ბუნებრივი აირი

ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ევროკომისია: ნორვეგია ევროკავშირის ქვეყნებს გაზის მიწოდებას გაუზრდის

ევროკომისია და ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის სამინისტრო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ნორვეგიიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდებას გრძელვადიან ზრდაზე. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა. ევროკავშირსა და ნორვეგიას შორის თანამშრომლობა “გაზრდის ევროპის გამძლეობას უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის უარყოფითი შედეგების მიმართ”, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ნათქვამია განცხადებაში. ევროკომისია აცხადებს, რომ ნორვეგიაში ნავთობისა და გაზის მოპოვების მნიშვნელობა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის “კიდევ უფრო ...

Read More »

შოლცი: ევროპამ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის შესამცირებლად ძალისხმევა უნდა გაზარდოს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ევროპამ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩადოს. “ჩვენ, ყველა ერთად ძალიან, ძალიან კარგად მოვემზადეთ რთლი გამოწვევისთვის, რომელიც რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტს უკავშირდება. ეს არის ძალისხმევა, რომელიც უნდა დავაჩქაროთ – რა თქმა უნდა ეს დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ”. – თქვა შოლცმა. შოლცის თქმით, ბლოკმა რუსულ ქვანახშირსა და ნავთობზე სანქციები ...

Read More »

ევროკომისია: ევროკავშირში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ

ევროკავშირში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა. „გერმანიასა და ევროკავშირში გაზის მიწოდების უსაფრთხოება ამჟამად უზრუნველყოფილია. რუსეთიდან გაზის შემოდინების შემცირება ამ ეტაპზე შეიძლება კომპენსირებული იყოს. თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს“, – აღნიშნეს ევროკომისიაში. მანამდე კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ფრანს ტიმერმანსმა ...

Read More »

EBRD მოლდოვას გაზის რეზერვებისთვის 300 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოლდოვას 300 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს გაზის დამატებითი მარაგების შესაქმნელად, რითაც კიშინიოვი უკრაინაში ომის გამო მიწოდების შესაძლო შეფერხების კომპენსირებას შეძლებს. მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, იგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსული გაზის მარაგზე მისი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა რუსულმა ენერგოგიგანტმა “გაზპრომმა” და მოლდოვამ, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმებას ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 27 ივნისს შპს „გაზტრანს სერვისის“ გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 27 ივნისს 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორჩალოს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი ...

Read More »

შუა ზაფხულში ევროპაში გაზის კრიზისი გამოცხადდა, რა იქნება შემოდგომიდან?

“შეუძლებელია რუსული გაზის ჩანაცვლება, ქარხნები და საწარმოები ბუნებრივ აირს მოიხმარენ და ტანკერებით შესული თხევადი გაზი ვერ უშველით” მსოფლიო რუსული გაზის ჩანაცვლების გზებს ეძებს, თუმცა შედეგი არ ჩანს, პირიქით, ზოგიერთმა სახელმწიფომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის კრიზისი გამოაცხადა. ომიდან თითქმის 4 თვის თავზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ევროპა გათბობის ტემპერატურას ორი გრადუსით დაუწევს, რუსულ გაზი მთლიანად ჩანაცვლდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რუსულ ბუნებრივ ...

Read More »
ევროპის მხრიდან რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლება მოხდება

IEA: შესაძლოა, ზამთარში რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროპას აფრთხილებს, რომ შესაძლოა ზამთარში რუსეთმა კონტინენტს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს. ამის შესახებ BBC წერს. საერთაშორისო გამოცემა IEA-ის ხელმძღვანელის, ფატიჰ ბიროლის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვით ვარაუდობს, რომ გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ევროპას საგანგებო გეგმაზე მუშაობისკენ მოუწოდებს. BBC-ის თანახმად, მიმდინარე კვირაში რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ რუსეთისგან მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები ...

Read More »

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში გაზის კრიზისი გამოაცხადა

გერმანიის მთავრობამ გააქტიურა ე.წ. განგაშის რეჟიმი – გაზით მომარაგების სფეროში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ავარიული გეგმის მეორე საფეხური. ამის შესახებ, როგორც DW იუწყება, დღეს ბერლინში განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა. მან გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირება და მაღალი ფასი, რომელიც სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რუსეთმა 60%-ით შეამცირა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდებული გაზის მოცულობა, რაც იმას ...

Read More »

გაზის ტარიფი არც ბიზნესისთვის უნდა იყოს დაურეგულირებელი – სემეკი ინიციტივით გამოვიდა

ერთ კვირაში კომერციული გაზის ტარიფი იზრდება, რომელიც ბიზნესისთვის დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. საბოლოოდ კი ყველაფრის გადახდა მომხმარებელს მოუწევს. ამჟამად არავითარი ბერკეტი არ არსებობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ფორმირებაში რომელიმე უწყება ჩაერიოს. უძლურია მთავრობაც კი. შესაბამისად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ წამოაყენა წინადადება, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფის დადგენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 2007 წელს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე „კონკურენციის განვითარებისა და განაწილების ...

Read More »

გერმანიას რეცესია ემუქრება, თუ რუსული გაზის მიწოდება მთლიანად შეჩერდება

გერმანიის მრეწველობის ფედერაციის (BDI) შეფასებით, გერმანიას რეცესია ემუქრება, თუ რუსული გაზის ისედაც არასტაბილური მიწოდება მთლიანად შეჩერდება. BDI-მ 2022 წლისთვის გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5%-მდე შეამცირა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებამდე ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-ს შეადგენდა. გერმანიის მრეწველობის ფედერაციის განცხადებით, რუსული გაზის მიწოდების შეჩერება ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რეცესიას გარდაუვალს გახდის. რუსული გაზი ევროპას კვლავ უკრაინის გავლით მიეწოდება, თუმცა შემცირებული ტემპით, ხოლო Nord Stream 1-ის ...

Read More »