პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემთვის გაუგებარია რატომ დგას ენერგოუსაფრთხოების საკითხი

კახა კალაძე: ჩემთვის გაუგებარია რატომ დგას ენერგოუსაფრთხოების საკითხი

რატომ დგას დღის წესრიგში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, არ მესმის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა. კალაძე აღნიშნული თემის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს და ამტკიცებს, რომ ენერგოუსაფრთხოებასთნ დაკავშირებით საქართველოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. ამ განცხადებით ენერგეტიკის მინისტრი პრეზიდენტის პოზიციას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხი მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრი ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “გაზპრომთან” მოლაპარაკებების საკითხის წამოწევას “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სპეკულაციებს” უკავშირებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისინი აღნიშნული თემით მიზანმიმართულად სპეკულირებენ. “სამწუხაროა, რომ როცა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, როგორიც “აბრეშუმის გზის” ფორუმია, ჩვენი მედიის ყურადღება მიმართულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ წარმოწეული თემების აქტიურ გაშუქებაზე. ისეთზე, როგორიცაა სპეკულაციები ”გაზპრომის” საკითხზე. ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი, მაგრამ ეს აჟიოტაჟი არ წყდება ...

Read More »
რა გაკეთდა ენერგეტიკის დარგში 2012 წლიდან დღემდე?

რა გაკეთდა ენერგეტიკის დარგში 2012 წლიდან დღემდე?

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, „ღია მმართველობის“ ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროს სამ წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. მან ასევე ისაუბრა დარგში განხოციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვენელები, ექსპერტები, დარგში მოღვაწე ინვესტორები და სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტის  ლექტორები და  სტუდენტები. „მოგესალებით ძვირფასო სტუმრებო, კოლეგებო. მივესალმები მეცნიერებს, დამსახურებულ ენერგეტიკოსებს, ასევე დიდი სიყვარულით ...

Read More »
"გაზპრომის" მთავარი ამოცანაა აზერბაიჯან-საქართველოს შორის გაუგებრობის სერიის მოწყობა

“გაზპრომის” ამოცანა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაუგებრობის სერიის მოწყობაა

„დღეს, რომ ბევრს ყვირის „ნაციონალური მოძრაობა“, თავის დროზე თვითონვე იყვნენ თანახმა, რომ „გაზპრომისთვის“ მიეყიდათ მაგისტრალური გაზსადენი. მაშინ ამერიკელებმა პირდაპირ და ძალიან უხეში ფორმით გვითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა“, – აცხადებს ყოფილი პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი, გია ხუხაშვილი,რომლის განცხადებით, „გაზპრომის“ მთავარი ამოცანაა, გაუგებრობის სერია დაიწყოს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებში. იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ტერიტორების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამ ...

Read More »
კახა კალაძე გაზპრომზე: ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება

კახა კალაძე გაზპრომზე: ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება

ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა “გაზპრომთან” და ვფიქრობ, პრობლემა არ შექმნილა, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “გაზპრომთან” დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ კახა კალაძე პარლამენტში მივიდეს და “გაზპრომთან” დაკავშირებით შეკითხვებს პასუხი გასცეს, კახა კალაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თავისთან ენერგეტიკის სამინისტროში მიიპატიჟა. “მე, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ. თავისუფლად შეუძლიათ მობრძანდნენ ენერგეტიკის ...

Read More »
კახა კალაძე: ჩვენი ძირითადი მიზანი ჰიდრორესურსების ათვისებაა ალტერნატიულ ენერგიასთან ერთად

ჩვენი ძირითადი მიზანი ჰიდრორესურსების ათვისებაა ალტერნატიულ ენერგიასთან ერთად

საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ სვანეთში ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. როგორც ცნობილია კასკადი გააერთიანებს 4 ჰიდროელექტროსადგურს: „ლუჯი ჰესი“, „მუხრა ჰესი“, „ლენტეხი ჰესი“ და „ცაგერი ჰესი“. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $723 მლნ ამერიკულ დოლარია. მისი საერთო დადგმული სიმძლავრე 347.1 მგვტ-ია, ხოლო ...

Read More »
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების მიხედვით, ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს, რისი მიზეზიც რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობაა. ორი ქვეყნის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა თურქეთის საჰაერო ზონა არაერთხელ დაარღვია. “ჩვენ რუსეთის ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მყიდველები ვართ. რუსეთისთვის ჩვენი დაკარგვა დიდი ზარალი იქნება. საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი რუსეთის ნაცვლად, სხვა ქვეყნებისგან შეიძენს ბუნებრივ აირს. ჩვენ შექმნილ ვითარებას ნამვილად ვერ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი აბსურდია

პრემიერის ინფორმაციით, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს ყველას, აღნიშნულთან დაკავშირებით სპეკულაციები შეწყვიტონ. მისი თქმით, ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას აზიანებს. რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდნეტთან შეხვედრას პრემიერის თქმით, ალიევთან ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე იმსჯელეს. „ვთხოვ ყველას, რომ ამ საკითხის ირგვლივ სპეკულაციები დასრულდეს, რადგან ეს აზიანებს ზოგადად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს. აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები ...

Read More »
გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანია ის, რომ კომპანიებმა შეძლონ ალტერნატიული წყაროებიდან ბუნებრივი აირის მიღება

“გაზპრომთან” მოლაპარაკებების მიზანი ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატივაა

კომერციული ბაზარი არის დერეგულირებული და ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მისთვის ხელსაყრელ ფასად შემოიტანოს ბუნებრივი აირი , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა. კითხვაზე, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები “გაზპრომთან” და როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა, კალაძემ აღნიშნა, რომ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რასთან დაკავშირებითაც მან უკვე ისაუბრა. “თუ როდის იქნება მომავალი შეხვედრა, როცა გვეცოდინება ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ”, – განაცხადა ...

Read More »
დიმიტრი ქუმსიშვილი: "გაზპრომთან" შეხვედრები ტექნიკური ხასიათისაა

დიმიტრი ქუმსიშვილი: “გაზპრომთან” შეხვედრები ტექნიკური ხასიათისაა

“გაზპრომთან” შეხვედრები ტექნიკური ხასიათის მატარებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. “გაზპრომთან” დაკავშირებით ჩემს კოლეგასთან, ენერგეტიკის მინისტრთან დავაზუსტე აღნიშნული საკითხი. ეს ეხება ტექნიკურ დეტალებს, ეხება იმ გაზის ტრანზიტს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაზე გადის. აქედან გამომდინარე, ვერანაირ პოლიტიკურ თუ სხვა მოტივაციას აქ ვერ შემოვიტან. აღნიშნული შეხვედრები არის ტექნიკური ხასიათის მატარებელი და ის ეხება იმას, რომ ...

Read More »