პოლიტიკა

პუტინი: მზად ვართ, ევროპას ენერგორესურსების დამატებითი მოცულობა მივაწოდოთ შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტი Nord Stream-ის გაზსადენიდან შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში გადაიტანოს. „Nord Stream-ის ტრანზიტის დაკარგული მოცულობა შეგვიძლია გადავიტანოთ შავი ზღვის რეგიონში და გავხადოთ ძირითადი მარშრუტი თურქეთის გავლით ევროპაში ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდებიან ამით“, – განაცხადა მან. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ასეთ გადაწყვეტას აქვს ეკონომიკური მიზანშეწონილობა და გარდა ...

Read More »

ზელენსკი – აუცილებელია, რუსეთის ენერგეტიკული სექტორი სანქციებით დაიბლოკოს

აუცილებელია, სანქციებით დაიბლოკოს რუსეთის ენერგეტიკული სექტორი, დავანგრიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ნავთობითა და გაზით ვაჭრობიდან, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების დღეს გამართულ საგანგებო ვიდეო-შეხვედრაზე განაცხადა. „დიდი შვიდეულის“ და მთელი ჩვენი დემოკრატიული სამყაროს დონეზე უნდა ვუპასუხოთ სიმეტრიულად: როდესაც რუსეთი თავს ესხმის ენერგეტიკულ სექტორს და ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ სტაბილურობას, აუცილებელია, სანქციებით დაიბლოკოს მისი ენერგეტიკული სექტორი, დავანგრიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი პარტნიორებს მოუწოდებს, კიევს ენერგოინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარონ

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ განაცხადა, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30% რუსული რაკეტების სამიზნე გახდა. მინისტრმა CNN-ს განუცხადა, რომ ეს იყო „პირველი შემთხვევა ომის დაწყებიდან”, როდესაც „რუსეთი განსაკუთრებით მიზნად ისახავს” ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინის ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში, „ეხმარება ევროპის ქვეყნებს, დაზოგონ რუსული გაზი და ნახშირი“ და რომ უკრაინა ცდილობს, „სწრაფად ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე სუფთა ენერგიის პერსპექტივის კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს რეგიონული “სუფთა ენერგიის პერსპექტივის კონფერენციაში”, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობით გაიმართა. კონფერენცია სუფთა, უსაფრთხო და მდგრადი ენერგიების განვითარებას შეეხებოდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა საქართველოში განახლებადი ენერგიების უზარმაზარი პოტენციალის ათვისებასა და გამოყენებაზე, ...

Read More »

სახელმწიფომ ინვესტორი ბაზრის რყევებისგან უნდა დაიცვას – მთავრობა PPA-ს ნაცვლად აუქციონების სისტემას ნერგავს

„ენერგეტიკის დარგში პირდაპირი მოლაპარაკებები და გარანტირებული შესყიდვის მექანიზმი აღარ იქნება. მას ჩაანაცვლებს აუქციონის სისტემა, რაც ჩემი აზრით, მეტად იქნება საბაზრო პრინციპებზე მორგებული და დარგის განვითარების ხელშემწყობი, ვიდრე ეს PPA მექანიზმი იყო. ახალი სისტემა გულისხმობს, რომ აუქციონის შედეგების მიხედვით მოხდება შესაბამისი მემორანდუმების და ხელშეკრულებების გაფორმება. უფრო მეტ დეტალს ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის დარგის ინვესტორებს უახლოეს ხანებში თავად გააცნობს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის ...

Read More »

ირანში საპროტესტო გამოსვლებს მენავთობეები შეუერთდნენ

ირანის ქალაქების, ბუშერის და დამავანდის ნავთობ-ქიმიური ქარხნების ათასზე მეტი მუშა შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება და რისი საბაბიც თავსაფრის არასწორად ტარების გამო დაკავებული ქალის პატიმრობაში სიკვდილი გახდა. ირანის ბევრ ქალაქში გამართულ გამოსვლებს მთავრობა სასტიკად უსწორდება. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის, „რადიო ფარდას“ ცნობით, 10 ოქტომბერს მენავთობეებმა გადაკეტეს საწარმოსთან მისასვლელი გზები და დაცვის სამსახურის თანამშრომლებით გარშემორტყმულნი გაიძახოდნენ ლოზუნგს: ...

Read More »

“თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს”

თურქეთი მზადაა, მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლის თამაშიგანაგრძოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ანკარა არა მხოლოდ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პრობლემების აღმოფხვრაშიც ცდილობს წვლილის შეტანას. „ამ ბოლო დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ ...

Read More »

იბრაჰიმ რაისი: ირანი ბირთვულ პროგრამაზე დიალოგს არ გაურბის

თეირანი არ ერიდება დიალოგს ბირთვულ პროგრამაზე, მაგრამ არ დააკავშირებს ქვეყნის პროგრესს დასავლური სახელმწიფოების მოთხოვნებთან. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა განაცხადა. მისი თქმით, ირანი არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდის დატოვებას. „ჩვენ გვითხრეს, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და ირანის პრობლემები მოგვარდებოდა. თეირანმა გამოაცხადა მზადყოფნა გულწრფელი დიალოგისთვის. ჩვენ არ ვტოვებთ მოლაპარაკების მაგიდას, რადგან გვაქვს ლოგიკა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ალ-ზაჰრას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე. რაისის ინფორმაციით, ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებსაც უკრაინაში აქვთ ორი სამიზნე, ენერგოობიექტები და ხალხი

რუს ტერორისტებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები და ხალხი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. „მძიმე დილაა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდები“. მათ ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები მთელი ქვეყნის მაშტაბით – კიევისა და ხმელნიცკის რეგიონები, ლვოვი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკოვსკის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის ...

Read More »

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მხარს უჭერს ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის შემოღებას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მხარს უჭერს ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის შემოღებას. ამის შესახებ მან პრაღაში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ჩვენ ერთობის ძლიერი სიგნალი გვჭირდება. ამიტომ ევროპარლამენტმა მოუწოდა მთელი ევროკავშირის ფარგლებში ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებისკენ”, – აღნიშნა მეცოლამ. მისი თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის უფრო მოწესრიგებული თანამშრომლობა არის საჭირო ბუნებრივი აირის გრძელვადიან ფასებზე. “გაზაფხულისთვის ბუნებრივი აირის ჩვენს საცავებს ...

Read More »