პოლიტიკა

სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მდგომარეობა და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, სემეკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები. საჯარო სხდომაზე სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას,  სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორისათვის 2022 წელი  გამოწვევებით და შესაძლებლობებით იყო სავსე. რთული გეოპოლიტიკური ...

Read More »

დავით ნარმანია: სემეკი “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია AQUALIA-სთან აქტიურად ითანამშრომლებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორი კომპანიის – „Aqualia“-ს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს. „Aqualia“-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას. დავით ნარმანიას განცხადებით,  თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ...

Read More »

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სატარიფო რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის, სამომხმარებლო ტარიფების რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის. ტრენინგკურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტისა და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დამატებით ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე:  

Read More »

სემეკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სემეკი სსპეციალურ განცხადებას ავრცელებს.  “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე სემეკის თანამშრომლის, ტრისტან ბენაშვილის არჩევასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ტრისტან ბენაშვილი საბჭოს წევრად არჩევამდე „თვალთმაქცურად“ იყო გადაყვანილი სემეკში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,04 მლნ ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  5.04 მილიონი  ბარელით  გაიზარდა და  467.62  მლნ ბარელი შეადგინა. ბენზინის მარაგები შემცირდა  1.38  მილიონი ბარელით  და  218.33 მლნ ბარელი შეადგინა. დისტილატების მარაგები    80 ათასი   ბარელით გაიზარდა  და 106.23  მლნ ბარელი შეადგინა . ნავთობის მოპოვება აშშ-ში  გაიზარდა 100 ათასი ბარელით/დღეში და შეადგინა 12,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. 

Read More »

HELIOS ENERGY: წელს 10 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების დადგმას ვგეგმავთ

“მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც პანდემიის შემდეგ მზის პანელებზე ფასების კლებამაც შეუწყო ხელი,” – ამის შესახებ Helios Energy-ს დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა. თორნიკე დარჯანიას თქმით, მოთხოვნა დიდია როგორც კერძო პირების, ასევე კომპანიების მხრიდან. “პანდემიის შემდეგ დაახლოებით 20-30%-ით გაიაფდა მზის პანელები, შესაბამისად დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს. ამასთან, გაიაფდა გადაზიდვებიც, ამიტომ დღეს მზის ელექტროსადგურები ინვესტიციისთვის ხელსაყრელია. შარშან 8 მეგავტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები დავდგით ...

Read More »

ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილე კომპანიები ბაზრის გახსნისთვის ემზადებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ხელმძღვანელობით ელექტროენერგიის მწარმოებელი და მსხვილი მომხმარებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებულ სიახლეებზე დისკუსია გაიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა, საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდისა და  სახელმწიფოს ელექტროსისტემისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორების წარმომადგენლები. მინისტრის პირველი მოადგილის რომეო ...

Read More »

ნეტო აღრიცხვის პროგრამაში უკვე 700-ზე მეტი აბონენტია ჩართული

ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი აბონენტი ერთვება და დადგმულმა სიმძლავრემ უკვე 40 მეგავატს მიაღწია. როგორც ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომისიაში აცხადებენ, მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელიწადში შეინიშნება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ნეტოაღრიცხვის სისტემა ძალიან აქტიურად მუშაობს სისტემაში ჩართული აბონენტების რიცხვი ჯამში 700-ზე მეტია. “ჩვენ დავხვეწეთ სისტემა და კიდევ ...

Read More »

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი “თელმიკოს” ავლაბრის სერვის ცენტრში მომხმარებელთა მომსახურების პროცესს გაეცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ავლაბარში, თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო) მომხმარებელთა მომსახურების ახალ ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.   სემეკის წევრის ვიზიტის ფარგლებში მომსახურების  ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი ფანგანი, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, „თელმიკოს“ თანამშრომლებს  შეხვდა და  მათგან მომხმარებელთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სემეკის წევრის თქმით, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა კომუნალური კომპანიისგან მიიღოს დროული და ხარისხიანი ...

Read More »

დავით ნარმანია ჩინური ენერგეტიკული კომპანიის CHINA POWER-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია წამყვანი ჩინური კომპანიის „China Power“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. დავით ნარმანიამ კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო, ისაუბრა მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული ბაზრის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. „China Power“ წამყვანი ჩინური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ცნობილია გლობალური გამოცდილებით ელექტროენერგიის ...

Read More »