პოლიტიკა

უნგრეთი რუსეთისგან გაზს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით შეიძენს

ნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიჯარტოს ცნობით, უნგრეთი რუსული გაზის საფასურის გადახდას ევროში გეგმავს, ხოლო შემდეგ გაზპრომ ბანკის მეშვეობით, მისი კონვერტირება რუბლში მოხდება. მთავრობის სქემის მიხედვით, უნგრული ენერგეტიკული ჯგუფის MVM-ის შვილობილი კომპანია, CEE Energy გაზის საფასურს ევროში გადაიხდის, შემდეგ კი, რუსული გაზპრომ ბანკი მას რუბლში გაცვლის. “რუბლში გადახდა არის გამოსავალი, რომელიც უნგრეთში გაზის მიწოდებას ისე უზრუნველყოფს, რომ ევროპის მიერ დაწესებულ არცერთ სანქციას არ დაარღვევს”. – ამბობს ...

Read More »

რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს ამზადებს

რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი სანქციები მე-6 პაკეტს ამზადებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კითხვაზე რუსეთის ლიდერთან დიალოგის შესაძლებლობის შესახებ, ლანდსბერგისმა თქვა, რომ მან დაინახა მრავალი გულწრფელი ძალისხმევა გავლენიანი ევროპელი ლიდერების მხრიდან ასეთი მოლაპარაკებების გასამართად, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებების შესაძლებლობას, კერძოდ, იურიდიულად განიხილავს მის პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდებოდა. ...

Read More »

ბორელმა კიევში რუსულ ენერგორესურსებზე სანქციები დააანონსა

ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკრაინაში მისი ინტერვენციის გამო. ამის შესახებ 8 აპრილს კიევში ვიზიტისას, საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. “ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და ასე გავაგრძელებთ. თქვენ გვითხარით, რომ მეტი სანქციები დაგვეწესებინა. გვესმის თქვენი და ვიცით, რომ მართალი ხართ. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უნგრეთი რუსული ენერგორესურსების საფასურს რუბლებში თუ გადაიხდის, ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნება

უნგრეთი რუსული ენერგორესურსების საფასურს რუბლებში თუ გადაიხდის, ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სიენენს“ განუცხადა. „ჩვენ გავაანალიზეთ პუტინის განკარგულება და სამართლებრივი საკითხი ძალიან ნათელია. ის, რასაც პუტინი გვთავაზობს – ევროების რუბლებში გადაყვანას და შემდგომ გაზის გადასახადის გადახდას, იქნება სანქციების დარღვევა. თუ ამას გააკეთებთ, გადაიხდით რუბლებში, თქვენ დაარღვევთ სანქციებს, გვერდს უვლით სანქციებს, რომლებიც ჩვენ ...

Read More »

შოლცი: გერმანიას, რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვისთვის, ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენება მოუწევს

გერმანია, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, რუსული ნახშირისგან ეტაპობრივად გასათავისუფლებლად, ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენებას გეგმავს. მიმდინარე კვირას ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე შეთანხმდნენ, მათ შორის, რუსეთის ნახშირზე ემბარგოს დაწესებაზე, რისთვისაც 120-დღიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. ”ამ პერიოდის გამოყენება დაგვჭირდება. თუ უფრო დაჩქარდება, კარგი იქნება. მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება დრო და კომპანიებს დასჭირდებათ დრო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხანია, ახალ მიმწოდებლებს ეძებენ“, ...

Read More »

ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებას, ხოლო ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებით სანქციები უნგრეთისთვის „წითელი ხაზი“ იქნება

უნგრეთმა რუსეთისგან საჰაერო გზებით ბირთვული საწვავი მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს. პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობზე და გაზზე სანქციების დაწესებას, ხოლო ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებით სანქციები უნგრეთისთვის „წითელი ხაზი“ იქნება. ამასთან სიიარტოს თქმით, რუსეთისგან საჰაერო გზით ბირთვული საწვავი მიიღეს „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურისთვის. „საწვავს ყოველთვის ვიღებდით რუსეთისგან სარკინიგზო გზით უკრაინის გავლით, სამწუხაროდ, ეს აღარ არის შესაძლებელი, შესაბამისად, ...

Read More »

საფრანგეთი ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა ევროკავშირის ქვეყნებს „მომდევნო კვირებში“ რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებისკენ მოუწოდა. ლე მერის განცხადებით, საფრანგეთი მზადაა რუსული ქვანახშირის იმპორტზე სანქციები ნავთობზეც გაავრცელოს. „ენერგეტიკის სფეროში რუსეთის უმთავრესი შემოსავალი ნავთობიდანაა. ყველაზე მეტად რუსეთს სწორედ ნავთობის იმპორტის შეჩერება დააზიანებს“, – თქვა მინისტრმა France Info-სთან ინტერვიუში. თუმცა, ლე მერი აღნიშნავს, რომ ემბარგოს გამოცხადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი სჭირდება, რომლის მიღწევასაც დრო ...

Read More »

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი – რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს

რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეთ იელენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის დაბლოკვის პრობლემა იმაშია, რომ მრავალი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპაში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ნავთობზე, რაც სავარაუდოდ ფასების ზრდას განაპირობებს. იელენი იმედს გამოთქვამს, რომ ნავთობკომპანიები მოპოვების პროცესს გაზრდიან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და მის მიღმა უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებზე, მათ ...

Read More »

513 ხმით 22-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ითვალისწინებს

513 ხმით 22-ის წინააღმდეგევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ითვალისწინებს რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გამო და გამოდიან მოწოდებით,  უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შეიქმნას გაერო-ს სპეციალური ტრიბუნალი. ევროპელი კანონმდებლები ასევე ითხოვენ უკრაინისადმი იარაღის მიწოდების გაზრდას, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ...

Read More »

Shell-ი რუსეთიდან გასვლის გამო $5 მილიარდს კარგავს

Shell-ი რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ $5 მილიარდს კარგავს, იმაზე მეტს ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი, რადგან ნავთობისა და გაზის ფასების ზრდამ გამოიწვია სავაჭრო აქტივობის ზრდა წლის პირველ კვარტალში. თუმცა, კომპანიის განცხადების თანახმად, $4-დან $5 მილიარდამდე დანაკარგი არ იმოქმედებს კომპანიის მოგებაზე. Shell-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $210 მილიარდია, ადრე ამბობდა, რომ კლება დაახლოებით $3,4 მილიარდი იქნებოდა. $5 მილიარდამდე ზრდა გამოიწვია დამატებითმა პოტენციურმა ზემოქმედებამ, ...

Read More »