პოლიტიკა

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე:  „ელექტროენერგეტიკის რეგულირება საქართველოში“. სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ელექტროენერგეტიკის, ენერგეტიკული პოლიტიკის, ახალი ენერგეტიკული ბაზრების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებით. კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის,  საქართველოს ენერგეტიკული ბირჟს, საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები. კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 11 მაისი, 18:00 საათი. ...

Read More »

სემეკის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს 500–მდე კურსდამთავრებული ჰყავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სასწავლო ცენტრს უკვე 500–მდე კურსდამთავრებული ჰყავს. სემეკის სასწავლო ცენტრში კურსები დაყოფილია რეგულირებადი ენერგო კომპანიების წარმომადგენლებისთვის შესაბამისი სპეციფიკით. სასწავლო ცენტრის მთავარ მიზნებად სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია რაც შეიძლება მეტი სპეციალისტის გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ასახელებს. სემეკის სასწავლო ცენტრის   შექმნის წინაპირობა 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გახდა, რამაც მარეგულირებელს საგანმანათლებლო ...

Read More »

დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში მომხმარებელთა ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრა გახსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებსაც სემეკის წარმომადგენლებმა გააცნეს ახალი ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ითვალისწინებს თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის პრინციპებს,  სადაც ბაზრის ...

Read More »

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 8 მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია, რეგულაციებისა და  საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. 75 000 ლარით დაჯარიმდა შპს „მამედი“ – კომპანია მარნეულის რაიონის მომხმარებელს ბუნებრივ გაზს აწვდიდა თვითნებურად დადგენილი ტარიფით, რაც აღემატებოდა სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ზღვრულ ტარიფს. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მამედის“ ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქარის და მზის ელექტროსადგურებს ააშენებს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი სოფელ ნიგოზაში 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდება.   „როგორც მოგეხსენებათ, თავის დროზე გორის ქარის ელექტროსადგურიც ენერგეტიკის განვითარების ფონდის აშენებულია. მის   მსგავსად, ახალი ქარის   ელექტროსადგურიც, რომელიც ნიგოზაში განთავსდება, ძალიან შთამბეჭდავი იქნება.“-განმატა ჯაბა ხმალაძემ.   კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ენერგეტიკის განვითარების ფონდი მუშაობს, 100 მეგავატი სიმძლავრის მზის ...

Read More »

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ)  ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ტვინინგის პროექტი –  „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დასრულდა. ღონისძიება გახსნეს სემეკის წევრმა, პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, გიორგი ფანგანმა და  პროექტის ლიდერმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან, დიტმარ პრეინსტორფერმა. მათ ხაზი გაუსვეს პროექტის მიღწევებსა და ეფექტიან შედეგებს. ღონისძიებაზე ძირითადი მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ...

Read More »

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და ისაუბრა როგორც განხორციელებულ, ასევე  მიმდინარე პროექტებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის ნუგზარ ბერიძის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი  გაზისა  და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე ...

Read More »

ზელენსკი – რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი

რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას გარკვეული წინააღმდეგობა აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დაისაჯოს რადიაციული შანტაჟისთვის, რისთვისაც ოკუპირებული ზაპოროჟიეს ...

Read More »

უკრაინამ ბოლო თვეებში გერმანიიდან 334 ტონა ენერგოტექნიკა მიიღო

2022 წლის ივლისიდან უკრაინამ გერმანიიდან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებებისთვის 43 ჰუმანიტარული ტვირთი (334 ტონა) მიიღო. ამის შესახებ 11 თებერვალს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა. “მხოლოდ გასულ კვირაში 59 ტონაზე მეტი დახმარება მივიღეთ.” – ნათქვამია განცხადებაში. კერძოდ, “გერმანულ-უკრაინის ენერგეტიკული პარტნიორობა დონორთა მხარდაჭერისთვის” კამპანიის ფარგლებში, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გერმანული ქსელის ოპერატორ Stromnetz Berlin GmbH-ისგან 40 ტრანსფორმატორი მიიღო. ასევე გერმანელი პარტნიორებისგან მიღებულ აღჭურვილობას შორის არის გენერატორები, სადისტრიბუციო ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – „საქართველოსთვის TRACECA-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან უკეთესი კოორდინაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას”

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრასეკა უმთავრესი პლატფორმაა ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ტრასეკას აქტიური წევრია და მიმდინარე წელს საქართველო გადაიბარებს ტრასეკას თავმჯდომარეობას”, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა – კავკასია – აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური, რიგით მე-16-ე სხდომის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა. ვიცეპრემიერის შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ტრასეკას მიმართ ...

Read More »