ნავთობის ფასის კლების ფონზე წარმოების შემცირების თემა კვლავ აქტუალურია. ოპეკის წევრი ქვეყნები და ის სახელმწიფოები, რომლებიც არ შედიან ორგანიზაციაში, უახლოეს პერიოდში განიხილავენ საკითხს ივნისის თვემდე ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. მადუროს განცხადებით, მხარეები ასევე განიხილავენ სანავთობო ბაზრის აღდგენის სხვადასხვა შეთავაზებას, რომელსაც წარმოადგენს ვენესუელა. ამასთან ირკვევა, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ნავთობის მინისტრმა ბიჯანა ზანგანემ. ...
Read More »