საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და ქვეყნის ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა, იანეს კოპაჩმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი. შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა იანეს კოპაჩს და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას რეფორმის განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის. მისი ...
Read More »