ელექტროენერგია

სემეკში წარსადგენი განცხადებისა და საჩივრის ჩაბარება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი

კომუნალური მომსახურების სფეროში მიმართვიანობის გამარტივების მიზნით  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ. მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლი სემეკს გაუწევს მომსახურებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის მიერ სემეკის სახელზე წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის განცხადების, მათ შორის კომუნალური კომპანიების მიმართ საჩივრის მიღებას. იუსტიციის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

14 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, VI ვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, არჩილ სულაკაურის, საბურთალოს, ბახტრიონის, ხვიჩიას, იყალთოს, იოსებიძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, კოსტავას, ...

Read More »

სსე-სა და Siemens Energy-ის წარმომადგენლების სამუშო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სსე-ის და კომპანია Siemens Energy-ის წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სსე-ის მხრიდან გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და პირველი მოადგილე კახაბერ ქებურია, ხოლო Siemens Energy-ის მხრიდან ალექსანდრ ზოლოტუხინი და მარკო ბრეი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს სამომავლო პროექტების, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის და კონვერტორულ სადგურში „ახალციხე 500“ მესამე, 350 მეგავატიანი მუდმივი დენის ჩანართის მოწყობის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.  საბურთალოს და დიდუბის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომის  II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, ირაკლი გამრეკელის, დავით გამრეკელის, საბურთალოს, მიცკევიჩის, ბახტრიონის, ცაგარელის, საირმის, ტაშკენტის, დემეტრე თავდადებულის, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს

ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ენერგეტიკული პროექტები ინტერესის სფეროს წარმოადგენს ჩვენი ინვესტორებისთვის. „ჩვენი ინვესტორები დიდი ხანია ელოდნენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ახალ სქემას, რომელიც გასული წლის ბოლოს დავამტკიცეთ. და ამ სქემის შესაბამისად შემუშავდა კონკრეტული აუქციონის პირობები და აუქციონი გამოცხადდა 10 თებერვალს, საღამოს და ვფიქრობ, რომ ჩვენი განახლებადი ენერგეტიკის ახალი ეტაპი დაიწყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ...

Read More »
ზაჰესი თბილისს საფრთხეს უქმნის?!

15 მგვტ-მდე ჰესებისთვის ქსელთან მიერთების წესები დამტკიცდება

15 მეგავატამდე ჰესებისთვის ქსელთან მიერთების წესები დამტკიცდება.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, მარეგულირებელი კომისია სპეციალურ წესებს 17 თებერვლამდე დაამტკიცებს. „15 მეგავატამდე ჰესებისთვის, რომელთაც უჭირდათ აქამდე ქსელზე მიერთება, დავამტკიცებთ სპეციალურ წესს, რომელის მიხედვითაც განსაზღვრული იქნება მიერთების წესი, ვადები და ყოველი მეგავატისთვის და დადგენილი იქნება საფასური. ამდენად, გამანაწილებელი კომპანია უკვე ვალდებული იქნება რომ შესაბამის ვადებში და დადგენილი საფასურით მიიერთოს ახალაშენებული 15 ...

Read More »

სსე-ის გენერალური დირექტორი განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას დაესწრო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და დირექტორთა საბჭოს წევრები განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას – „შავი ზღვის ენერგეტიკული კვირეული 2023“ დაესწრნენ. კონფერენციას საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, მოლდოვასა და თურქეთის ხელისუფლებისა და ენერგოკომპანიების წარმომადგენლები, სახელმწიფო და კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანს შავი ზღვის რეგიონში განახლებადი ენერგიების კუთხით ბოლო სამი წლის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

10 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, კოსტავას (ნაწილობრივ), კაპანელის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), დანიბეგაშვილის, ერედვის, ტარიელის, რამაზის, ხატაეთის, შერმადინის, რაინეგსის, სტივენის, ასმათის, ბარონ დე ბაისის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ...

Read More »

გიორგი ფანგანი „თვინინგ ლაითის“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა დიგიტალიზაციის შესახებ  თვინინგ ლაითის პროექტის დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გიორგი ფანგანმა ხაზი გაუსვა სემეკისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელობას. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ეფექტიანობაზე, რომლის ფარგლებშიც უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეგულირებისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგია შემუშავდა. „დიგიტალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სემეკისთვის. სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა, მონაცემების ...

Read More »

დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე პროექტის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე „თვინინგ ლაითის“ დახურვის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა. სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზების პროცესმა, ასევე მსოფლიოში ტექნოლოგიების როლის სწრაფმა გაზრდამ, დიგიტალიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აქცია. „დარწმუნებული ვარ, სემეკის,  სხვა შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მალე შეძლებს შექმნას და განავითაროს კონკურენტული და ...

Read More »