ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი ისევ მცირდება

ნავთობის ფასის კლების ფონზე წარმოების შემცირების თემა კვლავ აქტუალურია. ოპეკის წევრი ქვეყნები და ის სახელმწიფოები, რომლებიც არ შედიან ორგანიზაციაში, უახლოეს პერიოდში განიხილავენ საკითხს ივნისის თვემდე ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. მადუროს განცხადებით, მხარეები ასევე განიხილავენ სანავთობო ბაზრის აღდგენის სხვადასხვა შეთავაზებას, რომელსაც წარმოადგენს ვენესუელა. ამასთან ირკვევა, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ნავთობის მინისტრმა ბიჯანა ზანგანემ. ...

Read More »
ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე 300 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე 300 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე ნავთობი დაიღვარა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რეგიონულმა ორგანიზაციამ “სახალინის ეკოლოგიური საგუშაგო” განაცხადა. მათი ცნობით, გარემოსდამცველებს ინფორმაცია სოფელ ეხაბის მცხოვრებლებმა მიაწოდეს. როგორც ისინი ამბობენ, დაახლოებით 300 ტონა ნავთობი ნავთობსადენ “აღმოსავლეთ ეხაბიდან” დაიღვარა. იგი მდინარეში ჩავიდა და ურკტის ყურეს მიაღწია. გავრცელებული ცნობით, ნავთობის დაღვრა სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. ამ დროისთვის ინციდენტი აღმოფხვრილია, დაღვრილი ნავთობის შეჩერება შეძლეს. მიმდინარეობს გაწმენდითი ...

Read More »
თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ქვეყნის ნავთობის მინისტრის ბიჯანა ზანგანეს განცხადებით, ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 400 ათასი ბარელით დღე-ღამეში. ამაში შედის გაზის კონდენსატის წარმოებაც. შედეგად, ბირთვული შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან (2015 წლის 14 ივლისი) ირანიდან ნავთობის ერთობლივი ექსპორტი გაიზარდა 1,75 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. 2016 წლის 1 მარტისთვის ირანის ნავთობის ყოველდღიურმა წარმოებამ კი, შეადგინა 3,2 მლნ ბარელი. წინა მაჩვენებელი 2,8 მლნ ბარელი იყო. ზანგანე პირობას იძლევა ნავთობის წარმოების კიდევ 500 ათასი ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

ქართულ ბაზარზე რუსული საწვავის წილი დიდი სისწრაფით იზრდება, – წერს გაზეთი “რეზონანსი”. თუ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ ბენზინსა და დიზელს, დაახლოებით, 10% ეკავა, იანვარში ეს მაჩვენებელი ერთბაშად 43%-მდე გაიზარდა. სპეციალისტები ამ ფაქტს რუსული საწვავის სიიაფით ხსნიან. პარალელურად აღნიშნავენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ბაზარი ახლა მეტად თავისუფალია, გაიზარდა იმპორტიორთა რიცხვი და შესაბამისად კონკურენცია. როგორც “რეზონანსისთვის” გახდა ცნობილი, 1 ტონა რუსულ საწვავს იმპორტიორები ...

Read More »
როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

ვლადიმერ პუტინის შესაძლებლობების შეფასებისას, თუ როგორ ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებასა და დასავლეთთან  კონკურენციას, ისმის მთავარი კითხვა: ნავთობზე ფასების მკვეთრი კლების ფონზე რამდენი ხნის განმავლობაში გაძლებს რუსული ეკონომიკა? Deutsche Bank-ის ეკონომისტების ანალიზით, ამას პუტინი იმაზე დიდი ხნის განმავლობაში მოახერხებს, ვიდრე წინასწარ იყო შეფასებული. რუსეთის ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემოსავლები უზრუნველყოფს. შესაბამისად, ფასების ცვლილება ქვეყანაზე მკვეთრად მოქმედებს. უფრო მეტიც, მას ...

Read More »
ნავთობის გაიაფების რვა მიზეზი

ნავთობის გაიაფების რვა მიზეზი

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ნავთობი თითქმის ორი მესამედით გაიაფდა. Deutsche Welle ნავთობის მსოფლიო ბაზრის ტრანსფორმაციის მთავარ მიზეზებს მიმოიხილავს. ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში, ერთი ბარელი ნედლი ნავთობი ბირჟებზე დაახლოებით 110 დოლარი ღირდა. დღეს ბრენტ-ის მარკის ნავთობი, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში მოიპოვება და საერთაშორისო ბირჟებზე ეტალონად მიიჩნევა, 30 დოლარი ღირს. ძალიან ძვირი ნავთობის ეპოქა, რომელიც 2011 წელს დაიწყო, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება. ...

Read More »
ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა

ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანების და რუსეთის შეთანხმების შემდეგ იანვრის დონეზე შეინარჩუნონ ნავთობის წარმოების მაჩვენებელი, ირანი გამოდის ინიციატივით ნავთობის ფასი სტაბილიზაციისკენ წაიყვანოს. ირანის ნავთობის მინისტრისა და მისი ვენესუელელი, ყატარელი და ერაყელი კოლეგების შეხვედრაზე მთავარი განხილვის თემა სწორედ ნავთობზე ფასების დასტაბილურება გხლდათ. ამ განწყობამ თავისთავად იმოქმედა გუშინ შავი ოქროს ფასზე და მისი გაძვირება გამოიწვია. კერძოდ ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება ერთბაშად 6%-ით გაიზარდა ...

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

რუსეთი და საუდის არაბეთი, მსოფლიოში ნედლი ნავთობის ორი უდიდესი მომპოვებელი, შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება, თუკი სხვებიც მიჰყვებიან ამ მაგალითს. საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნაიმიმ 16 თებერვალს კატარის დედაქალაქ დოჰაში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრთან, ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ადეკვატური“ იქნება ნავთობის პროდუქციის გაყინვა იანვრის დონეზე. ნაიმის თქმით, კატარი და ვენესუელაც დათანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ პროდუქციის გაყინვაში, და იმედი ...

Read More »
ნავთობზე ფასი დაეცა

ნავთობზე ფასი დაეცა

ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერის ევროპაში გამგზავრების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე დღეს დილით ნავთობის ფასი დაეცა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,12%-ით გაიაფდა და მისმა ღირებულებამ ბარელზე 33,31 დოლარი შეადგინა. 0,39%-ით შემცირდა WTI-ის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 29,33 დოლარი შეადგინა. გასული კვირის ბოლოს „შავ ოქროზე“ ფასი მსოფლიო ბაზარზე 9-12%-ით გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლების მხრიდან ნავთობის წარმოების შემცირების მოლოდინი იყო. ირანული მედიის ...

Read More »

რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ საწვავი დავზოგოთ

ავტომობილის მფლობელთათვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და მტიკვნეული საკითხი საწვავის მოხმარების ხარჯია. კითხვა – ბევრს წვავს – ლამის დევიზად არის ქცეული. თუ რამდენიმე წესს დაიცავთ, თქვენი ავტომობილის საწვავის მოხმარება შესამჩნევად შემცირდება. საწვავი უფრო მეტად იხარჯება, როდესაც ჰაერის ფილტრი დაბინძურებულია, ამიტომ პირველ რიგში საჭიროა ძრავზე დაკვირვება. მისი შემოწმება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუ მასში მზის სხივები გაივლის, ესე იგი ჰაერის ფილტრი სუფთაა და ...

Read More »