ელექტროენერგია

ჰიდროენერგეტიკის გამოწვევები და მისი განვითარების ისტორია

2013-2020 წლებში საქართველოში 38 ჰიდროელექტროსადგური აშენდა

2013-2020 წლებში საქართველოში 38 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა. ირკვევა, რომ რაოდენობრივად ყველაზე ნაყოფიერი 2018 წელი იყო, როცა 8 ჰესი ამუშავდა. 2020 წელს კი, 6-მა ჰიდროელექტროსადგურმა დაიწყო ელექტროენერგიის გამომუშავება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციითვე, ბოლო 8 წელიწადში აშენებულმა 38 ჰიდროელექტროსადგურმა ენერგეტიკის დარგში 1.3 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. საინტერესოა ისიც, რომ აქედან 1 მლრდ დოლარი მოდის ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს

ჩვენი მოთხოვნით, „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე. „ამ ბერკეტის მეშვეობით, ჩვენ მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ პროექტში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა 7 ივლისს სრულდება

“ნამახვანჰესის” პროექტს ზედამხედველობას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს. ეს ერთ-ერთი პუნქტია იმ შეთანხმებიდან, რაზეც საქართველოს მთავრობამ ინვესტორ კომპანია ENKA-თან მიაღწია. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისში რიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენთაგანი შეძლებს მასში მონაწილეობას, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე რაიმე ჭოჭმანი და ეჭვები“, ...

Read More »

ნათია თურნავა – რიონის ხეობის განვითარების ფონდის ბიუჯეტი ხუთი მილიონი ლარი იქნება

ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და მათი საჭიროებების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია რიონის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა ინვესტორი კომპანიისა და სახელმწიფოს კუთვნილი ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამონაწილეობით, – ამ ინიციატივის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი იქნება ხუთი მილიონი ლარი და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პერიოდში მოხმარდება როგორც ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო – „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების განხილვა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა

ქუთაისში, სამუშაო ფორმატში ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს განმარტებაში. „როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს პარლამენტში გამართული სხდომის შემდეგ, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც სამუშაო ფორმატში, ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით, უნდა მომხდარიყო „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა. ...

Read More »

რიონის ხეობის გუშაგებმა ექსპერტებთან კითხვების დასმაზე უარი თქვეს

გუშინ ქუთაისის მერიის შენობაში ნამახვანჰესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მინისტრები, ექსპერტები,  „რიონის ხეობის მცველები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება გააცნო, რომელიც გულისხმობს: 1)არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ მოხდება კვლევების ხელახალი გადამოწმება, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა ...

Read More »

“ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს ამომწურავი, კომპეტენტური პასუხი”

„საზოგადოების ყველა კითხვაზე „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გვაქვს ამომწურავი, კომპეტენტური პასუხი“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ქუთაისში დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჰესის ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტები და ტექნიკური სახის კითხვების დეტალური გავლა იყო, თუმცა, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა დარბაზი დატოვა. „იურისტების გარდა, ჩვენ დღეს ჩამოვიყვანეთ ეკონომისტები, ტექნიკური ჯგუფის წევრები. სამწუხაროდ, ოპონენტებმა დარბაზი დატოვეს, არ გაუჩნდათ არცერთი ...

Read More »

ნათია თურნავა – შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. „შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი. მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ 5 მლნ ლარის ოდენობის ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში მხარს ...

Read More »

ნათია თურნავა – კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, ვიდრე რამდენიმე კვლევას არ გადავამოწმებთ

„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ არ დაიწყებენ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას, ვიდრე რამდენიმე ძირითად კვლევას ხელახლა არ გადავამოწმებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად რიონის ხეობის მცველებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. როგორც თურნავამ განაცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, მე და ლევან დავითაშვილი ჩართულები ვართ ინტენსიურ ...

Read More »

თორნიკე ყაზარაშვილი: პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგოპროექტია შეჩერებული

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხალხის პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტია გაჩერებული. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ პროექტებზეც კი, რომლებსაც გარემოზე თითქმის ნულოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. „აქ ვსაუბრობთ მცირე პროექტებზე, ისეთებზე, რომლებსაც მინიმალური და ნულამდე მიახლოებული გავლენა, შესაძლოა, ჰქონდეს გარემოზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქაც არის პროტესტი. ეს რა თქმა ...

Read More »