პოლიტიკა

ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები სამშაბათს წინასწარ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე, მათ შორის საკანონმდებლო ბაზაზე რუსული ნავთობის ფასების შემდგომი ზღვრის შემოღებისთვის, იუწყება Politico წყაროებზე დაყრდნობით. „ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღეს მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწესებაზე“, – განუცხადა გამოცემას შვიდმა ევროპელმა დიპლომატმა. მათივე თქმით, „მოსალოდნელია, ...

Read More »

ევროპაში მკაცრი ზამთარი გვექნება, მაგრამ მოსკოვის ოცნებებს ახდენა არ უწერია – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი სერგეი ლაგადინსკი რუსი პროპაგანდისტების, მაღალჩინოსნების და თავად კრემლის ლიდერის საპასუხოდ, რომლებიც ევროპას ზამთარში გაყინვას უწინასწარმეტყველებს, ამბობს, რომ წინ ნამდვილად რთული პერიოდი იქნება, მაგრამ მოსკოვის ოცნებებს ახდენა არ უწერია. ინფორმაციისთვის: ლაგადისნსკიმ რუსეთი 1990–იან წლებში დატოვა და ამჟამად ევროპარლამენტში გერმანიას წარმოადგენს. ევროპარლამენტარი საკუთარი პოზიციის მხარდასაჭერად ყურადღებას ამახვილებს ევროპული მთავრობების გადაწყვეტილებების სიმყარეზე და მათ შორის, გერმანიაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე. „ზამთარი როგორც ...

Read More »

შარლ მიშელი – უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე

რუსეთის ომის დრამატული შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, შევთანხმდით, რომ შევქმნათ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის საბჭოს წევრებს 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა. მიშელის განცხადებით, ამბიცია არის ლიდერების თანაბარ პირობებში შეკრება, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო ინტერესის ...

Read More »

აშშ-ის ხელისუფლებას სურს შემოიღოს ზღვრული ფასის არა მხოლოდ რუსულ ნავთობზე, არამედ ნავთობპროდუქტებზეც

ვაშინგტონის აზრით, აშშ-ის მიერ შეთავაზებული რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასები უნდა გავრცელდეს ასევე ნავთობპროდუქტებზეც, Bloomberg ფინანსთა მინისტრის თანაშემწის მოადგილე კეტრინ ვოლფრამზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.   ვოლფრამის თქმით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის წინადადება ნავთობპროდუქტებზეც ვრცელდება“, – წერს სააგენტო.   მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს OPEC-თან იმ საკითხზე, თუ როგორ იმოქმედებს დაგეგმილი ზღვარი ნავთობის ფასებზე. ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

პოლონეთმა სანქციების სიაში „გაზპრომ ექსპორტი“ დაამატა

ვარშავამ რუსული კომპანია „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ დასავლური მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტრომ განაცხადა, რომ  კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე პოლონეთი „გაზპრომ ექსპორტის“ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებზე წვდომაზე უარს აცხადებს. მაისის ბოლოდან პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს, ახალი გადახდის სისტემის მიღებაზე უარის გამო (რუბლებში გადახდა), რუსული გაზი აღარ მიეწოდებათ.

Read More »

IAEA-ს ხელმძღვანელი კიევსა და მოსკოვს ეწვევა

რუსული ძალების მიერ უკრაინის ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის, იჰორ მურაშოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ IAEA-ს პრესსამსახური იტყობინება. „ქარხნის პერსონალის ნებისმიერი წევრის ასეთი დაკავება იქნება თავისთავად სერიოზული შეშფოთების წყარო, მაგრამ ამას ასევე ექნება ფსიქოლოგიური გავლენა ზეწოლა დანარჩენ პერსონალზე, რაც საზიანოა ბირთვული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა გროსიმ. როგორც ...

Read More »

თალიბებმა რუსული ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს

თალიბებმა ავღანეთისთვის ბენზინის, დიზელის, ბუნებრივი აირისა და ხორბლის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთთან დროებითი შეთანხმება გააფორმეს. ავღანეთის კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრ ჰაჯი აზიზის განცხადებით, მისი სამინისტრო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციის საკითხზე მუშაობს, ხოლო რუსეთმა მათ საქონლის საშუალო გლობალურ ფასზე შესთავაზა ფასდაკლება. რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება პირველი ცნობილი საერთაშორისო ეკონომიკური გარიგებაა, რომელიც თალიბებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გააფორმეს. აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა, ისლამისტურ მოძრაობას იზოლაციის შემსუბუქებაში დაეხმაროს, ...

Read More »

“უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სანქციებს”

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სანქციებს. „უნგრეთმა უკვე ბევრი გააკეთა ევროპის ერთიანობის მხარდასაჭერად, თუმცა თუ [სანქციების] პაკეტი ენერგეტიკულ სანქციებს შეიცავს, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია და მხარს არ დავუჭერთ მას“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა. „ჩვენ ველოდებით სანქციების საბოლოო, სრულ ჩამონათვალს და შემდეგ შეგვიძლია ამაზე მოლაპარაკება. უნგრეთი მხარს არ ...

Read More »

რადიაციის საფრთხის გამო, პოლონეთმა იოდის აბების დარიგება დაიწყო

პოლონეთი, რომელიც უკრაინაშიმდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია, გეგმავს, დაარიგოს იოდის ტაბლეტები რეგიონულ სახანძრო დეპარტამენტებში, რათა რადიოაქტიური გაჟონვის შემთხვევაში მოსახლეობას მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. იოდი, რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევაში, ორგანიზმს თიროიდის კიბოსგან იცავს. ზაპოროჟიეს დაბომბვისას დაზიანდა ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური, დაწყდა ელექტროსადენებიც, რაც ბირთვული კატასტროფის რისკს ზრდის და საფრთხეს მეზობელ ქვეყნებსაც უქმნის. უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინის მიერ ბირთვული ...

Read More »

რუსულ ნავთობს ევროკავშირი ახალ სანქციებს უმზადებს

ევროკომისია რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც ნავთობზე ფასების შეზღუდვას და რუსეთიდან ალმასებისა და ფუფუნების სხვა საგნების იმპორტის აკრძალვას შეეხება. ამასთან, სანქციები ფიზიკური პირების შავი სიის გაფართოებასაც მოიცავს, წერს გამოცემა Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით. აღინიშნება, რომ ახალი სანქციები განხილვაზე 23 სექტემბერს გავა. დღეისათვის ევროკავშირი, აშშ და კანადა მსჯელობენ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე. ამ მიმართულებით ქვეყნები ჩინეთისა და ინდოეთის ...

Read More »