ნავთობპროდუქტები

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,63 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,63 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 439,225 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 5,29 მლნ ბარელით  და შეადგინა  228,87 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 0,83  მილიონი  ბარელით  და შეადგინა  138,744 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა და შეადგენს 11,2 მლნ ბარელს/დღე-ღამეში.

Read More »
“ფრონტერა” საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგების შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს

„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას​“ გენერალური დირექტორი ნათია თურნავას მიმართავს

„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას​“ ხელმძღვანელი ზაზა მამულაიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს, მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. „მე დღემდე გახლავართ „ფრონტერა რისორსის კორპორეიშენის“ ყველაზე დიდი აქციონერი და კრედიტორი, ასევე ვარ „ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის“ გენერალური დირექტორი, სწორედ ეს კომპანია იყო სახელმწიფოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულების მხარე 1997 წლიდან 2021 წლის მარტამდე, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით „გრინ კაპიტალმა“ ...

Read More »

ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ

დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მინდა, მოვუწოდო არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპონდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის, „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებაზე, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლის. „დღეს ამერიკულმა „ფრონტერამ“ გააკეთა განცხადება, რომ ის ბატონები, რომლებიც საუბრობენ ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ბენზინი ფასი ქვეყანაში საშუალოდ 73 თეთრით არის გაზრდილი. რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 3 ლარის ნიშნულს უახლოვდება. ხოლო, პრემიუმის ღირებულებამ უკვე რამდენიმე თვეა 3 ლარს გადააჭარბა. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება. მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე ერთი ტონა ბენზინის ფასი, დაახლოებით 80 დოლარით არის გაძვირებული. შექმნილ ვითარებაში, სპეციალისტები გამოსავალს „მცურავი აქციზის“ დაწესებაში ხედავენ. მათი ნაწილი კი აცხადებს, რომ ...

Read More »

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერა“ გენპროკურატურას ყოფილი თანამშრომლის, ზაზა მამულაიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერა“, რომელიც თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილსა და „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითურად მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს, გენერალურ პროკურატურას მიმართავს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ზაზა მამულაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს „ფრონტერას“ წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურატურას „ფრონტერამ“ 2021 წლის 14 ივლისს მიმართა. „2020 წლის აგვისტოში, „ფრონტერას“ დირექტორთა ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას კვლავაც განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70,38 (- 2,03) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68,15 (- 2,41)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ბენზინი წლიურად 57%-ით, დიზელი კი 48%-ით გაძვირდა – რა ღირს საწვავი ავტოგასამართ სადგურებზე

ბენზინის ფასი ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56,86%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. აღსანიშნავია, რომ ფასის მატებით, ბენზინი ივლისის 10 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს/საქონელს შორის მოხვდა. რაც შეეხება დიზელის საწვავს მისი ფასი წლიურად – 47,94%-ით არის გაზრდილი. „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.12 ლარია; „რეგულარი“ – 2.97; სუპერი – ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის ექსპორტზე გადასახადი გაზარდა

რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 აგვისტოდან 6.3 აშშ დოლარით გაიზარდა. რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 აგვისტოდან ტონაზე 67,8 დოლარამდე გაიზარდა, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დოკუმენტებში. “ურალის” ნავთობის საშუალო ფასი 15 ივნისიდან 14 ივლისამდე მონიტორინგის პერიოდში 73,63 აშშ დოლარი ბარელზე, ანუ 537,5 აშშ დოლარი ტონაზე იყო. ერთი თვით ადრე კი, ბარელზე 67,9 დოლარი. გადასახადი მსუბუქ ნავთობპროდუქტებზე და ზეთებზე გაიზარდა ...

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP–მა 7,78 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება მიიღო

ბრიტანულმა BP–მა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიიღო სუფთა მოგება 7,78 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო ერთი წლის წინ კომპანიამ დააფიქსირა სუფთა ზარალი 21,21 მილიარდი დოლარის ოდენობით. კომპანიის მიერ გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. შემოსავალი გაიზარდა 43%-ით წლიურ გამოხატულებაში და შეადგინა 74.08 მილიარდი დოლარი. მეორე კვარტალში BP–ის სუფთა მოგებამ შეადგინა 3.12 მილიარდი დოლარი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის 16.85 მილიარდი დოლარის სუფთა ზარალთან შედარებით. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72,41  (- 0,48) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70,56  (- 0,70)  დოლარი/ბარელზე.

Read More »