Tag Archives: #ალტერნატიული

Tesla ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმილატორების ქარხანას აშენებს

ილონ მასკი – Tesla-მ მზის ელემენტების კუთხით სერიოზულ პროგრესს მიაღწია

კომპანიამ Tesla სერიოზულ პროგრესს მიაღწია მზის ელემენტების შექმნაში, რომელიც სახლების სახურავებზე ყენდება. ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აქციონერებთან შეხვედრისას განაცხადა. „სინამდვილეში ჩვენ გვაქვს სწრაფი პროგრესი მზის ელემენტების კუთხით. მზის ენერგია ახლა მასში სწრაფად აკუმულირდება. რაც შეეხება მონტაჟის სისწრაფის პროგრესს, ის იმდენად განვითარდა, რომ უკვე ვფიქრობთ საერთოდ გვჭირდება კი სარეკლამო კამპანია ამ მიმართულებით?“, – განაცხადა მან. Tesla-ს მზის ელემენტების სახურავის ...

Read More »

განახლებადი წყაროები წიაღისეულ საწვავს არცთუ ისე ახლო მომავალში შეცვლის

გაზის ფასების ზრდისა და ქვანახშირის დეფიციტის ფონზე,  ტრადიციული ენერგიის წყაროების სრული უარყოფა და მწვანე ენერგიაზე გადასვლა სულ უფრო და უფრო “შორეული მომავალი” ხდება. Bloomberg green-ის ანგარიშის თანახმად, ეს გლობალური ენერგეტიკული კრიზისი არც პირველია და არც უკანასკნელი. ”ფაქტობრივ გადასვლას ათწლეულები დასჭირდება, რომლის დროსაც მსოფლიო განაგრძობს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი მწარმოებლები ამჟამად რადიკალურად ცვლიან წარმოების სტრატეგიას,” – ვკითულობთ სტატიაში. ამავე დროს, ...

Read More »
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

ფერი: სად აშენდება ქარის ელექტროსადგური 1 წელში გვეცოდინება

ონის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია „ფერი“ ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, განიხილება საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაცია, მათ შორისაა, იმერეთი, ქართლი, ჯავახეთი. ამჟამად მიმდინარეობს ლოკაციების კვლევა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი კომპანია დაახლოებით 1 წელიწადში მიიღებს. ქარის ელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ დოლარია. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 206 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი 800 მილიონი კვტ/სთ-ით განისაზღვრა. ამ ...

Read More »

2035 წლისთვის დიდი ბრიტანეთი სრულად განახლებადი წყაროებით გენერირებულ ელექტროენერგიაზე გადავა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ 2035 წლისთვის ქვეყანა სრულად ბუნებრივი გზებით მოპოვებულ ელექტროენერგიაზე გადავა. ამის შესახებ BBC იუწყება. პრემიერმინისტრის თქმით, აღნიშნული მიზნის მიღწევა ქარის ელექტროსადგურებისა და სხვა ინოვაციური საშუალებებით იქნება შესაძლებელი. განახლებულ ენერგიაზე გადასვლით, მთავრობა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას შეეცდება. თუმცა, ზოგიერთი, ბუნების დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიზნის მისაღწევად დანიშნულ ვადებს ჩამორჩება.

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

განახლებადი ენერგიის წარმოების ინოვაციურ გზებს იკვლევს

კოლოსალური ქარის მეურნეობიდან ოკეანის ტალღებზე მცურავი ასობით მზის პანელამდე – პორტუგალია განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდის ინოვაციურ გზებს იკვლევს. ასეთი პროექტის მასიური დანერგვა შესაძლოა ჯერჯერობით ძალიან ძვირია, მაგრამ საბოლოო სარგებელი მაინც აჭარბებს დანახარჯებს. მზის პარკები და ქარის ტურბინები პორტუგალიის ლანდშაფტის ნაწილი წლების წინ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის 70% განახლებადი წყაროებით იწარმოება, მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად , ქვეყანა კვლავ იყენებს იმპორტირებულ ...

