პოლიტიკა

სემეკმა “ენერგო პრო ჯორჯია” 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ ენერგო პრო ჯორჯია“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების,  ექსპლუატაციისა და  უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა, სემეკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. სემეკში შესული რამდენიმე კომპანიის მიმართვის საფუძველზე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა სოფელ სართიჭალაში ხარისხთან შეუსაბამო ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. სემეკის წარმომადგენლების მიერ ადგილზე საკითხის ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: CFD ენერგოსექტორისთვის მოქნილი და მიმზიდველი მექანიზმია

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ CFD ენერგოსექტორისთვის მოქნილი და მიმზიდველი მექანიზმია. „ჩვენ გვქონდა ძალიან ფართო კონსულტაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.  მათ შორის წამყვანი როლი ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად აზღვევს როგორც ფისკალურ რისკებს ასევე შესაძლებლობას იძლევა,  წახალისდეს ენერგიის გენერაცია საქართველოში. პირველი აუქციონიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ შესაძლებელია ვთქვათ რომ საკმაოდ მიმზიდველი და მოქნილი მექანიზმია კერძო ...

Read More »

თურქეთში ევროპის მასშტაბით უმსხვილესი, მზის ელექტროსადგური იხსნება

თურქეთში, კონიის პროვინციაში ევროპაში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური იხსნება.სადგურ „კარაპინარის“ სიმძლავრე 1350 მეგავატია და ის კომპანია Kalyon Energy-ს საკუთრებაა. როგორც კომპანიიდან სააგენტო „ანადოლუს“ აცნობეს, „კარაპინარი“ 20 მილიონ კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სამონტაჟო სამუშაოები კი 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს. სადგურის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ,  თურქეთში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 20 პროცენტით გაიზრდება.ელექტროსადგუტი 3 256 038 პანელისგან შედგება. პროექტს აქტიურ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ბრიტანეთის ...

Read More »

წელს 6-7 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მონტაჟს ვგეგმავთ – GREEN ENERGY

კერძო სექტორის მხრიდან საქართველოში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. წინა წელს, მაგალითად, ბუმი იყო და ჩვენმა კოპანიამ 4 მეგავატამდე სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა ჯამურად, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ენერგეტიკული კომპანია Green Energy-ს დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა. მისივე თქმით, კოპანია წელს 6-7 მეგავატი სიმძლავრის პროექტების მონტაჟს გეგმავს. „საკმაოდ აქტიური წელი დავიწყეთ. მართალია, 2023 წლის პირველი კვარტალი შედარებით პასიური იყო, რაც ...

Read More »

დავით ნარმანიამ ნეტო აღრიცხვის შესახებ საქართველოს გამოცდილებაზე მოლდოვაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოლდოვაში, ქ. კიშინოვში გამართულ ფორუმში – „კიშინიოვის ურბანულ-სოციალური ფორუმი – 2023” (Urban Social Forum Chisinau – 2023) მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ, როგორც მიწვეულმა სპიკერმა,  ენერგოეფექტური ქალაქის შესახებ თემატურ პანელზე წარადგინა პრეზენტაცია  საქართველოში ენერგოეფექტურობისა და ნეტო-აღრიცხვის შესახებ. ფორუმში მონაწილეობდნენ მოლდოვის სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ...

Read More »

სემეკსა და მოლდოვის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიასა (სემეკ) და მოლდოვის რესპუბლიკის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სემეკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას.  შეთანხმების მიზანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია, ენერგიით ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას პროცესის გაძლიერება, ბაზრის მონაწილეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციას ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი განიხილეს

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ  ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე   ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი, ...

Read More »

CFD აუქციონის სამივე ტიპის ელექტროსადგურებისთვის მედიანური ტარიფები განისაზღვრა

ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი მექანიზმის CFD აუქციონის კომისიამ სამივე ტიპის ელექტროსადგურებისთვის მედიანური ტარიფები განისაზღვრა. ეკონომიკის სამინისტროში “ბიზნესი რუსთავი 2-ს” განუცხადეს, ტარიფი ჰიდროელექტროსადგურებისთვის – 6,85 ცენტით, ქარის ელექტროსადგურებისთვის – 6,82 ცენტით, მზის ელექტროსადგურებისთვის – 6,37 ცენტით განისაზღვრა. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში პოზიტიურად აფასებენ ფაქტს, რომ ტარიფი 6 ცენტზე მაღალი იქნება. საინტერესოა ისიც, რომ ფასი ყველაზე მაღალია ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში, ყველაზე დაბალი კი ...

Read More »

დავით ნარმანიამ “ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის” კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სპეციალურად გიდებისთვის შექმნილი კურსის – „ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. „ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ეხმარება არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ პირებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, არამედ ცენტრის ერთ-ერთი მიზანია, დააინტერესოს სხვადასხვა ჯგუფები ენერგეტიკით. გიდები წარმოადგენენ სწორად იმ სამიზნე ჯგუფს, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ენერგეტიკული ობიექტების როგორც ...

Read More »

სემეკის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღეს ERRA-ს გენერალური ასამბლეის და ERRA-ს წევრი ქვეყნების თავმჯდომარეთა შეხვედრებში. ERRA-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებზე მაია მელიქიძე, როგორც ERRA-ს  თავმჯდომარე, სიტყვით  წარდგა და ორგანიზაციაში არსებულ სიახლეებსა და ენერგეტიკის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  შეხვედრები პოლონეთში, ქ. ვარშავაში გაიმართა. მაღალი ...

Read More »