ელექტროენერგია

ნენსკრა ჰესი – არა მხოლოდ ელექტროენერგია

გარდა ამისა, კომპანიის მიერ მხოლოდ 2019–ში ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 4 მლნ ლარის გადასახადები. ეს თანხა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და უკვე 2020–ში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე დაიხარჯება. 280 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის ნენსკრა ჰესის ძირითადი მისია, საბოლოო ჯამში, იმ დეფიციტის შემცირებაა, რომელიც ბოლო წლებში, ელექტრომოხმარების ზრდის პარალელურად, საქართველოს ენერგობაზარზე შეიქმნა. ამ დეფიციტის გამო დღეს უკვე მნიშვნელოვნადაა საქართველო დამოკიდებული აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის ...

Read More »

შეიცვლება თუ არა ენერგოტარიფები ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ

ენერგეტიკული ბირჟის რეალურ რეჟიმში ამოქმედების შემდეგ ელექტროენერგიაზე ფასების ძირითადი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. გარკვეული კორექტირება იქნება, თუმცა როგორი, ამის წინასწარ პროგნოზირება ბირჟის დირექტორს უჭირს. „ფასებში მთავარი კორექტივი რაც იქნება, ეს არის ის, რომ თუ დღეს ფასი ყალიბდება ყოველთვიურად, მომავალში ყოველ საათობრივი ფასი გვექნება. ეს კიდევ ერთი დამატებითი სიგნალია ორივე მხარისთვის, გენერაციის ობიექტისა და მომხმარებლისთვისაც. როდესაც ფასი ყალიბდება საათობრივ ჭრილში და ...

Read More »

2020-ში აფხაზეთმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც მთელმა თბილისმა – ის უფასოდ მარაგდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი ტემპით იზრდება. 2020 წლის განმავლობაში რეგიონმა დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1.1-მილიონიანმა თბილისმა. ესკოს მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის მიერ საქართველოდან მიღებული უფასო ელექტროენერგია 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. შედარებისთვის თბილისის ენერგოგამანაწილებლის, “თელასის” მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 2.63 მილიარდი კილოვატ საათი იყო. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით ...

Read More »

2020 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

საქართველოში 2020 წელს წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 4,8%-ით შემცირდა და 12,157 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12,774 მლრდ კვტ.სთ იყო.2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება Covid 19-ის პანდემიის გამო არსებულმა/დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა. ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით ფაქტობრივად არ შემცირებულა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც გამოწვეული იყო 2020 წელს ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებით. 2020 წელს საქართველომ ...

Read More »

კლინიკებს ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი შესაძლოა დაუსუბსიდირდეთ

კლინიკებს ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი შესაძლოა დაუსუბსიდირდეთ. ამის შესახებ სექტორის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. მათი ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრა შედეგიანი იყო და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სექტორში დაგროვებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. “მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ ეკონომიკურ გუნდთან შეთანხმებით, გაძვირებულ კომუნალურ ტარიფებზე შესაძლოა მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს დროის დიდ მონაკვეთში, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, თუმცა, მოკლე მონაკვეთში მოგვცემს ...

Read More »

აფხაზეთში კრიპტოვალუტის უკანონო წარმოება რესტორანსა და სხვა კერძო ობიექტებზე ხდებოდა

აფხაზეთში, სადაც ელექტროენერგიის დეფიციტის გამო უკანასკნელი რამდენიმე თვეა კრიპტოვალუტის წარმოება აკრძალეს, ოფიციალური ინფორმაციით, რეიდების დროს სამართალმცველებმა 37 უკანონო მაინინგ ფერმას კერძო ობიექტებზე მიაკვლიეს, მათ შორის სოხუმში ერთ-ერთ რესტორანში. უკანონო მაინინგ ფერმების დახურვის შესახებ აფხაზური მხარე ინფორმაციას იქამდეც ავრცელებდა. აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი აფხაზეთში ოფიციალურად არ ეკრძალებოდათ მათ, ვისაც ამის ნებართვა გააჩნდა. თუმცა, ელექტროენერგიის მზარდი ხარჯვისა და კრიზისის შექმნის ფონზე, დე ფაქტო ...

Read More »

ბიტკოინი 7,4% –ზე მეტით გაიზარდა და $34,800-ს გადააჭარბა

CoinDesk– ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინი ბოლო 24 საათში 7,4% –ზე მეტით გაიზარდა და $34,800-ს ასცდა. ეთერიუმმა, ორშაბათს დილით, ისტორიის ყველაზე მაღალ დონეს $ 1,476-ს მიაღწია. კრიპტოვალუტა 6.2% -ით გაიზარდა. სხვა ალტერნატიული კრიპტოვალუტებიც ბიტკოინის სიძლიერის მომენტში იზრდება. ეთერიუმის ფასის უკანასკნელი აღმასვლა მისი ძირითადი ქსელის განახლებას და კრიპტო ინსტიტუციური ინვესტორების დაინტერესებას უკავშირდება.

Read More »

რატომ იზრდება ტარიფები?

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია “ფორბსის” იანვრის გამოცემის საავტორო სვეტში საუბრობს ტარიფების, ასევე, ენერგეტიკის სექტორში არსებული რეფორმებისა და გამოწვევების შესახებ: სემეკის მიერ მიღებული სატარიფო გადაწყვეტილებები საზოგადოებაში – როგორც მოქალაქეებში, ასევე კერძო სექტორში – კმაყოფილებას არ იწვევს, რადგანაც ტარიფების მატება მათი ხარჯების ზრდის პირდაპირპროპორციულია. განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების პირობებში ტარიფების მატება არასასიამოვნო სიახლეა. სემეკის გადაწყვეტილებები ხშირად მოსახლეობასთან ერთად არც კომუნალური ...

Read More »
როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

ევროპული ქვეყნები, სადაც ელექტროენერგია ყველაზე ძვირია – სად არის საქართველო რეიტინგში?

ევროპაში ელექტროენერგია ყველაზე ძვირი გერმანიაშია, სადაც 1კვტ.სთ ელენერგია საშუალოდ 0.3043 ევროს შეადგენს. მეორე ადგილზე კი დანიაა 0,2833 ევროთი. ელექტროენერგიის ფასების მიხედვით, ევროპული ქვეყნების რეიტინგს Eurostat-ი აქვეყნებს. რეიტინგში საქართველო ბოლო სამეულშია უკრაინასა და კოსოვოსთან ერთად. როგორც Eurostat-ის მონაცემებშია აღნიშნული, საქართველოში 1 კვტ.სთ ელენერგია 0.0663 ევროა. უკრაინაში კი 0.0446 ევრო ღირს. გთავაზობთ პირველ ათეულს ფასების სიდიდის მიხედვით: გერმანია – 0,3043 ევრო/კვტ.სთ დანია – ...

Read More »

ჭკვიან მრიცხველებზე გადასვლის პროცესი იწყება

საქართველო ჭკვიანი მრიცხველების დასანერგად ემზადება. ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის სფეროებში მიღებული გამოცდილების იმპლემენტაცია ქვეყანაში წელს დაიწყება. პირველი ელექტროენერგეტიკა იქნება და ჭკვიან მრიცხველებზე გადასვლის პროცესი რამდენიმე წელს გასტანს. სემეკის ინფორმაციით, შერჩეულია საშუალოვადიანი გეგმა, რომელიც ინტენსიური იქნება და ამასთან, ხარჯები ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს. რეფორმის დაწყებას წინ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი – „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი ...

Read More »