ელექტროენერგია

კომპანია ENKA-ში აცხადებენ, რომ სოფელ მოლეკურაში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კომპანია ამ დროისთვის სამუშაოებს არ აწარმოებს

კომპანია ENKA რიონის ხეობაში სოფელ მოლეკურაში მეწყერის ჩამოწოლის ფაქტს ეხმაურება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ მომენტისთვის კონკრეტულ საპროექტო მონაკვეთში კომპანიის მიერ სამუშაოები არ ხორციელდება. „მიმდებარე ტერიტორიაზე (ზედა ბიეფში) სამომავლოდ იგეგმება ახალი გზის მშენებლობა. მშენებლობამდე კი ჩატარდება მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს აქტიურ მოძრაობაში მყოფი ზედაპირული მეწყერის ხელოვნურად ჩამოშლას. ეს კი სამომავლოდ თავიდან აგვარიდებს მსგავს საფრთხეებს. გამომდინარე იქიდან, რომ ENKA-ს დეტალურად აქვს შესწავლილი ხეობის ფონური გარემო, მიზანშეწონილად მიაჩნდა ...

Read More »

მერაბ გაფრინდაშვილი: ვრცელდება არასწორი მესიჯები, წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებთან არავითარ კავშირში არ არის ზონა, სადაც „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს

ვრცელდება არასწორი მესიჯები, წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებთან არავითარ კავშირში არ არის ზონა, სადაც „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი. გაფრინდაშვილის თქმით, თუ გვინდა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მდგრადი განვითარება, ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე ამას ვერ შევძლებთ და აუცილებელია ამ ჰესის მშენებლობა. „გარკვეული სუბიექტები არ არიან ჩახედული დეტალური კვლევების არსში, მათ მიერ კარგად არ არის შეფასებული და შესაბამისად, ...

Read More »

ნათია თურნავა: “ინვესტორს გადაეცა მხოლოდ ის მიწა, სადაც განთავსდება ჰიდრონაგებობები”

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ გავრცელდა ტყუილი, თითქოს, ნამოხვანჰესის ინვესტორებს მთელი ხეობა გადაეცათ. „ტყუილია, რომ თითქოს მთელი ხეობა გადაცემული აქვთ ინვესტორებს და თითქოს ზურგზე მოიკიდებენ ისინი ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც. ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ალბათ საჭირო არ არის იმის ახსნა, თუ რა სიკეთე მოაქვს უცხოელ ინვესტორს და უცხოურ ...

Read More »

კომპანია ,,ენკა” ნამახვანჰესის პროექტის ფარგლებში გადაცემულ მიწებზე განცხადებას ავრცელებს

კომპანია ,,ენკა” ნამახვანჰესის პროექტის ფარგლებში გადაცემულ მიწებზე განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სადეზინფორმაციო კამპანია. გთავაზობთ განცხადებას სრულად: „სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ (სახელმწიფო საწარმო, რომლის შვილობილსაც წარმოადგენდა სს,,ნამახვანი“) 2015 წლის 24 დეკემბერს, გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. „სს „ნამახვანს“ დაასრულებული ჰქონდა განახლებული საბაზისო დიზაინი, შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, და მრავალი კვლევის საფუძველზე ...

Read More »

ლევან ვეფხვაძე: “ადგილობრივ მოსახლეობას ვერ გავამტყუნებ, რადგან მათ ჰესების მშენებლობიდან გრძელვადიანი სარგებელი არ აქვთ”

“ადგილობრივ მოსახლეობას ვერ გავამტყუნებ, რადგან მათ ჰესების მშენებლობიდან გრძელვადიანი სარგებელი არ აქვთ, იმიტომ რომ ისინი კონკრეტულ პროექტზე მოკლევადიანი პერიოდით დასაქმდებიან”, – ამის შესახებ “საქმიან დილაში” BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ქვეყანაში ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა. ვეფხვაძის თქმითვე, ქვეყანაში ჰესების არსებობა მნიშვნელოვანია, რათა მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლით იმპორტდამოკიდებულები არ ვიყოთ. “დღიურად დაახლოებით 38 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოვიხმართ და ...

Read More »

“დენის ტარიფის სუბსიდიის მიუხედავად პროდუქციის გაძვირებას ვერ ავცდებით“

სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაიზარდა. კერძო სექტორს დამატებითი ფინანსური ტვირთი რომ არ ეგრძნო, მთავრობა კვების ინდუსტრიაში მოქმედ ბიზნესს დაჰპირდა, რომ ნაზარდი ტარიფის 50%-ს დაუსუბსიდირებდა. ამასთან, იმისთვის, რომ საწარმოებს შეღავათი მიეღოთ, მათ მთავრობამ ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის ორკვირიანი პერიოდი მისცა (13-27 იანვარი), თუმცა არც თუ ისე ცოტა კომპანიამ დათქმული ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

რომელი დარგები მოიხმარენ საქართველოში ენერგორესურსებს ყველაზე დიდი რაოდენობით

საქართველოში ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ტრანსპორტის დარგია, რომელზეც მთლიანი მოხმარების 30.9 პროცენტი მოდის, – ამას ადასტურებს 2019 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი. 28.3 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 19.3 პროცენტი – მრეწველობის დარგზე, 5.3 პროცენტი – მშენებლობაზე, 0,6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე, ხოლო დარჩენილი 15.6 პროცენტი – კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება. საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება ...

Read More »

ნათია თურნავა ენგურჰესის სადერივაციო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრთან ერთად, ენგურჰესში იმყოფებოდნენ სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ...

Read More »

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „კვლევის ფარგლებში შემოწმდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი. კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანიებში დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა გამოსწორებულია, თუმცა, ვლინდება გარკვეული ტიპის განმეორებითი დარღვევები, რომელთა აღმოსაფხვრელად მათ 1- თვიანი ვადა განესაზღვრათ. კვლევის ფარგლებში შემოწმდა 11 კომუნალური ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია „ენკას,“ რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა  რიონის მთელი ხეობა. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას – კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად ...

Read More »