ნავთობპროდუქტები

ირაკლი ლექვინაძე: საწვავის შესახებ კვლევა დასკვნით ეტაპზეა და ვვარაუდობთ, რომ პირველადი შედეგები შეიძლება გავასაჯაროვოთ თებერვლის თვეში

კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევა 5 მსხვილი რეალიზატორის მიმართ გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ამას საფუძვლად დაედო 2022 წლის 7 თვის მონიტორინგის ანგარიშის შედეგები. ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „2022 წელს საწვავი იყო ძალიან ძვირი მთლიანობაში და ეს განპირობებული იყო კურსით და საერთაშორისო ფასებით ნავთობპროდუქტებზე. ამის მიუხედავად, ჩვენ დავინახეთ განსხვავებული ქცევა ამ მონიტორინგის პროცესში. ეს უკავშირდებოდა ...

Read More »

პაკისტანი რუსეთიდან ნედლი ნავთობის ყიდვას აპრილში დაიწყებს

პაკისტანის ნავთობის სახელმწიფო მინისტრ მუსადიკ მალიკის განცხადებით, პაკისტანი რუსეთიდან ნედლი ნავთობის ყიდვას აპრილში დაიწყებს, მას შემდეგ რაც შეთანხმებული იქნება ყველა კომერციული პირობები, მათ შორის პაკისტანის ეროვნულ ვალუტაში გადახდის საკითხიც. „მარტში რუსეთთან შეთანხმების ყველა კომერციული პირობა შეთანხმებული იქნება, რის შემდეგაც რუსული იაფი ნედლი ნავთობი აპრილში დაიწყებს პაკისტანში გადინებას. ეს ორივე ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება“, – აცხადებს მინისტრი. როგორც რუსული სამთავრობო მედია იტყობინება, რუსეთთან შეთანხმების ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნავთობისა და გაზისგან მიღებული შემოსავლებიდან ნორვეგიის საპენსიო ფონდი 88 მილიარდი დოლარით შეივსო

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპენსიო ფონდისთვის ნავთობისა და გაზიდან მიღებული შემოსავლები 884 მილიარდ ნორვეგიული კრონას  (88,4 მილიარდი დოლარი) უტოლდება. ნორვეგიის საგადასახადო სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი 2021 წლის პიკურ მაჩვენებელს  (295 მილიარდი ნორვეგიული კრონა) სამჯერ აღემატება. შემოსავლების მატება, ძირითადად, რუსეთის უკრაინაში შეჭრით შედეგად ნავთობის და გაზის ფასების რეკორდული ზრდით არის გამოწვეული.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,45 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 89,94 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

სანქციების მიუხედავად, ევროპული ხომალდები რუსეთიდან მილიონობით ტონა წიაღისეული საწვავის ექსპორტს ახორციელებენ

სანქციების მიუხედავად, ევროპული ხომალდები რუსეთიდან მილიონობით ტონა წიაღისეული საწვავის ექსპორტს ამ დრომდე ახორციელებენ, რითაც უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო ვებპორტალის, Investigate Europe-ის სტატიაში. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტზე ემბარგო 5 დეკემბრიდან დააწესა. სანქციებს უნდა შეემცირებინა რუსეთის შემოსავალი და ამავე დროს, უნდა დაერწმუნებინა ევროპელი გადამზიდავები, რომ უარი ეთქვათ დანარჩენი მსოფლიოსთვის რუსული ...

Read More »

ერთკვირიანი გაძვირების შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

2023 წლის 27 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.73 (-0.74)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.09  (-0.92)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „რუსთავოილი“ დღეიდან „სერპენსის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას

რუსთავში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „რუსთავოილი“ დღეიდან „სერპენსის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას. ქარხანა უმაღლესი ხარისხის ბიტუმის მიწოდებას უზრუნველყოფს. საკითხთან დაკავშირებით დღეს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ „სერპენსის“ პარტნიორი კომპანიები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. როგორც ცნობილია, რებრენდინგის შემდეგ საწარმო საცავების საერთო მოცულობას 20 000 ტონამდე ზრდის, რის შედეგადაც ქარხანა პარტნიორებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. ...

Read More »

ნავთობზე დაწესებული ემბარგო და ფასის ლიმიტი — რა იცვლება რუსეთისთვის, დასავლეთისა და საქართველოსთვის?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისევ ენერგეტიკა და ნავთობია. ომმა და სანქციებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ აკონტროლებს ბუნებრივ რესურსებს და მიწოდების ჯაჭვს. სანქციების ცხრა პაკეტის შემდეგაც დასავლეთი ცდილობს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ „ვერცხლის ტყვია“ გამონახოს, თუმცა ამჯერად ევროპელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მთავარი ...

Read More »

ნავთობის ფასი ინტენსიურად იზრდება

2023 წლის 26 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 87.30 (+1.18)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.45 (+1.30)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

“დიზელის საწვავის ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლა დიზელის ღირებულებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს”

ნავთობიმპორტიორების განმარტებით, დიზელის საწვავის ევრო ხუთის სტანდარტზე გადასვლა დიზელის ღირებულებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ასოციაციაში ამბობენ, რომ ბაზარი გასულ წელსაც ძირითადად ამ სტანდარტის შესაბამისი დიზელის სავწვავით იყო გაჯერებული. “ეს რეგულაცია არანაირ გაძვირებას არ გამოიწვევს, მინდა დაგაიმედოთ. მეორე წელია ევრო ოთხის სტანდარტის დიზელი არ შემოუტანია არავის, შესაბამისად, ისედაც ევრო ხუთით იყო გაჯერებული ბაზარი და უბრალოდ, შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაფერი დაკანონდა. ეს ...

Read More »