Tag Archives: #ელექტრომობილები

Tesla-მ ელექტროტრაილერების წარმოება დაიწყო

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ დიდი ხნის წინ დაანონსებული ელექტროტრაილერების, Semi Truck-ების წარმოება დაიწყო – მათი პირველი მომხმარებელი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი, ამერიკული Pepsi იქნება, რომელსაც პირველ ავტომობილებს Tesla მიმდინარე წლის დეკემბერში მიაწვდის. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ში დაწერა. როგორც მილიარდერის განცხადებიდან ვიგებთ, ელემენტების ერთი დამუხტვით, Tesla-ს ელექტროტრაილერი 800 კილომეტრის გავლას შეძლებს. აღნიშნული ელექტროტრაილერების მისაღებად Pepsi-ს ...

Read More »

Eviation-ის სამგზავრო ელექტროთვითმფრინავმა პირველი სატესტო ფრენა შეასრულა

Eviation-ის პროტოტიპულმა სამგზავრო ელექტროთვითმფრინავმა, სახელწოდებით Alice-მა პირველი სატესტო ფრენა შეასრულა, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. აღნიშნული ფრენა რვა წუთს გაგრძელდა, რა დროსაც თვითმფრინავი ერთი კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. სატესტო ფრენის მთავარ მიზანს თვითმფრინავის დიზაინისა და აგებულების შესახებ ინფორმაციის მოგროვება წარმოადგენდა – ამ ეტაპზე, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ Eviation-ის ეს კონკრეტული თვითმფრინავი, რომელიც სრულად ელექტრიფიცირებულია და ცხრა მგზავრს ...

Read More »

2025 წლისთვის, Honda ელექტრომოტოციკლის ათი მოდელის წარდგენას გეგმავს

მოტოციკლების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, იაპონურმა Honda-მ განაცხადა, რომ კომპანიის ელექტრიფიკაციის ფარგლებში, 2025 წლისთვის, ელექტრომოტოციკლის სულ მცირე ათ მოდელს გამოუშვებს. „Honda მოტოციკლების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია, რომელიც ინდუსტრიის ლიდერად ნახშირბადნეიტრალიტეტის ეპოქაშიც დარჩება – ამისთვის, კომპანია ელექტრომოტოციკლებს „მართვის სიამოვნების“ შეგრძნებას შეუნარჩუნებს, ხოლო მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფისა და ელექტრიფიცირებული მოდელების თავსებადობაზე დაფუძნებულ პროდუქტებს შესთავაზებს“, – ვკითხულობთ იაპონური კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. როგორც ირკვევა, Honda-ს პირველი თაობის ელექტრომოტოციკლების ...

Read More »

Tesla 2022 წელს გერმანიაში ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს

გასულ კვირას გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, Tesla მომავალ წელს გერმანიაში ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალი ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენი მიზანია, გაყიდვები ყოველ წელს გავაორმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ 2022 წელს 80 000 ერთეული ავტომობილი უნდა გავყიდოთ. მომდევნო წელს კი – ორჯერ მეტი“, – ციტირებს ჟურნალი ბერლინის გიგაქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სიტყვებს. ცნობისათვის, ...

Read More »

GlobalX-მა Eviation-თან 50 ელექტრო თვითმფრინავის შეძენაზე გააფორმა ხელშეკრულება

GlobalX-მა ხელი მოაწერა წერილს (LOI), რათა შეუკვეთოს Eviation-ის 50 სრულად ელექტრო თვითმფრინავი Alice, რომელიც არის აშშ-ში დაფუძნებული ჩარტერული ავიაკომპანიის გეგმის ნაწილი, ადაპტირდეს ნახშირბადისგან თავისუფალ საავიაციო გადაწყვეტილებებთან. ავიაკომპანია, რომელმაც სამგზავრო ოპერაციები 2021 წელს დაიწყო, იმედოვნებს, რომ ელექტრო თვითმფრინავები გახსნიან ახალ მარშრუტებს მის მთავარ მზარდ ბაზრებზე ფლორიდის, ბაჰამის და კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე. „ალისის თვითმფრინავი მოგვცემს საშუალებას შემოგთავაზოთ მდგრადი, რეგიონალური ფრენები ძირითადი ...

