Tag Archives: #ენკა

ლევან დავითაშვილი „ენკასთან“ ხელშეკრულებაზე: ზოგადად ეს კომპლექსური საკითხია, ამიტომ უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას

რაც შეეხება „ენკას“, ეს პროცესი საკმაოდ რთულია, კომპანია „ენკას“ თავისი პრეტენზიები გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე, გარკვეული წინადადებები აქვთ, თუმცა ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვითვალისწინებდეთ და რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს პროცესი იქნება სამართლებრივი და ბუნებრივია, რომ ვიდრე არ იქნება ამ სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერავის მივაწვდით, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პროცესი გონივრულ ვადაში თუ არ წარიმართება, პროტესტს კომპანია „ენკას“ ოფისთან განაგრძობენ, სადაც ოფისის შესასვლელის პიკეტირებას მოახდენენ. როგორც გოლეთიანმა დღეს გუმათის დასახლებაში, კარვებთან ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი. „არის თუ ...

Read More »

გოლეთიანი: 1 კვირაში თუ არ გვიპასუხებენ, გადავალთ აქტიურ ფაზაზე, გადმოვიტანთ კარვებს „ენკას“ შესასვლელთან

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის წევრებმა დღეს ხეობაში მანქანების კოლონით საპროტესტო მსვლელობა გამართეს. როგორც მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევენ კომპანია „ენკაზე“ და ზოგადად, პროექტის სამომავლო ბედთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის მისაღებად. გოლეთიანი ამბობს იმასაც, რომ თუ ამ ვადაში პასუხებს ვერ მიიღებენ, ისინი პროტესტის აქტიურ ფაზაზე გადავლენ და კარვებს „ენკას” ბაზის შესასვლელთან გადაიტანენ. „მოვითხოვთ, რომ დროულად იყოს რეაგირება და ...

Read More »

„ენკამ“ საქართველო საბოლოოდ დატოვა, ვინ ააშენებს გიგანტურ ჰესს?

800-მილიონიანი ნამოხვანჰესის პროექტის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა. კომპანიიდან თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე წავიდა. ეს ნიშნავს, რომ თურქმა ინვესტორებმა ჰესის მშენებლობაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნიეს. ახლა გასარკვევი ისაა, ხელშეკრულების მოშლის სანაცვლოდ ისინი საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავენ, თუ არა. „ენკამ“ რომ წარმომადგენლობა დახურა, ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კომპანიის უკვე ყოფილი დირექტორი მერაბ ლომინაძეც, რომელმაც თანამდებობს, როგორც გაირკვა, ორი თვის წინ დატოვა. „რამდენადაც ...

Read More »
რომან გოცირიძე - ნაცვლად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდეს, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად

გოცირიძე: კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ

“ენკას” ოფისების დახურვასთან დაკავშირებით, რომან გოცირიძე პოსტს აქვეყნებს საკუთარ facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ““ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა. ალბათ საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით. “ენკამ” მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მათ უნდა დააბრუნონ ეს ფული ( თუ მხოლოდ ეს გვაკმარა სასამართლომ, მაგრამ, ასე ნამდვილად არ იქნება) და არა საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.  ...

Read More »

თურნავა: “ენკას” მეტად რომ ემუშავა მოსახლეობასთან, შეიძლება, დღეს სხვა სურათი გვქონოდა

ნამახვანი ჰესის ინვესტორს მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, უფრო მეტად რომ ემუშავა მოსახლეობასთან, დღეს, შეიძლება, სულ სხვა სურათი ყოფილიყო – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ნამახვანი ჰესის პროექტი იყო და რჩება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ სტატრგიულ პროექტად. “როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და საკუთარი განახლებადი რესურსით ქვეყნის უზრუნველყოფაზე, ნამახვანი დგას სტრატეგიული პროექტების რიგში სხვა რამდენიმე პროექტთან ...

Read More »

როგორ და რატომ ზეიმობენ „ენჯეოშნიკები” ქვეყნიდან ინვესტორის გაგდებას?

გინახავთ, მტრის დამარცხება და გამარჯვებას როგორ ხვდებიან? აქამდე მეც არ მქონდა ნანახი, მაგრამ ვნახე…. ანტიჰესელებმა “ენკაზე” გამარჯვების აღსანიშნავად „საზეიმო მიღება” მოაწყვეს. ობიექტურობისთის უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრას ოფიციალურად „საზეიმო მიღება” კი არა, ნამახვანჰესის ექვსთვიანი მედიაციის შეჯაება ერქვა. შესაბამისად, დამსწრეთა უმეტესობა ანტიჰესელი იყო, აქედან ზოგი „მწვანე” გახლდათ და ზოგიც – მწვანე ექსპერტი, ან იურისტი. შეხვედრის პათოსი თავიდანვე იგრძნობოდა – დამსწრე საზოგადოების ...

Read More »

თუ ნამოხვანჰესს სახელმწიფო ააშენებს, მოსახლეობისგან წინააღმდეგობა არ შეხვდება!

გამორიცხული არ არის, ნამოხვანჰესი სახელმწიფომ ააშენოს, თუმცა იქამდე უნდა გაირკვეს, ნამდვილად გადის თუ არა თურქული კომპანია „ენკა“ ქვეყნიდან. რა პლუსები და პრობლემები აქვს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მსგავსი მასშტაბის პროექტს და როგორი იქნება რიონის ხეობის მცველების პოზიცია, ახლა ესაა საინტერესო. „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა ყველა მხარის პოზიციით და აზრი პროტესტის ავტორებსა და დარგის სპეციალისტებს ჰკითხა. ნამოხვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ” საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების ...

Read More »

გია ნოდია ნამახვანჰესზე: ქსენოფობიური კომპონენტი ამ კამპანიაში ობიექტურად ძირითადი იყო

პოლიტოლოგი გია ნოდია საკუთარ facebook გვერდზე ნამახვაჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას საფუძვლად ედო ორმაგი მოტივი. ერთი იყო ქსენოფობიური, მეორე კი მემარცხენე, რომელიც, თავის მხრივ იყოფოდა ორ ნაწილად: ანტიკაპიტალიზმი და გარემოს დაცვა (ეს ორი ტრადიციულად გადაბმულია ერთმანეთთან, მაგრამ მთლად იგივეობრივი არ არის). ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, სწორად, შეაფასა სიტუაცია იმ აზრით, რომ ...

Read More »

“ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე „ენკას“ გადაწყვეტილება ძალაშია”

კომპანია “ენკას”, რომელსაც “ნამახვანჰესი” უნდა აეშენებინა, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს მივა თუ არა საქმე არბიტრაჟამდე. „ნამახვანზე ბევრს და ახალ ვერაფერს გეტყვით. „ენკას“ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე დღემდე ძალაშია და ამ მიმართულებით, ჯერ არაფერი შეცვლილა. წავა თუ არა საქმე საერთაშორისო არბიტრაჟში, არც ეს ვიცით“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა “ბიზნეს ფორმულას” ...

Read More »