ნავთობპროდუქტები

აშშ ვენესუელას სანქციებს უმსუბუქებს, ნავთობკომპანიები მუშაობას განაახლებენ

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვენესუელასთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შეამსუბუქებს და ამერიკულ ნავთობკომპანიებს ქვეყანაში მუშაობის განახლების უფლებას მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. თავის მხრივ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ მადუროს მთავრობამ ოპოზიციასთან მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ყველა დემოკრატიული სტანდარტით ჩატარების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. გარდა ამისა შეთანხმება აშშ-ს მიერ ვენესუელას გაყინული ფინანსური რეზერვების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს, რაც ქვეყანას ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბის შემცირებაში უნდა ...

Read More »

ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. „პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკა პუტინის უკრაინაში შეჭრის უარყოფით გავლენას უმკლავდება“, – აღნიშნეს თეთრ სახლში. თეთრ სახლში ასევე განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი გააგრძელებს იმის შეფასებას, გამოათავისუფლოს თუ არა ნავთობის სტრატეგიული მარაგები ფასების შესამცირებლად. ...

Read More »

ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი კიევში გაემგზავრა, სადაც უკრაინის ხელისუფლებასთან ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონაზე იმსჯელებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი კიევში გაემგზავრა, სადაც უკრაინის ხელისუფლებასთან ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონაზე იმსჯელებს. ამის შესახებ რაფაელ გროსიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონა ახლა საჭიროა, როგორც არასდროს“, – წერს რაფაელ გროსი. საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, კიევში ვიზიტის შემდეგ, გროსი რუსეთში აპირებს ჩასვლას, სადაც ასევე გეგმავს, განიხილოს ზაპოროჟიეს სადგურის ...

Read More »

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, – განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი ეწინააღმდეგება ასეთ არასაბაზრო ინსტრუმენტებს, რადგან ისინი სერიოზულ ზიანს აყენებენ ენერგეტიკულ ბაზარს, რაც ...

Read More »

ნავთობის ფასი ზარდას განაგრძობს

2022 წლის 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.80 (+  2.94)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.51  (+ 2.89)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საწვავის ბაზარზე დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი) მიერ „იბერია სერვისის“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურის იჯარის აღებით გზით დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კონკურენციის სააგენტოს ცნობით, კონცენტრაცია ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზარს. ამ ეტაპზე, სააგენტო განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს. „აღნიშნულ გაერთიანებასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მოსაზრებები წარადგინონ, არაუგვიანეს, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 93 დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,66 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,34 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $90-ს ქვემოთ რჩება

2022 წლის  4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.64 (+0.77)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.10 (+0.47)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“ოპეკი +”-ის მინისტრები პირველად გამართავენ პირისპირ შეხვედრას 2020 წლის მარტის თვის შემდეგ

“OPEC+”-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბებიან 5 ოქტომბერს ვენაში მდებარე ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ორგანიზაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კვშირი” შეხვედრა  იქნება  “OPEC+”-ის პირველი პირისპირი შეხვედრა 2020 წლის მარტის თვის შემდეგ, როდესაც შეხვდერების ჩატარება დისტანციურ ფორმატში გადავიდა კორონავირუსის პანდემიის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში გაიმართება OPEC + წევრი ქვეყნების მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტის სხდომა და  მინისტრების შეხვედრა. Reuters-ის ინფორმაციით, “OPEC +” განიხილავს ნავთობის ...

Read More »

OPEC+ ნავთობის მოპოვების შესამცირებლად ემზადება

OPEC და ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ ორგანიზაციას, განიხილავენ ნავთობის მოპოვების შემცირებას დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტით. ცნობილია, რომ მწარმოებელ ქვეყნებს ეშინიათ ბაზარზე ჭარბი მიწოდების ფორმირების გამო, როგორც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის, ისე განვითარებადი ქვეყნების რეცესიაში გადასვლის გამო. ამ შეტყობინებების შემდეგ აზიურ ვაჭრობაში ნავთობი 2,7%-ით გაძვირდა, Brent-ი ბარელზე 87,4 დოლარად იყიდება. წყარო: bfm.ge

Read More »