Tag Archives: #ელექტრომობილი

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 27 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II, V კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, დიღმის ...

Read More »

CR-ის ელექტრომობილების რეიტინგში Ford Mustang Mach-E-მ Tesla Model 3-ს გადაუსწრო

2022 წლის საუკეთესო ელექტრომობილების რეიტინგში, რომელსაც კვლევითი ორგანიზაცია Consumer Reports-ი ყოველ წელს აქვეყნებს, Ford Mustang Mach-E-მ გასული ორი წლის საუკეთესო ელექტრომობილს, Tesla Model 3-ს გადაუსწრო. ორგანიზაციის თქმით, ეს გადაწყვეტილება Ford Mustang Mach-E-ის მართვის გამოცდილებამ, სანდოობამ და მანქანაში ჩაშენებულმა დამატებითმა ფუნქციებმა განაპირობეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული ავტომობილების საკულტო მწარმოებელი Ford-ისთვის ეს მძლავრი სტიმული იქნება. „არასწორად არ გაგვიგოთ, Model 3-ი მშვენიერი ...

Read More »

Ferrari და Qualcomm-ი თვითმართვად ელექტრომობილს ერთად შექმნიან

იტალიურმა ავტომწარმოებელმა, Ferrari-მ თვითმართვადი ტექნოლოგიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, Qualcomm-თან სტრატეგიული კოლაბორაცია დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, რამდენიმე წელიწადში, Ferrari-ს მიერ თვითმართვადი ავტომობილის გამოშვებით უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე უცნობია, Qualcomm-ის რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებს Ferrari, მაგრამ, როგორც იტალიური ავტომწარმოებლის პრესრელიზში ვკითხულობთ, პირველ რიგში, დრო ციფრული სამართავი პანელის შექმნას დაეთმობა.

Read More »

VOLVO CARS-ი და NORTHVOLT-ი ელექტრობატარეების წარმოებას გეგმავენ

Volvo Cars-ი და Northvolt-ი ქარხანას დააფუძნებენ, რომელიც გამოუშვებს ბატარეების ახალ თაობას სრულად ელექტრო Volvo-სა და Polestar-ის ავტომობილებისთვის. 2025 წელს ქარხანა შვედეთის ქალაქ გეტებორგში გაიხსნება და 3000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. ქარხანასთან ერთად, 30 მილიარდი შვედური კრონის ინვესტიციის ფარგლებში კვლევით-განმავითარებელი ცენტრიც შეიქმნება. Volvo Cars-ი 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრო მანქანების წარმოებასა და გაყიდვას ისახავს მიზნად. კომპანიის ელექტროფიკაციის სტრატეგიას ახალი ქარხანა და მჭიდრო ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

ტესლას შანხაის ქარხანა ელექტრომობილს მხოლოდ 38 წამში აწყობს

შანხაიში მდებარე Tesla-ს ქარხანა გახდა მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული ელექტრომობილების ასაწყობი ქარხანა. მიზეზი ის არის, რომ ეს ქარხანა კვირაში შვიდი დღე მუშაობს. ამრიგად, ერთი Tesla-ს აწყობას სულ რაღაც 38 წამი სჭირდება. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს ჩინურმა ქარხანამ 2021 წელს 480 000-ზე მეტი მანქანა გაგზავნა. ეს არის ნახევარზე მეტი იმ 936,000 მანქანიდან, რომელიც ამერიკულმა ავტომწარმოებელმა მთელ მსოფლიოში შარშან მიაწოდა. წყარო: bfm.ge

Read More »

Ford-ი ელექტრომობილებში დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Ford Motor Co ელექტრომობილების მიმართულების განვითარებაში, დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ანგარიშის თანახმად, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში $10-დან $20 მილიარდამდე ინვესტიცია, მთელ მსოფლიოში, Ford-ის არსებული ქარხნების ელექტრომობილების წარმოებაზე გადაყვანას მოხმარდება. „Ford+“ -ის გეგმის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, 2030 წლისთვის, ელექტრომობილებსა და ბატარეის განვითარებაზე $30 მილიარდზე მეტის დახარჯვის პირობა დადო. ახალი გეგმა ასევე იმ ინჟინრების დაუზუსტებელ რაოდენობას მოიცავს, ...

Read More »

კომპანია “ტესლა” 53,822 ავტომობილს უკან გაიხმობს

Tesla უკან გაიხმობს თავის 53,822 ავტომობილს “სრული თვითმართვის” მძღოლის დამხმარე ფუნქციით. ამის შესახებ CNN წერს. ეს შეეხება Model S, X, 3 და Y მანქანებს, რომლებსაც აქვთ”სრული თვითმართვის” პროგრამული უზრუნველყოფის ბეტა ვერსია. “სრული თვითმართვა” არის მძღოლის დამხმარე ფუნქცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ერთ დღესაც ადამიანს აღარ დასჭირდება მანქანის მართვა. ტექნოლოგია ზოგჯერ შეუფერხებლად მართავს Tesla-ს მანქანებს და ემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს, როგორიცაა ...

Read More »

Bentley ელექტრო ინდუსტრიაში შესაბიჯებლად 2.5 მლრდ გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებს

მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი, Bentley, უახლოეს პერიოდში საკუთარი ელექტროსაწარმოო ხაზის განსავითარებლად 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია თავისი პირველი ელექტრომობილის გამოშვებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში გეგმავს. ექსკლუზიური ელექტრომოდელის გამოშვებას კი 2030 წლისათვის აანონსებს. Bentley-ის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია ინგლისში, ქრუში მდებარე საწარმოში განხორციელდება. თუმცა, გარდა იმისა, რომ ქარხანა ელექტრომობილების საწარმოებლად აუცილებელი ინვენტარით აღიჭურვება, ინვესტიციის ნაწილი მისი გამონაბოლქვისაგან განეიტრალებასაც მოხმარდება. ...

Read More »

TESLA წელს გაყიდვების 50%-იან ზრდას ელის

ილონ მასკის განცხადებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მიუხედავად, 2022 წელს Tesla–ს გაყიდვები, გასულ წელთან შედარებით, 50%-ზე მეტით გაიზრდება. როგორც BBC წერს, 2021 წელს Tesla-ს გაყიდვები 71%-ით, $53.8 მლრდ-მდე გაიზარდა და კომპანიამ მომხმარებელს 936 000-ზე მეტი მანქანა მიაწოდა. შესაბამისად, ელექტრომობილების მწარმოებელმა გასულ წელს რეკორდული $5.5 მლრდ-ის მოგება მიიღო. “2021 წელი იყო გარღვევა Tesla-სთვის და ზოგადად ელექტრო მანქანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვებრძოდით ...

Read More »

Subaru-მ 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ელექტრომობილი წარმოადგინა

გასულ კვირას, ტოკიოს ავტომობილების გამოფენაზე, Subaru-მ რბოლისთვის განკუთვნილი საკუთარი წარმოების პირველი ელექტრომანქანა წარმოადგინა. Subaru STI E-RA-ს, რომელიც ამ ეტაპზე კონცეპტუალურ მოდელად რჩება, Yamaha-ს წარმოების ოთხი ელექტროძრავა აქვს, რომლითაც მანქანას 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ Subaru-ს სუპერქარი 60 კვ/სთ-ის მოცულობის ელექტრობატარეითაა აღჭურვილი, კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ 2023 წელს ეს მანქანა ნიურბურგრინგის ერთ წრეს 6 წუთსა და 40 წამში დაფარავს.

Read More »