ბუნებრივი აირი

ზელენსკი: ევროპაში რუსული გაზის ნაწილი შეიძლება უკრაინულმა ელექტროენერგიამ ჩაანაცვლოს

უკრაინა ემზადება ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდისთვის. ამის შესახებ 30 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. “დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირში, რუმინეთში. და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ჩვენ ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. უკრაინულმა ელექტროენერგიამ ევროპელების მიერ მოხმარებული რუსული გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ჩაანაცვლოს. ანუ ეს ჩვენთვის არ არის მხოლოდ ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

„გაზპრომის“ აქციების ფასი 30%-ზე მეტით დაეცა – მიზეზი დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებაა

მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობისას სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ აქციები 30%-ზე მეტით დაეცა. The Insider-ის ცნობით, შემცირების მიზეზი გაზის მონოპოლიის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება გახდა, რომ 2021 წლისთვის დივიდენდები არ გადაეხადათ. ვაჭრობის გახსნაზე „გაზპრომის“ აქციები თითო აქციაზე 300 რუბლით ივაჭრებოდა. დივიდენდების გადახდაზე უარის შესახებ ცნობილი გახდა დაახლოებით 11:46 საათზე, რომლის შედემდეგაც აქციების დაეცა 207,69 რუბლამდე (30%-ზე მეტით). „კრებამ არ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის 2021 წლის ...

Read More »

ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო

ივნისში, ისტორიაში პირველად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, ევროკავშირში გაზის მიწოდებით გაუსწრო. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ზამთარში საცავის შევსების დრო გვქონდეს, ევროპას სასწრაფოდ სჭირდება გაზის მოხმარების შემცირება. „რუსეთის ბოლოდროინდელი მკვეთრი შემცირება ბუნებრივი აირის ნაკადში ევროკავშირში ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირმა აშშ-დან LNG-ით უფრო მეტი გაზი შემოიტანა, ვიდრე რუსეთიდან მილსადენით”,- ამის შესახებ ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის

დივიდენდების გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე „გაზპრომის“ აქციების ღირებულება 32%-ით დაეცა. კომპანიის წარმომადგენლის სერგეი კუპრინოვის ცნობით, „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ₽1,244 ტრილიონის დივიდენდის გაცემის შესახებ, აქციონერებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი გადაწყვეტილებით, შექმნილ ვითარებაში 2021 წლის დივიდენდების გაცემა არამიზანშეზონილია. ამ გადაწყვეტილებას, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა და რუსული ენერგოგიგანტის აქციები მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ცნობისათვის, 1998 წლის შემდეგ ეს პირველი ...

Read More »

ბრიტანეთმა შესაძლოა ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს

თუ გაერთიანებული სამეფო გაზის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, ქვეყანას შეუძლია შეწყვიტოს ენერგიის მიწოდება კონტინენტური ევროპისთვის სადენით, რომელიც გადაკვეთს ჩრდილოეთ ზღვას და მიდის ბელგიაში. აღნიშნულის შესახებ Financial Times იუწყება. არაერთმა ბრიტანულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ მოუწოდა მთავრობას თავი შეიკავოს მსგავსი გადაწყვეტილებებისგან ეკონომიკისთვის შესაძლო უარყოფითი შედეგების გამო. თავის მხრივ, ევროპული გაზის კომპანიებმა მოუწოდეს დიდ ბრიტანეთს გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირთან და გააფრთხილეს მიწოდების გათიშვის უსიამოვნო შედეგების თაობაზე.

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 7%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდაა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 510 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი   აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ევროპის გაზის ბაზრის ფორმირებაზე

2022 წლის 27 აპრილიდან „გაზპრომმა“კომპანია „ბულგარგაზისთვის“ (Bulgargaz) გაზის მიწოდება მთლიანად შეაჩერა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე. საპასუხოდ, ა/წლის ივნისში, დაიწყო საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ აზერბაიჯანული გაზის ბულგარეთისთვის საცდელი მიწოდება, ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ შემავალი „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ ბულგარეთ-საბერძნეთის ინტერკონექტორის (დამაკავშირებელი – ზ.გ.) IGB-ის გავლით. სატესტო რეჟიმში ამ მილით აირის მიწოდება 2022 წლის ივნისის ბოლომდე განხორციელდება, ...

Read More »

არგენტინა ევროპას თავის გაზს შესთავაზებს

არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი შვიდეულის (G7) სამიტზე ევროპულ ქვეყნებს არგენტინულ გაზს, როგორც რუსულის ალტერნატივას, შესთავაზებს. ამის შესახებ პორტუგალიური სააგენტო Lusa იტყობინება. სააგენტოს ცნობით, ამისთვის ფერნანდესი გამოიყენებს თავის ორ გამოსვლას და ექვს ორმხრივ შეხვედრას, რომელიც სამიტის განმავლობაში შედგება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ფერნანდესი გახდა ლათინური ამერიკის ერთადერთი ლიდერი, რომელიც სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიწვია და არგენტინა G7-ის პარტნიორ ქვეყნად ...

Read More »

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი. „რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან ჩვენ ვიცოდით, რომ [გაზის მიწოდების] ძალიან სერიოზული შეფერხება შესაძლებელის და ახლა, როგორც ჩანს, ეს სავარაუდოა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო განვახორციელეთ, რათა ამისთვის მზად ვყოფილიყავით“, – აღნიშნა ევროკომისარმა. „სიტუაცია უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ [ევროკავშირის] წევრ ქვეყნებში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, [გაზის] მიწოდების უსაფრთხოების ...

Read More »

უზბეკეთმა შესაძლოა მთლიანად შეწყვიტოს გაზის ექსპორტი

უზბეკეთმა შესაძლოა მთლიანად უარი თქვას გაზის ექსპორტზე, განაცხადა ბეხზოტ ნარმატოვმა, კომპანია Uztransgaz-ის გამგეობის თავმჯდომარემ. „შესაძლოა უახლოეს მომავალში უზბეკეთში წარმოებული მთელი გაზი უზბეკეთში დარჩეს, რადგან ქიმიური ქარხნები ფართოვდება, აუცილებელია შიდა ეკონომიკის მხარდაჭერა, დიახ, იყო ექსპორტი, მაგრამ მაინც არ გვაქვს იგივე ეკონომიკური დინამიკა. ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, მაგრამ ექსპორტი სუფთა სახით – კარგად, რამდენად მომგებიანია ეს ეკონომიკისთვის, როდის შეიძლება მისი დამუშავება ...

Read More »