რუსულ Transneft-ს გერმანიამ და პოლონეთმა 2023 წლისთვის ნავთობის მიწოდების მოთხოვნით მიმართეს. განცხადება სახელმწიფო ნავთობსადენის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია Rossiya-24-თან გააკეთა და დასძინა, რომ მილსადენ „დრუჟბის“ სამხრეთი ხაზი, სავარაუდოდ, მომავალ წელს ფუნქციონირებას სტაბილურად გააგრძელებს. შეგახსენებთ, ევროკავშირმა ხუთი დეკემბრიდან საზღვაო მარშრუტებით გადასაზიდი რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერების პირობა დადო, დასავლეთის ქვეყნებმა კი რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის ლიმიტიც დააწესეს. მიუხედავად ამისა, მილსადენი „დრუჟბა“ სანქციებისგან კვლავ თავისუფალია. ...
Read More »