პოლიტიკა

დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

უკრაინაში გაზისა და გათბობის ტარიფის გაზრდაზე მორატორიუმი დაწესდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მოსახლეობისთვის გაზისა და გათბობის ტარიფების გაზრდაზე მორატორიუმის შემოღების შესახებ. ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული N7427 კანონპროექტის “ბუნებრივი აირის ბაზარზე და გათბობის მიწოდების სფეროში საომარი მდგომარეობის დროს ურთიერთობის მოწესრიგების თავისებურებებისა და შემდგომი აღდგენის შესახებ” განმარტებით ბარათში ვკითხულობთ. 29 ივლისს რადამ მიიღო კანონი, რომელიც უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს და მისი შეწყვეტიდან ან გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ მოსახლეობისთვის ...

Read More »

მიანმარი რუსული ენერგორესურსების იმპორტს გეგმავს

მიანმარი, რომელსაც სამხედრო ხუნტა მართავს, ფასების ზრდისა და რესურსების ნაკლებობის შესამსუბუქებლად, რუსული ბენზინისა და მაზუთის იმპორტს გეგმავს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა რუსეთთან მეგობრულ კავშირებს კვლავ ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა დასავლეთის სანქციების ქვეშ რჩება – მიანმარი სამხედრო გადატრიალების გამო, რომელმაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხო  და რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, რომელსაც იგი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. „ჩვენ მივიღეთ ...

Read More »

იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც სტოლტენბერგმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი სიტუაცია ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საშიშროებას წარმოადგენს. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ატომური სადგურის ტერიტორიის უკრაინული ძალების წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმების განხორციელებისთვის პლატფორმად გამოყენება. „ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საშიშროება, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა ვართ, ახლა არის ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ...

Read More »

აშშ და ევროკავშირი ბირთვული შეთანხმების „საბოლოო“ ტექსტზე ირანის პასუხს სწავლობენ

აშშ და ევროკავშირი სწავლობენ ირანის პასუხს მსოფლიოს ქვეყნებს და თეირანს შორის ბირთვული შეთანხმების აღდგენის კანონპროექტის ტექსტის თაობაზე. ირანმა მანამდე, 16 აგვისტოს თქვა, რომ წინა დღეს ტექსტი წარუდგინა ბირთვულ მოლაპარაკებაზე ევროკავშირის კოორდინატორს. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ პირადად გადასცა თავისი პასუხი ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ჟოზეპ ბორელს. „ყველა სწავლობს ტექსტს და ახლა არ არის ვადების განხილვის დროს“, – აღნიშნა ბორელის წარმომადგენელმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ...

Read More »

საუდის არაბეთის Kingdom Holding-მა რუსულ ენერგოკომპანიებში ინვესტიცია განახორციელა

მარეგულირებლების დოკუმენტაციის თანახმად, საუდის არაბეთის პრინცის, ალვალიდ ბინ თალალის კონტროლქვეშ არსებულმა საინვესტიციო ფირმა Kingdom Holding-მა სამ უმსხვილეს რუსულ ენერგოკომპანიაში დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განათავსა. აღნიშნული ინვესტიცია თებერვლიდან მარტამდე დროის შუალედში განხორციელდა. როგორც ჩანს, Gazprom-ში, Rosneft-სა და Lukoil-ში განთავსებული ინვესტიციის მიზანი გაუფასურებული აქტივების შეძენა გახლდათ. თუმცა, საინტერესოა, რომ საუდის არაბეთის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საინვესტიციო ფირმამ აღნიშნული ქმედება რუსეთის ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ირანმა უპასუხა ევროკავშირის წინადადებას ბირთვულ შეთანხმებაზე, დეტალები უცნობია

ირანმა განაცხადა, რომ პასუხი გასცა ევროკავშირის საბოლოო წინადადებას 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე, თუმცა პასუხის დეტალები არ გამოუქვეყნებია. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA 16 აგვისტოს იტყობინება, რომ მოლაპარაკებების მონაწილეებმა საკუთარი პასუხები წარმოადგინეს და რომ თეირანი ჯერ არ მიიღებს ევროკავშირის წინადადებას, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ მეტი მოლაპარაკება აღარ გაიმართება. „უთანხმოება ეხება სამ საკითხს, რომელთაგან ორში აშშ-მა სიტყვიერად გამოთქვა თავისი პოზიციის მოქნილობა, მაგრამ ...

Read More »

დაჯგუფება „თალიბანში“ აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის ყიდვა ბარტერით სურთ

დაჯგუფება „თალიბანს“ რუსული ნავთობის ყიდვა ბარტერით სურს. ამის შესახებ განცხადება ავღანეთის ე.წ. მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ნურადინ აზიზიმ რუსულ სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, „თალიბანი“ განიხილავს ერთი მილიონი ბარელი ნავთობის შეძენას და ბარტერის ვარიანტს, თუ რუსეთს დააინტერესებს რომელიმე ავღანური პროდუქცია და მზად იქნება, ის ენერგორესურსებში გადაცვალოს. „თალიბანის“ წარმომადგენელები მოსკოვში მოსალაპარაკებლად 14 აგვისტოს ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც აშშ-ის და ნატო-ს სამხედროები ქვეყნიდან ...

Read More »

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან

42 ქვეყანა, და მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან. შესაბამისი მიმართვა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარის ატომურ სადგურზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს. განცხადებას ხელს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანასთან ერთად აწერს აშშ, ბრიტანეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა და საქართველოც. ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი აზერბაიჯანთან, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ნავთობის გადაზიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებას უარყოფს

„ამ დროისთვის, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში არ არის გეგმა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანთან, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ნავთობის გადაზიდვის საკითხი უნდა განვიხილოთ“, – ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „სამინისტროში, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებისთვის გეგმა არ დევს. მე გავეცანი ამ სიახლეს და რეალურად არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაპირებთ ხელი მოაწეროთ რაიმე სახის ნავთობის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას [BTC-ის მეშვეობით]. ასეთი ტექნიკური საკითხები ეროვნული კომპანიების დონეზე განიხილება, ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი: თურქეთი ენერგორესურსების ბაზარზე პოზიციებს იძლიერებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაოფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შეიარაღებისა და ენერგორესურსების ბაზარზე პოზიციებს იძლიერებს. „მხოლოდ ბოლო 20 წელია, ჩვენი ქვეყანა იარაღის იმპორტიორების რიგებში აღარ არის. თურქეთი იარაღის წარმოებისა და მიწოდების კუთხით მსოფლიო ბაზრის მსხვილი მოთამაშეა“, – ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, თურქეთის პროვინცია ჩორუმში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სფეროში თურქეთის იმპორტდამოკიდებულება 21 წლის მინიმუმზეა. „ჩვენი ძალისხმევა არ შემოიფარგლება მხოლოდ თავდაცვის სექტორით. ენერგეტიკის ...

Read More »