პოლიტიკა

ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ბირთვული ენერგიის სააგენტოს მონაცემებით, ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ირანში გამდიდრებული ურანის მარაგი 2015 წლის შეთანხმებით დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება. მოხსენების თანახმად, ამჟამად ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა 3 241 კილოგრამია. სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ სააგენტოს არ მიაწოდა სრული მონაცემები ბირთვული ობიექტების შესახებ. გარდა ამისა, ირანმა უარი განაცხადა, ეპასუხა ყველა ტექნიკურ შეკითხვაზე, მათ შორის გამდიდრებული ურანის წარმომავლობასთან დაკავშირებით. გროსის ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. „მივიჩნევ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. ყირიმის წასაღებად და სავაჭროდ, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო. ასე ყირიმის საკითხი ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა. ნორმანდიის ფორმატშიც წამოვაყენე ეს საკითხი. ყველა მხარე ამბობდა, რომ ყირიმი მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხი არ არის. ამიტომაც გადავწყვიტე ყირიმის პლატფორმის შექმნა. გვესმოდა, რომ ყირიმის ოკუპაცია დავიწყებას ...

Read More »

ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები განახლდა

მსოფლიო სახელმწიფოებმა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ირანსა და აშშ-ს შორის საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ განაახლეს. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩი მიხეილ ულიანოვი Twitter-ზე წერს. ულიანოვის თქმით, ავსტრიის დედაქალაქში მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი განახლდა და მონაწილე ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთგაგება, რომ ”მიმდინარე რაუნდი საბოლოო უნდა იყოს”,- ნათქვამია ულიანოვის ტვიტში.

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

ევროპარლამენტარები ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, რუსული გაზის პროექტი არ დააფინანსონ

ევროპარლამენტარების ჯგუფი საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მთავრობებს მოუწოდებს, Arctic LGN II, თხევადი ბუნებრივი აირის რუსული პროექტი არ დააფინანსონ. ევროპარლამენტარების შეფასებით რუსეთის გაზის ინდუსტრიაში ინვესტირება სახიფათოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას კლიმატზე. რუსეთში წარმოებული ბუნებრივი აირის 80% იამალის არქტიკულ რეგიონში მოიპოვება. Arctic LNG II ბუნებრივი აირის ახალი ობიექტია, რომელსაც რუსეთში სიდიდით მეორე გაზის კომპანია Novatek-ი აშენებს იამალის ნახევარკუნძულთან. ობიექტის მიზანია, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა. 21 მილიარდ დოლარიანი პროექტის დასრულება 2025 წელს იგეგმება. ...

Read More »

პირველად, 1991 წლის შემდეგ, შტატებმა ირანული ნავთობი მიიღო

1991 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად, მიმდინარე წლის მარტში, შტატებში ირანის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ საუბარია ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს მასალებში. ბოლოს ირანიდან შტატებში 64 ათასი ბარელის ექსპორტი 1991 წლის ნოემბერში განხორციელდა, ახლა კი 33 ათასი ბარელის ექსპორტი მოხდა. თებერვალთან შედარებით შტატებში ნავთობის ექსპორტი 1,8-ჯერ გაზარდა რუსეთმაც, რომელმაც 22,94 მლნ ბარელის ნავთობის ექსპორტი მოახდინა. შედეგად კი ის გადავიდა მეორე ადგილზე შტატებში ...

Read More »
ირანი ნავთობის მოპოვებას ზრდის და გაჩერებას ჯერ არ აპირებს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობს

ირანი განაგრძობს ურანის 5, 20 და 60 პროცენტით გამდიდრებას, ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალი აქბარ სალეჰის განცხადებით, გრძელდება ურანის 5, 20 და 60 პროცენტით გამდიდრების სამუშაოები. მისი განცხადებით, 5%-ით გამდიდრებული ურანის ოდენობა ხუთ ტონაზე მეტია, 20%-ით გამდიდრებული 90 კილოგრამს შეადგენს, 60%-ით გამდიდრებული კი, 2,5 კილოგრამს აღემატება. ამასთან, ალი სალეჰმა განაცხადა, რომ 20%-ით გამდიდრებული 90 კილოგრამიანი ...

Read More »

ტრამპი: მალე რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ნავთობზე ფასებით იხეირებენ და მერე იტყვით, თუ რა კარგი იყო ჩემი პრეზიდენტობა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკვე აღარაა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. „სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ საწვავის ფასები გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ბენზინის ერთი გალონი 2 დოლარამდე ღირდა. როდესაც მრიცხველზე ფასების ზრდას დაინახავთ, გაიხსენეთ, როგორი კარგი სამუშაო განახორციელა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობაზე. მალე რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ნავთობზე ფასებით იხეირებენ და მერე იტყვით, ...

Read More »

ბექა დავითულიანი: „ნამახვანჰესზე“ სხვა 75 ჰესის ბედია დამოკიდებული და ამის ჩაშლა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას ნიშნავს

„ნამახვანჰესზე“ დამოკიდებულია 75 სხვა ჰესის ბედი და ამის ჩაშლა ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, თუ კანონი ვინმეს მხრიდან დაირღვა შესაბამისი რეაგირება მოყვება. „მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ერთადერთი მძლავრი ენერგეტიკული რესურსი აქვს ჰიდროენერგია, შესაბამისად, ჰესები უნდა აშენდეს. ჰესები უნდა აშენდეს ისე, რომ ...

Read More »

უკრაინამ რუსეთიდან და ბელორუსიიდან ელექტრო ენერგიის იმპორტი შეწყვიტა

უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ქსელის სისტემის ოპერატორის, Ukrenergo-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეწყდა. უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

Read More »

ბაიდენი: “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სანქციები ზიანს მოუტანს ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა არ გამოიყენოს სანქციები “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გაზსადენთან მიმართებით, რადგან პროექტი თითქმის დასრულებულია, ხოლო სანქციები ზიანს მიაყენებდა ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან. “ის თითქმის ბოლომდე დასრულებულია”, – თქვა ბაიდენმა გაზსადენზე, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით გაზს რუსეთიდან გერმანიაში ჩაიტანს. “საქმე ის არ არის, შემიძლია თუ არა გერმანიას ნებართვა მივცე, რაღაც გააკეთოს, ან არ გააკეთოს … ახლა ...

Read More »