Read More »

თბილისისა და ლანჩხუთის სკოლები მზის პანელებით აღიჭურვება

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ინიციატივითა და თანადაფინანსებით, თბილისისა და ლანჩხუთის ხუთი საჯარო სკოლა მზის პანელებით აღიჭურვება. სკოლებში დამონტაჟდება ინდივიდუალური მიკროელექტროსადგურები, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 200 კვტ-ს შეადგენს. პროექტი ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. „მზის ეს მიკროელექტროსადგურები სისტემაში ნეტო-აღრიცხვის სქემითაა ჩართული, რაც საშუალებას იძლევა, სკოლებმა გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად გამოიყენონ, სიჭარბის შემთხვევაში კი ჭარბად გაცემულ ყოველ კვტ.სთ-ზე საანგარიშო წლის ბოლოს ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ გარეშე ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ვერ მოხდება

,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის გაჩერება ალტერნატიული, მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტებზეც უარყოფითად იმოქმედებს. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ ამბობს, 2030 წლისთვის იგეგმებოდა 1030 მგვტ/სთ განახლებადი ენერგიის წყაროების შეყვანა ექსპლუატაციაში, რისთვისაც აუცილებელი იყო ,,ნამახვანის“ სარეზერვო სიმძლავრეების გამოყენება. შესაბამისად, რადგან ჰესი ვერ აშენდება,  განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით გეგმაც ვერ შესრულდება. ,,2025 წლისთვის დაგეგმილი იყო, რომ 350-400 მგვტ განახლებადი ენერგიის წყაროები – მზე და ქარი ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

ბრიტანეთმა განახლებადი ენერგიის სქემისთვის ყველაზე დიდი აუქციონი დააანონსა

ბრიტანეთის მთავრობამ განახლებადი ენერგიის სქემისთვის ყველაზე დიდი აუქციონი დააანონსა, რომელიც ოფშორული  ქარით გამომუშავებული ენერგიის დამატებით მოცულობას დაახლოებით 8 მილიონი სახლის ელექტრომომარაგებით უზრუნველსაყოფად მიმართავს. Contracts-for-Difference (CFD)-ის სქემის მიხედვით, შესარჩევი პროექტები გარანტირებულია ელექტროენერგიის გასაყიდად დაწესებული მინიმალური ფასით, რომელთა შემოთავაზებაც აუქციონში მონაწილეებს შეუძლიათ. CFD-ის კონტრაქტები აუქციონზე ენერგომწარმოებელი კომპანიებისთვის არის შეთავაზებული. სქემა, რომელიც 2014 წელს ამოქმედდა, მთავრობის ძირითადი გეგმაა, ბრიტანეთში ნახშირბადის წარმოების შესამცირებლად საჭირო ...

Read More »

ყაზახეთი “მწვანე” წყალბადის წარმოებას იწყებს

ყაზახეთის ლიდერის ყასიმ ჟომართ თოყაევის სიტყვებით, ქვეყანაში, კერძოდ კი, მანგისტაუს რეგიონში იგეგემება “მწვანე” წყალბადის წარმოების პროექტები, აღნიშნულის შესახებ ყაზახური პრესა იუწყება. თოყაევი უკვე შეხვდა Svevind Group-ის ხელმძღვანელს ვოლფგანგ კროპს, რომელიც მზად არის ხსენებული პროექტის შემუშავებისთვის. “მანგისტაუს ოლქში დაგეგმილია ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. მათ მიერ გამომუშავებული ენერგია “მწვანე” წყალბადის წარმოებას მოხმარდება. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს ქარის გენერატორებისა და მზის პანელების განსათავსებლად ...

Read More »
მზის ენერგიის სადგური წელიწადში 6 ათას ჩიტს ანადგურებს

უდაბნოს მზის ელექტროსადგურს “ნექსთ ენერჯი” ააშენებს

კახეთში, სოფელ უდაბნოსთან მზის სადგურს კომპანია „ნექსთ ენერჯი“ ააშენებს. სწორედ ეს კომპანია გახდება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ პარტნიორი და ქვეყანაში მზის ელექტროსადგურს ააშენებს. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – 5 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება – 7.1 მლნ კვტ/სთ იქნება. პროექტის სავარაუდო ღირებულება – 3,45 მლნ დოლარით არის განსაზღვრული. საერთო კომპანიაში ენერგეტიკის განვითარების ფონდის წილი 10% იქნება, „ნექსთ ენერჯის“ 90%. ეს სახელმწიფოს მხრიდან უდაბნოში ...

Read More »