ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-10 სხდომაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი მონაწილეობდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმციით, მინისტრის მოადგილემ, სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის დროს, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა, 2021 წელს, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი მიიღო, რომელიც ეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის ...
Read More »