი. წყარო: gbc.ge

Read More »

რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან ბოლო 5 თვის მინიმუმზეა

რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან მკვეთრად შემცირდა და ომის დაწყების შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელზეა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სექტემბრის პირველ ორ კვირაში რუსეთისგან ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა დღეში დაახლოებით 3 მილიონი ბარელამდე შემცირდა. გასულ პერიოდთან შედარებით კლება დღეში დაახლოებით 900 ათასს ბარელს შეადგენს. Bloomberg-ის მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ჩინეთისა და ინდოეთის გაზრდილი მოთხოვნა რუსულ ნავთობს თავის პიკს მიუახლოვდება და აზიური ბაზრები ...

Read More »

მარტ-აგვისტოში ჩინეთმა რუსეთისგან $44-ის, ხოლო ევროკავშირმა $91,5 მილიარდის ენერგორესურსები იყიდა

მარტიდან აგვისტომდე, ანუ ფაქტობრივად, უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩინეთის საბაჟო სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობი, გაზი და ქვანახშირი თითქმის 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღნიშნულია, რომ ეს 74%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ ჯერჯერობით ნახევარზე მეტი, ვიდრე ევროკავშირმა შეიტანა, მიუხედავად ევროპაში მიწოდების შემცირებისა – 91,5 მილიარდი ევრო. აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აგვისტოში რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა, ჩინეთმა შესყიდვები ...

Read More »

პირველი კლიმატური სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სათბური აირების ემისიის გამო

უზენაეს სასამართლოში აქტივისტებმა რუსეთის წინააღმდეგ პირველი კლიმატური სარჩელი შეიტანეს. მომჩივანი მხარე სახელმწიფოსგან გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რაც აუცილებელია 2015 წლის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და სათბური აირების ემისიის რადიკალურად შესამცირებლად. საჩივრის ავტორებს შორის ორი ორგანიზაცია Ekozashita (ეკოთავდაცვა) და „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფია“, რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის უძველესი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა დისიდენტების მიერ დაარსდა. მათთან ერთად დამატებით თვრამეტი პირია იმ სარჩელის ...

Read More »