ბუნებრივი აირი

2024 წლის ბოლოს, ქვეყნის გაზიფიცირების მაჩვენებელი 90%-ზე მეტი იქნება – გახარია

დღეს ქვეყანაში გაზიფიცირების მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ეს, უბრალოდ ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მისივე თქმით, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომელიც სრულდებოდა 2021 წელს, მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში დაახლოებით 85-90%-ია, კიდევ 3 წლით გაგრძელდა. „დაიწყო გაზიფიცირების ახალი პროგრამა 2021-2024 წლებისთვის. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2019-2021 წლის პროგრამაში დამატებით ახალი ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განაგრძობს დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის გაზიფიცირებას

ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. სამუშაოები მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში. გოგნაურში, მანასეულში, ხარხეთში, სალაჯურში, პავლეურში, ცივწყაროში, დოლასქედში, ჯუღისი-ვაშლობში, ჩირდილელიანთკარში, გრიგოლიანთკარსა და ჩუბინიანთკარში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 46 491 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 613 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. ამჟამად, დასრულებულია 3 მუნიციპალიტეტის ...

Read More »

ევროკავშირს სურს სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გაფართოვების შესაძლებლობის შესწავლა

ევროკავშირს სურს შეისწავლოს სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გაფართოების შესაძლებლობა. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარელიმ განაცხადა გაზსადენი გათვლილია აზერბაიჯანიდან ევროკავშირში, დასავლეთ ბალკანეთში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. დეკემბრის ბოლომდე, შაჰ დენიზის საბადოდან აზერბაიჯანული გაზი უნდა მიეწოდოს ევროპელ მომხმარებლებს საბერძნეთსა და იტალიაში TAP მილსადენით, რომელიც სამხრეთ გაზსადენის დერეფნის ბოლო სეგმენტია. 2021 წელს აზერბაიჯანის გაზს მიიღებს ბულგარეთი, საბერძნეთი-ბულგარეთის უდამაკავშირებელი სადენის ...

Read More »

თურნავა – საყოველთაო გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება

საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამების სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომლის საპილოტე ეტაპიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დასახლებული პუნქტი შეძლებს, მიიღოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. 2022 წლიდან ასევე სამი წლით გაგრძელდება გაზიფიცირების ...

Read More »

თურნავა: “დადგება იანვარი და ვნახავთ, რა შედეგი იქნება”

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა “თბილისი ენერჯის” მიერ 2021 წლის იანვრიდან კომერციული ბუნებრივი აირის ტარიფის (არ)გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული თავისი კომენტარი კიდევ ერთხელ განმარტა. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას ნათია თურნავამ განაცხდა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანია შემდეგი წლიდან კომერციულ გაზს აღარ გააძვირებს, თუმცა მისი ეს ინფორმაცია “თბილისი ენერჯიმ” ჯერ საერთოდ არ დაადასტურა, შემდეგ კი თქვა, რომ “აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს”.დღეს კი, ...

Read More »

თურნავა: “თბილისი ენერჯი“ კერძო კომპანიაა, ვერ მივუთითებთ რა უნდა გააკეთოს”

ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ „თბილისი ენერჯი“ გაზის ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის არ გააძვირებს. “თბილისი ენერჯი“ კერძო კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ ვერ მივუთითებთ, თუ რა უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით ტარიფების ნაწილში, რომელიც კომერციულ ტარიფებს ეხება. კომპანიასთან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და იმედიანად ვარ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. არც მათ უარყვეს ეს“, – განაცხადა თურნავამ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “თბილისი ენერჯის” პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. “ბიზნესპარტნიორი” დაუკავშირდა ...

Read More »

საქართველომ SOCAR-ის ვალი დაფარა

საქართველომ Socar-ს დავალიანება ერთიანად გაუსტუმრა – აზერბაიჯანულ კომპანიასა და საქართველოს შორის ბუნებრივი გაზის შესასყიდი ფასის შემცირების შეთანხმებაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. როგორც “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი აზერბაიჯანულ მედიასთან განმარტავს, შეთანხმების გაფრორმებისას ნაბიჯები გადადგა როგორც Socar-მა, ასევე საქართველომაც. უფრო კონკრეტულად, საქართველომ კომპანიის მიმართ დავალიანება, რომელიც 4 წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა, ერთიანად დააბრუნა. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ  ძველი ფასი მაღალი იყო ...

Read More »

თურქეთი და ერაყი კერკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენის სწრაფად აღდგენას გეგმავენ

ანკარა და ბაღდადი აპირებენ რაც შეიძლება მალე აღადგინონ ტერორისტების მიერ დაზიანებული კერკუკ – ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთი და გაზარდონ მის მიერ მოწოდებული ნავთობის მოცულობა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ”კერკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც დაზიანდა ISIS-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ჩვენ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ერაყის ნავთობი მსოფლიო ბაზარზე, ”- განაცხადა ერდოღანმა ერაყის პრემიერ ...

Read More »

საქართველოში ბუნებრივი აირის მოპოვება შემცირდა

2019 წლის განმავლობაში საქართველომ 9.6 მილიონი მეტრ კუბი ბუნებრივი აირი მოიპოვა, რაც 2018 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშებიდან ხდება ცნობილი. შედარებისთვის საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი აირის რაოდენობა იმაზე ათასჯერ მცირეა, რაც შაჰ-დენიზის მილსადენის მეშვეობით თურქეთში გადის. 2019 წლის განმავლობაში საქართველოში გაზის მოხმარებამ 2.7 მილიარდი მეტრ კუბი შეადგინა, შესაბამისად ადგილობრივი მოპოვება მთლიანი მოხმარების 0.35%-ია. საქსტატის თანახმად, გაზის ...

Read More »

შიდა ქართლში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. 2020 წელს საპროექტო სამუშაოები განხორციელდა და მშენებლობა მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის 4 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 72 408 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1441 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.ამჟამად, დასრულებულია 3 მუნიციპალიტეტის 6 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო ...

Read More »