Tag Archives: #ეკოლოგია

ომბუდსმენის რეკომენდაციები აჭარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით მიმართა. „აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის მესაკუთრე ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, ღია წესით, თხრილებში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენი უკვე ათწლეულებია არის განთავსებული. ამ ფორმით ნარჩენები საფრთხეს უქმნის როგორც ეკოლოგიას, ასევე ადამიანების უფლებას, იცხოვრონ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სახელმწიფოს მხრიდან ...

Read More »

თელავის, ახალციხისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლები ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება

ენერგორესურსების მოხმარების შემცირების მიზნით, თელავის, ახალციხისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლის შენობები ენერგოეფეტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება. პროექტის ღირებულება 1,4 მლნ ლარია, ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 14 იანვრიდან იწყება და 18 იანვარს დასრულდება. სამივე შენობა 2012-2013 წლებშია აშენებული. თელავის, ახალციხისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლების შენობებში ენერგოეფექტური პროექტის განხორციელების შედეგად მუნიციპალური განვითარების ფონდი ენერგოხარჯების დაზოგვას და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიის ...

Read More »
ენერგია და მისი გამომუშავების ალტერნატიული მეთოდები

რას ნიშნავს ევროპის „მწვანე მომავალი“ და როგორ აპირებენ ქვეყნები გარემოს დაბინძურებაზე უარის თქმას

დღესდღეობით კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემებია, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის არსებობას საფრთხე შეუქმნას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათზე ყურადღებას არაერთი განვითარებული სახელმწიფო ამახვილებს და გარემოზე ზრუნვისკენ სხვებსაც მოუწოდებს. მათ შორის ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირი. ევროპულ გაერთიანებას საკმაოდ ამბიციური მიზანი აქვს – მათ სურთ 2050 წლისთვის კავშირში არსებულ ქვეყნებში ნახშიროჟანგის გამოყოფა ნულოვან მაჩვენებელზე დავიდეს და გარემოს ზიანი არ მიაყენონ. საინტერესოა ვნახოთ, ...

Read More »

მაია ბითაძე – საქართველო არის პირველი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, რომელიც ევროპული სტანდარტის გარემოს დაცვით ფონდს შექმნის

ყველამ კარგად იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვან და დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი გუნდი გარემოსდაცვით – ჰაერის, წყლის დაბინძურების საკითხებს, იმ თემებს, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მაია ბითაძის თქმით, დღეს კომიტეტმა იმ ორ ახალ, მნიშვნელოვან კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ იყო განხილული. მისი შეფასებით, კანონპროექტები ...

Read More »

ავტომობილი, რომელიც ნახშიროჟანგს შთანთქავს და ჟანგბადს გამოყოფს

შანხაის საავტომობილო ინდუსტრიის კორპორაცია SAIC-ის ავტომობილის YeZ-ის კონცეფცია იმითაა რევოლუციური, რომ იგი მცენარეების მსგავსად ფოტოინთეზირებს. აითვისებს ჰაერში უკვე არსებულ ნახშიროჟანგს და ატმოსფეროში ჟანგბადს გამოყოფს. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება მანქანის სახელში ჩადებული აზრიც, YeZ ხომ ჩინურად “ფოთოლს” ნიშნავს. მრავალ ფუტურისტულ ასპექტს შორის გამოირჩევა სახურავი, რომელზეც განთავსებულია მზის პანელები და ბორბლები, მასზე დამაგრებული მცირე ზომის ქარის ტურბინებით, დამატებითი ენერგიის მისაღებად. აღნიშნული მახასიათებლები ...

Read More »

ფრანგული სტარტაპი ადამიანის თმების გადამუშავებით, ოკეანეებს ჩაღვრილი ნავთობისგან გაასუფთავებს

საფრანგეთში საპარიკმახერო სალონები ყოველწლიურად დაახლოებით 4000 ტონა თმის ნარჩენს გამოიმუშავებენ. შეიძლება ამ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნარჩენის გადამუშავებამ გადაარჩინოს პლანეტა? ჯეიმს ტეილორი, ფრანგული სტარტაპის Capillum-ის თანადამფუძნებელი, ამტკიცებს რომ შეიძლება. ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც იყენებს მოჭრილ თმაში არსებულ კერატინს. ის აღნიშნავს: ”ჩვენ გადავამუშავებთ ნარჩენ თმას. ადამიანის თმა შეიცავს კერატინს, პროტეინს, რომელიც შთანთქავს ცხიმს და შესაბამისად შეიძლება გამოყენებულ იქნას გარემოს გასაწმენდად. თმის გადამუშავებით ...

Read More »