Tag Archives: #გერმანია

ექსპერტები: გერმანიამ რუსული ნავთობის მოხმარება 35%-დან 12%-მდე უკვე შეამცირა

გერმანიამ, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, უკვე შეამცირა რუსული ნავთობის მოხმარების წილი 35%-დან 12%-მდე. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინელი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფის (Yermak-McFaul group) პრესსამსახურმა განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს. “ევროკავშირს შეუძლია და უნდა შეწყვიტოს კრემლის დაფინანსება, რომელმაც 20 მილიარდი ევრო გამოიმუშავა ნავთობიდან უკრაინაში სისხლისღვრის 2.5 თვის განმავლობაში“, – აღნიშნა ჯგუფმა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ მომზადებული ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა ...

Read More »

იმის მიუხედავად, დააწესებს თუ არა ევროკავშირი ემბარგოს, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე შეწყვეტს

მიუხედავად იმისა, დაწესდება თუ არა ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ემბარგო, გერმანია გეგმავს, რომ წლის ბოლომდე მის იმპორტზე უარი თქვას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი გერმანიის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისი ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება ძალისხმევას მიმართავს ალტერნატიულ მომწოდებლებთან კონტრაქტების გასაფორმებლად. ამასთან, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ შეძლებს დარჩენილი გრძელვადიანი პრობლემების მოგვარებას მომდევნო 6-7 თვეში. ამავდროულად წყაროს ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტი კანცლერ ოლაფ შოლცის მეთაურობით ...

Read More »

შოლცი მოუწოდებს შროდერს, დატოვოს Nord Stream 2 და სხვა რუსული კომპანიები

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შროდერმა უნდა დატოვოს რუსული კომპანიები. ამის შესახებ მან T-Online-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 14 მაისს გამოქვეყნდა. შოლცის თქმით, ბოლოს მან შროდერი ფიცის დადების დროს ნახა. “რადგან გერჰარდ შროდერმა დიდი სამსახური გაუწია ჩვენს ქვეყანას, როგორც კანცლერმა, იმედი მაქვს, რომ ის გადავა იმ გზიდან, რომელსაც ახლა ადგას. შრედერმა უნდა დათმოს თავისი უფლებამოსილება რუსულ კომპანიებში. მე ...

Read More »

„რუსულ გაზზე სრული ემბარგოს დაწესებისთვის მზად არ ვართ“

„გერმანია ჯერჯერობით რუსული ენერგორესურსების სრულ ემბარგოს ვერ დათანხმდება“, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. „ამჟამად, დღეის მდგომარეობით, სრული ემბარგოს დაწესება არ შეგვიძლია, გაზის ტერმინალები და საცავი 40%-ით გავავსეთ, ეს საკმარისი იქნება ზაფხულისთვის, მაგრამ მომავალში მთლიანად უნდა დავძლიოთ რუსეთზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხებთ, რომ საშემოდგომოდ რუსულ გაზზე მთლიანად უარი ვთქვათ. ჩვენი ეკონომიკა მთლიანად არ უნდა განადგურდეს. ჩვენ უნდა ...

Read More »

რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს

ბერლინში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს. „ვითარება იმდენად გართულდა, რომ ენერგორესურსები, როგორც იარაღი, ბევრ სფეროში გამოიყენება“, – განაცხადა ჰაბეკმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია ორიენტირებულია ზამთრისთვის გაზსაცავების ნედლეულით შევსებაზე. მისი თქმით, გაზსაცავები ამ დროისთვის 40%-ითაა შევსებული. ჰაბეკის თმით, გერმანია შეეცდება და გააკეთეს ყველაფერს, რომ გაზის ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. „გერმანულ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური გარანტიები მიეცემათ, რადგან მათ ახალი კონტრაქტების გაფორმება უფრო ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

გერმანია გაზის მიწოდების შეფერხების კომპენსირებს ნორვეგიიდან გეგმავს

უკრაინიდან და პოლონეთიდან ტრანზიტების შეზღუდვების გამო, გერმანიაში გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებები შესაძლოა ნორვეგიის გაზით იქნას კომპენსირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Spiegel Online-ს ოპერატორ Open Grid Europe-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. შეფერხება “შესაძლოა აინაზღაურდეს ნორვეგიიდან გაზის დამატებითი მიწოდებით”, – აღნიშნა ესენში დაფუძნებული ოპერატორის, Open Grid Europe-ის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლონეთმა რუსულ კომპანია „გაზპრომს“ აუკრძალა მისი ტერიტორიის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ერთი ...

Read More »

Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანიის გაკოტრების პროცესი 4 თვით შეჩერდა

შვეიცარიის კანტონა ცუგის სასამართლომ პროექტ Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის გაკოტრების პროცესი 4 თვით, მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე შეაჩერა. ამის შესახებ Nord Stream 2 AG-ის განცხადებაში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, „განმცხადებელს კრედიტორებისთვის გადახდაზე დროებითი მორატორიუმი მიენიჭა,“ ხოლო დროებით მმართველად კომპანია Transliq AG დაიქირავეს. Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი მას შემდეგ წარადგინა, რაც ...

Read More »

გერმანია ამზადებს ანტიკრიზისულ გეგმას რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გერმანია ემზადება რუსული გაზის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტისთვის საგანგებო პაკეტით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კრიტიკულ კომპანიებზე კონტროლის აღებას. გეგმის კოორდინირებას ეკონომიკის სამინისტრო ახდენს. გასულ წელს რუსული გაზი გერმანიის იმპორტის 55%-ს შეადგენდა. ქვეყანას სურს შეწყვიტოს შესყიდვები რუსეთიდან, მაგრამ ელის, რომ დიდად იქნება დამოკიდებული მოსკოვზე 2024 წლის შუა რიცხვებამდე. გაურკვეველი რჩება, მოხდება თუ არა გაზის მოულოდნელი შეწყვეტა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გერმანიას ...

Read More »

“გერმანია რუსულ ენერგორესურსებზე სამუდამოდ უარს იტყვის” – საგარეო საქმეთა მინისტრი

“გერმანია რუსულ ენერგორესურსებზე სამუდამოდ უარს იტყვის” – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენ ბაერბოკმა კიევში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე ხაზგსმით განაცხადა, რომ “უკრაინა EU-ს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს”.

Read More »

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა დავიწყეთ

გერმანიამ რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. პირველი ქვა საპორტო ქალაქ ვილჰელმშჰავენში უკვე დაიდო. გერმანია აპირებს მშენებლობა დაასრულოს და ტერმინალი გაზმომარაგების სისტემაში უმოკლეს ვადაში – 10 თვეში ჩართოს, განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ცერემონიაზე. ჰაბეკმა სხვა ტერმინალების მშენებლობაც დააანონსა. დაგეგმილია, რომ მომავალში ეს ინფრასტრუქტურა „მწვანე“ წყალბადის მიწოდებისთვისაც გამოიყენებოდეს. თხევადი ბუნებრივი აირის დახმარებით გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს.

Read More »