ევროპის მასშტაბით არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად და ინფლაციური წნეხის შესამსუბუქებლად, გერმანიის მთავრობა მომდევნო წლის განმავლობაში კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე თითქმის 84 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს. ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის მიერ წარდგენილი სტრატეგია დეკემბერში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების დაფინანსებისთვის $41 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. დარჩენილი $43 მილიარდი კი პერიოდულად დაიხარჯება ენერგორესურსების ტარიფების შესამცირებლად, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული ორგანიზაციებისა და ბიზნესებისთვის. ...
Read More »