ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.30 (+2.16)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.60 (+2.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,2 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0.2 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 430,6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.   ბენზინის მარაგები  შემცირდა 2,41  მილიონი ბარელით  და შეადგინა  212,2 მლნ ბარელი.   დისტილატების მარაგები  შემცირდა  2,9 მილიონი ბარელით და შეადგინა  114.4 მლნ ბარელი.   ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,0 ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა  – 0,03 – 1,59 ევროთი/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  შემცირებულია – 0.04 – 1,71  ევროთი/ლიტრაზე.    ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.   28 სექტემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.20  ევროს, დიზელის საწვავი – 2.06 ევროს; ნორვეგიაში A-95 ...

Read More »

2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 739,7 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (716,1 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2022 წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 375,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 364,2 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში გაზის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს რეგიონში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით.კერძოდ, საუბარი შეეხო ევროპაში ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაციასა და მოწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო მარეგულირებელ ჩარჩოს. გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო პანელის მუშაობაში, რომელიც შეეხებოდა გაზის მარაგების დივერსიფიკაციას, ბუნებრივი აირის შიდა წარმოებას, გაზის ინფრასტრუქტურას და სხვ. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  23 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.83 (- 0.79)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.94  (- 1.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რომ არა რუსული ნავთობი, დღეს საქართველოში საწვავის ფასი გაცილებით მაღალი იქნებოდა, რაც სხვა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევდა – დავით ჩიხელიძე

„Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა, ომის დაწყებიდან 6 თვეში კი, რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო, რომელშიც ევროკავშირის წილი 54%-ია“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. „ევროპა ჩვენგან სანქციებს ითხოვს, თვითონ კი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ქმედით ...

Read More »

სოსო არჩვაძე: რომ არა ნავთობპროდუქტების დასახელებული შედარებით იაფი წყარო, სერიოზულად გაუარესდებოდა მოსახლეობის კეთილდღეობა და მკვეთრად შემცირდებოდა დასაქმების დონე ქვეყანაში.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველო ენერგორესურსების მხრივ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ადგილობრივი წარმოების ნავთობი, ჩვენი მთლიანი მოხმარების მხოლოდ 2.2 პროცენტია. შესაბამისად, ენერგორესურსების იმპორტის მასშტაბი დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე მათი ფასების დინამიკაზე, – წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში. „გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს იმპორტირებულ ენერგორესურსებში გაცილებით მეტს ვიხდით. ეს ერთ მხრივ, უკავშირდება ქართული ეკონომიკის ორნიშნა ზრდას, მეორე მხრივ – მსოფლიო ბაზარზე ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოში შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში

კონომიკის ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა ინსინუაციების საგანი ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველოში შემოდის სანქცირებული რუსული ნავთობი, რაც არის მტკნარი სიცრუე – აქ შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში. „ბოლო მონაცემებით, ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია არასანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი არათუ თურქეთში, ჩინეთში ან ინდოეთში, არამედ ევროკავშირის და ნატოს ისეთ წევრ ქვეყნებში, როგორიც არის ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი ...

Read More »

ომის პირველ 6 თვეში, ევროკავშირმა რუსეთს წიაღისეულ საწვავში 85 მილიარდ ევროზე მეტი გადაუხადა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში – რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 158 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, ევროკავშირის წილი 54%-ია, რაც თანხობრივად 85 მილიარდ ევროს აჭარბებს. რუსული ენერგომატარებლების ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ინდოეთი იყვნენ. მონაცემები, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CREA) გამოაქვეყნა. „უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, წიაღისეული საწვავის ექსპორტით, რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში დაახლოებით 43 მილიარდი ევრო შევიდა, რაც ...

Read More »