პოლიტიკა

იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შემდეგ, იტალია მხარს დაუჭერს სანქციებს რუსული გაზის წინააღმდეგ,– ამის შესახებ მან ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის შესახებ სანქციებს“, – თქვა მან. იტალიის ბაზარი ბუნებრივი აირის 40%-ით რუსეთიდან მარაგდება, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების ...

Read More »

ჩინეთი ცდილობს, რუსული თხევადი გაზი დიდი ფასდაკლებით შეიძინოს

თხევადი გაზის უმსხვილესი იმპორტიორები ჩინეთში ცდილობენ დამატებითი მოცულობების შეძენას რუსეთისგან, რათა ისარგებლომ დიდი ფასდაკლებებით ვიდრე მსოფლიო აქტიურად ამბობს უარს აგრესორის ენერგორესურსებზე,– იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრნობით. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები, მათ შორის Sinopec და PetroChina, მოლაპარაკებებს აწარმოებენ მომწოდებლებთან. კომპანიები გეგმავენ, პირდაპირი შეწყიდვების ნაცვლად, ნდობით აღჭურვილი ფირმები გამოიყენონ. ეს ხელს შეუწყობს შესყიდვების სტრუქტურის დამალვას და წარმოაჩენს იმგვარად, თითქოს ჩინური კომპანია ...

Read More »

გარემოსდაცვითი ჯგუფები აშშ-ს მიერ EU-სთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას აპროტესტებენ

გარემოსდაცვითი ჯგუფები აპროსტესტებენ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის ქვეყნებს 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ბუნებრივი აირის რაოდენობა, რომელსაც აშშ EU-ს მიაწვდის, იმის მეათედია, რასაც ევროკავშირი ახლა რუსეთიდან იღებს. დაგეგმილია, რომ აშშ-დან გაზის ექსპორტი მეტად გაიზრდება – ევროკავშირის მიზანია, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან 50 მლრდ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღოს, რათა რუსეთზე აღარ იყოს დამოკიდებული. გადაწყვეტილება ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ...

Read More »

გერმანიის თავდაცვის მინისტრი – ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა

ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ტელეკომპანია „აერდესთან“ ინერტვიუში განაცხადა. კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ბერლინი აქამდე ეწინააღმდეგებოდა რუსეთიდან ენერგეტიკულ იმპორტზე ემბარგოს დაწესების მოწოდებას და ამბობდა, რომ გერმანიის და სხვა ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ევროპის გაზის საჭიროების 40 პროცენტს უზრუნველყოფს.

Read More »

რუსი დეპუტატი აზერბაიჯანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვის მოწოდებით გამოვიდა

რუსი დეპუტატი მიხეილ დელიაგინი აზერბაიჯანზე ბირთვული შეტევის განხორციელების ინიციატივით გამოდის. ტელეგრამ-არხში განთავსებულ პუბლიკაციაში დელიაგინი მიზნად აზერბაიჯანული ნავთობმრეწველობის განადგურებას ასახელებს, მიზეზად კი – იმას, რომ “აზერბაიჯანმა, ჩათვალა რა, რომ რესურსების უკრაინაზე გადართვის გამო რუსეთი დაუძლურებულია, აგრესიის განხორციელება გადაწყვიტა”.

Read More »

ბუჩაში მომხდარის გამო, ემანუელ მაკრონს რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა სურს

„ძალიან მკაფიო მინიშნებები“ არის, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. უკრაინის ქალაქ ბუჩაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მისი სურვილია“ დაინახოს ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა. „ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ძალიან ...

Read More »

პესკოვი: ევროპისთვის გაზის მიწოდება არ შეწყვეტილა, რუბლში გადახდა შეიძლება, 1-ლი მაისიდანაც დაიწყოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა ევროპისთვის უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე არ ვრცელდება. “გუშინ ბევრი კითხვა დამისვეს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ არ იქნება დასტური, 1-ლი აპრილიდან მიწოდება შეწყდება. არა, ეს ასე არ არის”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. მისი თქმით, “იმ გაზის საფასურის გადახდა, რომელსაც დღეს ვაწვდით, დაახლოებით, აპრილის შუა რიცხვებში ან სულაც ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ექსპროპრიაციის შიშით „გაზპრომი“ გერმანიას ტოვებს

Reuters რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ დღევანდელ განცხადებას ავრცელებს, რომ კომპანია გერმანიაში თავის საქმიანობას წყვეტს. სააგენტოს შეფასებით, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რომ ბერლინმა რუსულ გაზზე გადახდები ევროდან რუბლზე უნდა გადაიტანოს. ჯერ გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი რუსული გაზის გერმანიისთვის მიწოდებაზე, რაზეც ეს ქვეყანა, დაახლოებით, 40%-ით არის დამოკიდებული. „გაზპრომმა“განაცხადა, რომ Gazprom Germania GMBH-ში ...

Read More »

პოდოლიაკი: რუსეთის ეკონომიკის გასანადგურებლად აუცილებელია ემბარგოს დაწესება ფედერაციის ენერგორესურსებზე

“რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები არ კმარა. რუსეთის ეკონომიკის გასანადგურებლად და უკრაინელების მკვლელობის შესაჩერებლად, აუცილებელია პირდაპირი ემბარგოს დაწესება რუსეთის ფედერაციის ყველა ენერგორესურსზე, ან რუსეთის პროდუქტებისთვის პორტების დაკეტვით არაპირდაპირი ამბარგო. თუ არადა გვითხარით: “იბრძოლეთ უკანასკნელ უკრაინელამდე!” ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

გერმანიაში გაზპრომისა და როსნეფტის შვილობილი კომპანიების ნაციონალიზაციაზე ფიქრობენ

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული ენერგო კონცერნების გაზპრომისა და როსნეფტის შვილობილი საწარმოების ნაციონალიზაციის შესაძლებლობებს აანალიზებს. ამის შესახებ ხუთშაბათს გერმანული ეკონომიკური გამოცემა Handelsblatt სამთავრობო წრეებიდან წყაროებზე დაყრდნობით წერდა. ასეთი ნაბიჯის მიზეზი, რომლის შესახებაც, ჟურნალისტების მონაცემებით, ინფორმირებულია კანცლერი ოლაფ შოლციც, კრიზისული ვითარების შემთხვევაში ენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიის ენერგო უზრუნველყოფისათვის. კომპანია Gazprom Germania გერმანიაში მსხვილი გაზსაცავების ოპერატორია. Rosneft Deutschland, როგორც ...

Read More »