ელექტროენერგია

ნაბიჯი მეზობელი ქვეყნების ენერგოექსპანსიისკენ – რუსეთმა 2021 წელს 25 მლრ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე

რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცების თანახმად, 2021 წელს ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5,4%-ით და 1,106 ტრილიონ კვტ.სთ-ს მიაღწია. მოხმარებული ენერგიის ზრდა სრულად დაკომპენსირდა გამომუშავებული ელექტროენერგიის კიდევ უფრო მაღალი, 6%-იანი ზრდის ტემპით. 2021 წელს რუსეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობამ 1,131 ტრილიონი კვტ.სთ შეადგინა. ქვეყნის შიდა ბაზარზე ...

Read More »

პოლიციის გარეშე არაფერი გამოვა – დავით ნარმანია სვანეთში მაინინგის პრობლემის გადაწყვეტაზე

რა სამართლებრივი საფუძველი აქვს მესტიის რაიონისთვის დენის უფასოდ მიწოდებას; რას პასუხობს სემეკი „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნას, ზემო სვანეთის ელექტრომომარებაზე პასუხისმგებლობა და ქსელის მართვა მუნიციპალიტეტს გადაეცეს – მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგოკრიზისსა და მაინინგის პრობლემებზე, ასევე იმაზე, თუ რაში ხედავს გამოსავალს და რატომ არ ეთანხმება ეკონომიკის მინისტრის პოზიციას,  „მთის ამბებთან“ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია საუბრობს. – ბატონო დავით, დავიწყოთ იმით, როდიდან ...

Read More »

2022 წელს ევროპელები ენერგორესურსებზე რეკორდულ თანხას დახარჯავენ

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნები ენერგიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულ თანხას დახარჯავენ, საუბარია ერთ ტრილიონ დოლარზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ბანკ Citigroup-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამ ტიპის ხარჯები განპირობებულია რეგიონში გათბობასა და ენერგომოხმარებაზე ფასების ზრდით. „გაზი და ელ-ენერგია ძალიან ძვირდება. მომხმარებლებსა და მწარმოებლებს მთელს რეგიონში, სავარაუდოდ, მოუწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს Citigroup-ის ანალიტიკოსი ალასტერ ...

Read More »

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ მცირდება

სვანეთის მოსახლეობის ნაწილის მიერ მაინინგის შეწყვეტასთან დაკავშირებით დადებული პირობის მიუხედავად, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, კომპანიის წარმომადგენლებმა მაღალი ძაბვის ხაზის რეაბილიტაცია შეძლეს და მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება. თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ მესტიის ენერგომოხმარება კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. სპეციალისტების შეფასებით კი ის ფაქტი, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება არ შეინიშნება, მიუთითებს იმაზე, რომ ...

Read More »

დღეს აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, გლდანისა და ისნის რაიონებში აბონენტების ნაწილს 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ხერგიანის, მიქატაძის, ვართაგავასა და სანდრო კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Read More »

სემეკი: 2021 წლის მონაცემებით, “ნეტო აღრიცხვის” პროგრამაში 368 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული

სემეკის განცხადებით, 2021 წლის მონაცემებით, “ნეტო აღრიცხვის” პროგრამაში 368 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული. „ნეტო აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი მოხმარებისთვის ელექტროენერგია გამოიმუშაონ განახლებადი ენერგიების გამოყენებით. ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდონ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მათ მოხმარებას – გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღონ შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია. ...

Read More »

თურნავა სვანეთის რეგიონზე: მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება

რა თქმა უნდა მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო ე.წ. საყოფაცხოვრებო მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ჩვენ ვიცით, რომ იქ [სვანეთი] არსებობს. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე „ენერგო-პროსთან”, ვინც აწვდის ელექტროენერგიას სვანეთს, იმისთვის, რომ ეს საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. „სვანეთი დღეს გამორჩეული ტურისტული ადგილია, ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

10 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება. – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, ლადო ასათიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ...

Read More »

რეპრესიები ყაზახეთში კრიპტოვალუტის „მაინერებს“ აზარალებს – ინტერნეტში შეფერხებებმა ბიტკოინის ქსელის სიმძლავრე დასცა

ბიტკოინების ქსელის გლობალური გამომთვლელი სიმძლავრე მკეთრად დაეცა ყაზახეთში სისხლიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რასაც მთავრობის მიერ ინტერნეტის გათიშვა მოჰყვა და რამაც დარტყმა მიაყენა ქვეყანაში კრიპტოვალუტის მოპოვების სწრაფად მზარდ სფეროს, იტყობინება სააგენტო Reuters-ი. ალტერნატიული ფინანსების კემბრიჯის ცენტრის მონაცემებით, შარშან ყაზახეთი აშშ-ის მერე მეორე ცენტრი გახდა მსოფლიოში ბიტკოინების მოპოვების მხრივ მას მერე, რაც ჩინეთმა შეზღუდა საქმიანობა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის. 6 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ...

Read More »

გიორგი ფანგანი: იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ქვითარი მიიღეს, დავალიანების დაფარვის ვადა იანვრის ბოლომდე ექნებათ

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ქვითარი მიიღეს, დავალიანების დაფარვის ვადა იანვრის ბოლომდე ექნებათ. „დარიცხვებთან დაკავშირებით კომისიაში მოქალაქეთა არაერთი ზარი შემოვიდა. კომპანიებთან ერთად განვიხილეთ დარიცხვების საკითხი და როგორც “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” („თელმიკო“), ასევე „ჯოჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ქვითარი მიიღეს, გადაუხდელობის გამო, ინავარში არ შეუწყვეტენ მომარაგებას. მათ აქვთ შესაძლებლობა, დარიცხული გადასახადი დაფარონ მიმდინარე თვის ბოლომდე. ...

Read More »