Read More »

კახა კალაძე: 30 ელექტროდამტენი თბილისში დაამონტაჟდება, 20 – დასავლეთ საქართველოში

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია კერძო სექტორთან ერთად, დამატებით 50 ელექტროდამტენს დაამონტაჟებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 30 დამტენი დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე დამონტაჟდება, ხოლო 20 დამტენი დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში ელექტრომობილები წავახალისოთ. რაც უფრო მეტი ელექტრომობილი იქნება, ეს მისასალმებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესების ხელშემწყობი ვართ და მიღებული გვაქვს გარკვეული გადაწყვეტილებები. არის გარკვეული ...

Read More »

ელექტრო მანქანების მწარმოებლების ყველაზე დიდი გამოწვევა ლითიუმია

ილონ მასკი ინვესტორებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ ლითიუმის მოპოვებაში, ვინაიდან მოვერცხლისფრო მეტალი გადამწყვეტი ნაწილია ელექტრო მანქანის ელემენტებისთვის; მან ასევე განაცხადა, რომ მეტალზე ფასი „სასწაულად“ არის მომატებული და ვინც ამ ბიზნესში ჩაერთვება მას უბრალოდ „ლიცენზია ექნება ფულის დასაბეჭდად“- ნახსენებია Business Insider- ის სტატიაში. კომპანია mckinsey-ს მკვლევარებზე დაყრდნობით, მარტის დასაწყისში ლითიუმზე ფასი 550%-ით არის გაზრდილი, გასულ წელთან შედარებით. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მეტალზე ...

Read More »

Hyundai-მ ახალი ელექტრომობილი Ioniq 6 წარადგინა

გასულ კვირას სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა სრულიად ახალი, დახვეწილი დიზაინის მქონე ელექტრომობილი, Ioniq 6 წარადგინა. აღნიშნული სედანი Ioniq-სერიის ყველაზე თანამედროვე ვერსიაა. Hyundai პირველი ფოტოსურათების გავრცელების შემდეგ, ავტომოყვარულთა ყურადღება Ioniq 6-ის ვიზუალმა მიიპყრო. ელექტრომობილის დიზაინი აეროდინამიკურობით გამოირჩევა, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. Ioniq 5 გაყიდვაში შარშან ჩაეშვა. Hyundai შეერთებულ შტატებში Tesla-ს შემდეგ ყველაზე მეტ ელექტრომობილს ყიდის. კომპანიის განცხადებით, Ioniq 6-ის წარმოება სამხრეთკორეულ ...

Read More »

MAN-ის ახალი სტრატეგია – ელექტროტრანსპორტის მომავალი

MAN Truck & Bus-მა „NewMAN“ სტრატეგიის მიხედვით მომავლის მიმართულება განსაზღვრა. ახალი დევიზით –  „ბიზნესის გამარტივებისთვის“ – მათი მთავარი მიზანია, გადამწყვეტი როლი ითამაშონ მობილობის გამარტივებაში. კომპანია ორი ბრენდის – MAN-ისა და NEOPLAN-ის მომხმარებლებს საქალაქო, საქალაქთაშორისო, საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების უახლეს მოდელებს სთავაზობს. „Covid-19-მა ადამიანებსა და ბაზრებზე საგრძნობი ზემოქმედება მოახდინა. პანდემია განსაკუთრებით რთული გამოდგა საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსების წარმოების  სექტორისთვის. მიუხედავად ამ რთული გარემოებებისა, MAN-ისა და ...

Read More »

TOYOTA-მ ტექნიკური პრობლემის გამო ელექტრომობილები ბაზრიდან გაიწვია

საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტი Toyota 2,700 ელექტრო მანქანას ბაზრიდან გაიწვევს, რადგან არსებობს შანსი, რომ მათი ბორბლები დაზიანდეს. როგორც კომპანიის სპიკერმა BBC-ს განუცხადა, bZ4X-ის ბორბლებზე ჭანჭიკები შეიძლება იმ დონემდე “გაფხვიერდეს”, რომ მანქანას ბორბალი მოძვრეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მანქანაზე კონტროლის დაკარგვა და გაზარდოს ავარიის რისკი. ეს გადაწყვეტილება ეხება აშშ-ს, ევროპის, კანადისა და იაპონიის ბაზარზე არსებულ 2700 bZ4X SUV- მოდელებს. “საკითხი ჯერ კიდევ გამოძიების ...

Read More »