ელექტროენერგია

ნათია თურნავა: კატეგორიულად არ ვეთანხმები, თითქოს „ნამახვანჰესის“ ინვესტორს ხეობა გადაეცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული მიწის თემაზე. „მიწასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვებია – მე კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს ინვესტორს ხეობა გადაეცა, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ...

Read More »

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში „კამარა ჰესის“ აშენებას ეწინააღმდეგებიან

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგზე 23.556 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. შპს „კამარა ენერჯიმ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე წარადგინა პროექტის წინასწარი დოკუმენტი (სკოპინგის ანგარიში) და უწყებისგან დასკვნას ელოდება. თერგის ხეობის სოფლების მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არიან. მათ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით გარემოს დაცვის მინისტრს წერილით მიმართეს, სადაც აღნიშნავენ, რომ პროექტი ჩაკლავს ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას და ზიანს მიაყენებს ...

Read More »

ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესთან” დაკავშირებით გაგრძელდება დისკუსია ღია ფორმატში, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

„ჩვენი ამოცანაა, რომ, პირველ რიგში, უკეთ გადაწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები „ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში და ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ამ თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს პროექტის მომზადებასა და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, უფრო ფართო ჩართულობას“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საგნობრივი დისკუსია კვალავაც ...

Read More »

ნათია თურნავა: “ელექტროენერგიით ვაჭრობის მაღალი მასშტაბის შემთხვევაში, საქართველო დამოკიდებული იქნება არა საკუთარ პოლიტიკაზე, არამედ მეზობლების ნება-სურვილზე”

არავინ ამბობს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მაგრამ საუბარია მასშტაბებზე, რა დოზით ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, თუ რომელიმე პირი ან ორგანიზაცია აცხადებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, თურნავას განცხადებით, ის ...

Read More »
ანდრია გვიდიანი: დენის ტარიფის ზრდის თემით სპეკულაციები უნდა დასრულდეს – ტარიფი არ გაიზრდება

ანდრია გვიდიანი: „ესკომ“ იმპორტის დეტალური მონაცემების გამოქვეყნება უნდა დაიწყოს

„რაც მეტია გამჭვირვალობა, მით ნაკლებია პასუხგაუცემელი კითხვები და ეს ფორმულა არ ეხება მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარს, არამედ თანაბრად უნივერსალურია საბაზრო ურთიერთობის უკლებლივ ყველა ეტაპზე“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა. გვიდიანის მოსაზრებით, „ესკოს“ (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორი) მიერ შემოთავაზებული გამჭვირვალობის არსებული პრაქტიკა ვერ აკმაყოფილებს ანალიტიკოსების, პროფესიონალების თუ უბრალოდ დაინტერესებული საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს. „ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები ერთ-ერთი საინტერესო და საკვანძო ...

Read More »

ნათია თურნავა: “ყველაფერს ვაკეთებთ, რათა „ნამახვანჰესის“ პროექტის მიმართ ნდობა იყოს, ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისე ექსპერტებთან აქტიური კომუნიკაციაა დაწყებული. როგორც თურნავამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების მიზნით, საინტერესო წინადადებებს ამზადებენ. ნათია თურნავა ამბობს, ყველაფერს გააკეთებენ, რათა „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ნდობა შეიქმნას. თურნავას თქმით, ადგილობრივი ჰიდრორესურსის ...

Read More »

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესის” აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომელსაც მათ სახელმწიფო უწესებს

„ნამახვანჰესის” აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომლებსაც მათ სახელმწიფო უწესებს და გაუკონტროლებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს არ არის მიწის უპირობოდ გადაცემა და თუ ინვესტორი რომელიმე პირობას არ ასრულებს, რომელიც ხელშეკრულებაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით ნებართვებშია ჩადებული, სახელმწიფოს აქვს სრული უფლებამოსილება, დააყენოს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება ხელშეკრულების მოშლით და ...

Read More »

ნათია თურნავა: “მაინტერესებს პეტიციის ავტორებისგან, იზიარებენ თუ არა მოწოდებას, „არა ჰესებს“ და ინვესტორების მიმართ ქსენოფობიურ გამონათქვამებს”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მიმართ კრიტიკა იყოფა ე.წ. სამ ბლოკად. როგორც ნათია თურნავამ პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის სამინისტრო ღიაა ნებისმიერი კრიტიკის მიმართ და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად. „ძალიან აქტიურად ვართ ჩართული მიმდინარე დისკუსიებში, იკვეთება, რომ ნამახვანის მიმართ კრიტიკა იყოფა ე.წ. სამ ბლოკად. პირველი ნაწილი ეს არის, ზოგადად, უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ – ...

Read More »

ENKA: საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელმაც ნამახვანი ჰესი უნდა ააშენოს აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები არ შეუჩერებიათ. „კომპანია აგრძელებს კომპლექსურ მუშაობას, საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით. მათ შორის, ვმუშაობთ ნებართვების აღების კუთხით, რომელიც უკავშირდება ზემო ნამახვანის ნაწილს,“ – ნათქვამია კომპანიის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში. „ნეტგაზეთი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით დღეს წერდა, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. ...

Read More »

ნათია თურნავა: “ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, „არა ჰესებს“ კამპანიის გამო”

დიდი ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, „არა ჰესებს“ პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ცალკეული ენერგეტიკის მინისტრი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუკი არ გვექნება ფართო ეროვნული თანხმობა ფუძემდებლურ საკითხებზე, – განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებისას. ...

Read More »