ნავთობპროდუქტები

ამერიკამ და ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარი დააწესეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარად ბარელზე 60 დოლარი დააწესეს. ამ ინფორმაციას ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები 1 დეკემბერს ავრცელებენ. ასევე შეთანხმებულია ფასის ჭერის ადაპტაციის მექანიზმი – ის საბაზრო ღირებულებაზე 5 პროცენტით დაბლა უნდა იყოს შენარჩუნებული. პოლონეთი უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით. იგი მიიჩნევს, რომ ეს ზღვარი ძალიან მაღალია და მოლაპარაკებების დროს მოითხოვა, რომ მაქსიმალური ფასი ბარელზე ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.43 (+  2.40)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.55 (+  2.35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 12,5 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა 12,5 მლნ  ბარელით და შეადგინა 419,1 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,77 მილიონი ბარელით  და შეადგინა  213,8 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 3,54 მილიონი ბარელით და შეადგინა  112,6 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

გერმანია და ნორვეგია NATO-ს წყალქვეშა მილებისა და კაბელების დასაცავად, ქვედანაყოფის შექმნას სთხოვენ

გერმანია და ნორვეგია ერთობლივად სთხოვენ NATO-ს წევრებს, რომ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის – მილსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა რუსეთის გაზსადენზე „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტერესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აფეთქება Nord Stream-ზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ესკალაციის ფონზე, ევროპაში გათბობის სეზონის დაწყების წინა დღეს პირველ ოქტომბერს და პოლონეთში ...

Read More »

ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის შესაძლოა, 60 დოლარზე განსაზღვროს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ, შესაძლებლობას დაადგინონ ფასის ლიმიტი რუსულ ნავთობზე ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. მისი მონაცემებით, ევროკავშირი განიხილავს ასეთ ნაბიჯს იმისათვის, რომ მოხდეს საბოლოო შეთანხმება რუსეთის ექსპორტირებულ ნავთობზე ფასის დადგენასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულია ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის. სააგენტოს წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის უცნობია, უჭერს თუ არა კავშირის ყველა წევრი ქვეყანა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.41 (+2.38)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.60 (+2.40)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

Shell-ი დანიურ Nature Energy-ის $2 მილიარდად ყიდულობს

ბრიტანული ენერგოგიგანტი Shell-ი, ბიოგაზის დანიურ მწარმოებელ Nature Energy-ის $2 მილიარდად ყიდულობს. კომპანიებს შორის შეთანხმების მიღწევას ორივე მხარე ადასტურებს. ბიოგაზზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში სწრაფად იზრდება, რის შესაბამისადაც, Shell-ი ბიზნესის ამ მიმართულების განვითარებას უფრო აქტიურად ცდილობს. Reuters-მა ჯერ კიდევ გასულ თვეში დაასახელა ბრიტანული Shell-ი იმ კომპანიებს შორის, რომლებიც Nature Energy-ის შესაძენად, ტენდერის მეორე ტურში იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ენერგოგიგანტმა, დანიური ფირმის გარდა, ...

Read More »

ნავთობის ფასი OPEC+-ის გადაწყვეტილებას ელოდება

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს OPEC+-ის წევრი ქვეყნების მინისტრების მორიგი შეხვედრა გაიმართება. ბაზარი ელოდება ალიანსს, რომ გადაწყვეტს ნავთობის მოპოვების კიდევ უფრო შემცირებას. აღნიშნულის თაობაზე “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. ბაზარი ელოდება OPEC+-ის გადაწყვეტილებას. შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მინისტრების ვირტუალური შეხვედრა 4 დეკემბერს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ OPEC + – მა შეიძლება გააგრძელოს ნავთობის მოპოვების შემცირება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება დავინახოთ პოზიტიური რეაქცია ალიანსის ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა  – 0,05 – 1,61 ევროთი/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  შემცირდა  – 0.08 – 1,73  ევროთი/ლიტრაზე.  ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ საბერძნეთში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 29 ნოემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავ $80-ზე ნაკლები რჩება

2022 წლის 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.50 (+2.31)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.11 (+1.87)  დოლარი/ბარელზე.

Read More »