ეკოლოგია

გაუსაძლისი სიცხის გამო, ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 50 პროვინციიდან 38-ში საფრთხის ყვითელი და ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 50 პროვინციიდან 38-ში საფრთხის ყვითელი და ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა. მიზეზი გაუსაძლისი სიცხე გახდა, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში 40 გრადუსს აღწევს. რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა გერმანიაში. აუტანელი სიცხისგან თავის დასაცავად ქალაქის პარკებს აფარებენ თავს ბერლინის მცხოვრებლებიც. შადრევნებთან და აუზებთან ხალხმრავლობაა.

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილეს, თამარ საბედაშვილს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილეს, თამარ საბედაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე პროგრამის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში” (WEESC) დეტალები და სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „პროგრამის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოების დაფინანსებით მიმდინარეობს, შემუშავდა დამატებით ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

მეცნიერთა ახალი მოხსენების მიხედვით, კაცობრიობამ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყველაზე უარესი შედეგებისთვის მზადება უნდა დაიწყოს

სპეკულაციები კაცობრიობის აღსასრულის შესახებ ის თემაა, რომლითაც ადამიანები უხსოვარი დროიდან ვიქცევთ თავს. შეთხზული გვაქვს მრავალი აპოკალიფსური სცენარი. გასაკვირია, მაგრამ გლობალური კლიმატური კრიზისის გამწვავების შუაგულში, თანაც ისეთი კრიზისის, რომელიც ყველაფერზე ახდენს გავლენას, ინდივიდთა ჯანმრთელობით დაწყებული, მთლიანი ეკოსისტემებისა და მათი რესურსებით დამთავრებული — პოტენციური გლობალური კატასტროფები შეუსწავლელია. ცოტა ხნის წინ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ძლიერ დროულია, რომ სერიოზულად ...

Read More »
დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

სამრეწველო ემისიების რეგულირების კანონპროექტი ბიზნესს ინტეგრირებული ნებართვის ფლობას დაავალდებულებს

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველო ემისიების პრევენციის მიზნით აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავდა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება. კანონპროექტის მიზანი სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლია. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასაც. ახალი კანონპროექტი მსხვილ სამრეწველო საწარმოებს ...

Read More »

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. Newsmakerის ცნობით, ამის შესახებ დღეს ტელეეთერში მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბლადიმერ ბოლიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის მდინარე დნესტრში წყლის დონე 30-40% აღწევს, პრუტეში -15-30%, მცირე მდინარეებში კი 10-20%-ს. დიდ მდინარეებს ამის გამო ყვითელი, ხოლო პატარებს წითელი კოდი მიენიჭათ. ასევე შემცირდა გრუნტის წყლების დონე, რომელზედაც არტეზიულ ჭაბურღილებში წყლის დონეა დამოკიდებული. მოლდოვას ეკოლოგიის სამინისტრომ რეკომენდაცია ...

Read More »

ირლანდია სათბური აირების გამონაბოლქვის განახევრებას გეგმავს

ირლანდიის მთავრობამ ეკონომიკის ძირითადი სექტორებიდან ნახშირბადის ემისიების შეზღუდვის გეგმა დაისახა. მთავრობის გადაწყვეტილებამდე, კოალიციის პარტნიორები, მწვანეთა პარტია, Fianna Fail-ი და Fine Gael-ი, სოფლის მეურნეობის სექტორიდან 25%-იან შემცირებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდნენ. ირლანდიის სოფლის მეურნეობის სექტორზე ქვეყნის სათბური აირების ემისიების დაახლოებით 38% მოდის, ნოემბერში გამოქვეყნებული კლიმატის სამოქმედო გეგმის თანახმად, ემისიების შემცირების სამიზნე 22%-დან 30%-მდე უნდა განისაზღვროს. სხვა სექტორებში ემისიების შემცირების საჭიროება კი შემდეგნაირად ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციის (COP27) დეტალები განიხილეს. კონფერენცია (COP27) მიმდინარე წლის 7-18 ნოემბერს ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაიმართება. როგორც ნინო თანდილაშვილმა საუბრისას აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკის სხვადასხვა ...

Read More »
მცხეტელებს წყლის ტარიფი გაეზარდათ

საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი

საქართველოში ამაყობენ, რომ ქვეყანა წყლის რესურსებით არის მდიდარი. ქვეყანაში 25 000-ზე მეტი მდინარეა, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და UNICEF-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი. ეს რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ონკანის წყალს არ სვამს, ნაწილი სხვადასხვა ხერხს მიმართავს მის გასაფილტრად, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მთავარი ...

Read More »

კალიფორნიაში კვლავ ტყის ძლიერი ხანძრებია

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. 48 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელების არეალმა 50 000 ჰექტარს გადააჭარბა, – ამის შესახებ BBC წერს. ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. როგორც BBC იტყობინება, მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს კალიფორნიის შტატში გაჩენილი ყველაზე მასშტაბური ხანძარია. შტატის ზოგიერთ დასახლებაში დაიწვა სახლები და საფრთხე შეექმნა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. ხანძრის სწრაფად გავრცელების წინაპირობებად ექსტრემალური გვალვა, მაღალი ტემპერატურა და ქარი სახელდება.

Read More »

გერმანიასა და ჩეხეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

ჩეხეთის რესპუბლიკაში, ეროვნულ პარკში, რომელსაც ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული, გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად 1100 ჰექტარი მიწის ფართობი დაზიანდა. ქვეყნის ჩრდილოეთში ტყის ხანძრები კვირაზე მეტია მძვინვარებს. მეხანძრე-მაშველები იმედს არ კარგავენ,  რადგან სახანძრო სტრატეგია, რომელსაც ისინი იყენებენ, შედეგის მომცემია. ზოგიერთი რაიონის მცხოვრებლებს, დაახლოებით 500-მდე ადამიანს,  სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს. ხანძრებს ამ დრომდე 750-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ჩეხეთის სახანძრო სამსახურის სპიკერი მარტინა გოცოვა ...

Read More »