პოლიტიკა

TotalEnergies-ი $3.7-მილიარდიანი ზარალით რუსულ Novatek-ს ტოვებს

ფრანგულმა ენერგეტიკულმა ჯგუფმა TotalEnergies-მა რუსული ბუნებრივი აირის გიგანტ Novatek-ის დატოვება გადაწყვიტა. TotalEnergies-ის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ამოქმედების შემდეგ, Novatek-იდან გასვლის ზარალმა კომპანიისთვის $3.7 მილიარდი შეადგინა. თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბევრმა დასავლურმა კომპანიამ დატოვა. TotalEnergies-მა ქვეყანაში ინვესტიციების უმეტესი ნაწილი შეინარჩუნა, რის გამოც კრიტიკის ქვეშ მოექცა. თავად ფრანგული ენერგეტიკული ჯგუფის განმარტებით, TotalEnergies-ს რუსული ბუნებრივი აირის კომპანიაში წილების ...

Read More »

სი ძინფინგმა ენერგეტიკული ვაჭრობის ჩინურ იუანში წარმოება მოითხოვა

9 დეკემბერს არაბ ლიდერებთან გამართულ სამიტზე, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ენერგეტიკული ვაჭრობის ჩინურ იუანში წარმოების მოთხვნა წამოაყენა. ჩინეთი აპირებს აქტიურად განაგრძოს სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან ნავთობისა და გაზის იმპორტირება. თუმცა დოლარის ნაცვლად, სავაჭრო ვალუტა ჩინური იუანი იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს, თუ არა რომელიმე ქვეყანა ამ წინადადებას, ან როდისთვის შევა აღნიშნული ცვლილება ძალაში. ეს ნაბიჯი ჩინეთის ამბიციური გეგმების ნაწილია. იგი ცდილობს, იუანი მსოფლიო ...

Read More »

სტამბულში, ერდოღანისა და გაზპრომის ხელმძღვანელის დახურული შეხვედრა შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი მიიღო. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა სტამბულში, ვაჰტედინის რეზიდენციაში შედგა. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა.

Read More »

შოლცი: 2021 წლის ბოლოს არ ვიცოდით, რუსული გაზის შეწყვეტის შემთხვევაში რა გვექნა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ამერიკულ ჟურნალ Foreign Affairs-ში გერმანიის საგარეო პოლიტიკის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად გერმანიის რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა. როგორც გერმანიის კანცლერი წერს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გერმანიას არავითარი გეგმა ჰქონია ისეთი შემთხვევისთვის, როცა რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტდა: “2021 წლის დეკემბერში, როგორც კი გერმანიის კანცლერი გავხდი, ჩემს მრჩევლებს ვკითხე, გვქონდა თუ არა გეგმა, თუ რუსეთი ...

Read More »

“პუტინმა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი გაანადგურა”: ევროპა რუსულ ნავთობს ემშვიდობება

ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს ჩამოყალიბებული ენერგოხიდი რუსეთი-ევროპა, რომლითაც დასავლეთის მიმართულებით ნედლეული იგზავნებოდა, ხოლო აღოსავლეთით – ტექნოლოგიები და ფართო მოხმარების საქონელი, ისტორიის სანაგვისკენ დაიძრა. ევროპაში რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტი დღე-ღამეში ერთბაშად 310 ათასი ბარელით შემცირდა, – წერს “Bloomberg”-ი ტანკერებით გადაზიდვების ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით. გასულ კვირასთან შედარებით, მიწოდებები უკვე 1/3-ითაა შემცირებულიდა, ნოემბრის დასაწყისთან შედარებით – თითქმის 60%-ით, ხოლო ომამდელ პერიოდთან შედარებით – ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

“გაზპრომისგან” კომპენსაციას მეორე გერმანული კონცერნი ითხოვს

გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა RWE-მ, გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, რუსული გიგანტის, “გაზპრომის” წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. ეს ინფორმაცია კონცერნის წარმომადგენელმა 5 დეკემბერს, გერმანულ გამოცემა Handelsblatt-ს დაუდასტურა. RWE გახდა მეორე გერმანული კომპანია, რომელმაც “გაზპრომისგან” კომპენსაცია მოითხოვა. მანამდე ქვეყანაში გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა კონცერნმა Uniper-მა განაცხადა, რომ შესაბამისი სარჩელი საერთაშორისო არბიტრაჟში წარადგინა. RWE-სა და Uniper-ს მოქმედი კონტრაქტები ჰქონდათ “გაზპრომთან”, რომლის მიხედვითაც მათ აწვდიდნენ გაზის ...

Read More »

ზელენსკი: რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა

რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს მსოფლიოში დასრულდა, სამწუხაროდ, სერიოზული გადაწყვეტილებების გარეშე დისკუსია ზედა ზღვარზე, ანუ რუსული ნავთობის საექსპორტო ფასზე შეზღუდვებზე. რადგან ვერ დაარქმევ სერიოზულად რუსულ ფასებზე ისეთ ზღვარს, რომელიც სრულიად კომფორტულია ტერორისტი სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის. რუსეთმა უკვე კოლოსალური ზარალი მიაყენა მსოფლიოს ...

Read More »

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე ზედა ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირის საბჭოს თანახმად, აღნიშნული ზომა ძალაში 5 დეკემბრიდან შევა. „რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა შეზღუდავს ფასების ცვალებადობას, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული საბაზრო პირობებით და მკვეთრად შეამცირებს შემოსავალს, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვისგან იღებდა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომის გაჩაღების შემდეგ. ეს ...

Read More »

იტალია LUKOIL-ის ქარხნის ნაციონალიზაციას გეგმავს

იტალიის მთავრობა რუსული Lukoil-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაციას გეგმავს. ქარხანა სიცილიაშია განლაგებული და ის იტალიის მოთხოვნის 1/5-ს აკმაყოფილებს, რასაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაციონალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ქარხანა მის კანონიერ მფლობელს, კომპანია Lukoil-ს ჩამოერთმევა და ოპერირებაზე პასუხისმგებლობას იტალიის ენერგეტიკის სამინისტრო აიღებს. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტისა თუ ემბარგოს დაწესების მიუხედავად, ქარხანამ მაინც შეუფერხებლად განაგრძობს ...

Read More »

გერმანიის იუსტიციის მინისტრი: გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მხარდაჭერით, გერმანიამ წვლილი შეიტანა უკრაინაში ომის დაწყებაში

ყირიმის ანექსიის შემდეგ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მხარდაჭერა იყო გერმანიის წვლილი უკრაინაში ომის დაწყებაში, – ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ახლა მთავარი მოვალეობა სიმართლისთვის თვალის გასწორება და სწორი დასკვნების გამოტანაა. აღსანიშნავია, რომ ეს გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის გადაწყვეტილების პირველი საჯარო კრიტიკა არ ...

Read More »