პოლიტიკა

ლევან კალანდაძე: დღესდღეობით, მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, ენერგოუსაფრთხოების კუთხით

ლევან კალანდაძე: ენერგოუსაფრთხოების კუთხით ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე, მიიჩნევს, რომ “გაზაპრომთან” შეხვედრები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, მოქცეულია ქართული სამართლისა და კონტროლის არეალში. ბოლო დროს, საკმაოდ ცხელი თემაა საქართველოს მთავრობისა და რუსული ენერგოგიანტის “გაზპრომის” წარმომადგენლების გააქტიურებული შეხვედრები. ექსპერეტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი აღნიშნულ საკითხს ჩვეულებრივ სამუშაო პროცესად აფასებენ, და ენერგოუსაფრთხოების კუთხით მოსალოდნელ საფრთხეებს ვერ ხედავენ, ხოლო ...

Read More »
"გაზპრომთან" შეხვედრები ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ

“გაზპრომთან” შეხვედრები ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ

პრეზიდენტი მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს, რომელზეც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე უნდა იმსჯელონ. პრეზიდენტს მთავრობიდან პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღია. რატომ დგას დღის წესრიგში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხი, არ ესმის ენერგეტიკის მინისტრს. ყველაფერი კი კალაძის გაზპრომის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ამ საკითხზე გადაცემა 2030-ში ენერგეტიკის ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე საუბრობს ოპოზიციაც და ექსპერტთა ნაწილიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბრობს. თუმცა ვიდრე ამ საფრთხეებს განვიხილავდეთ, თუ გაქვთ ინფორმაცია, ...

Read More »
კახა კალაძე:საქართველოს, საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას,  სანდო პარტნიორია

კახა კალაძე: საქართველო, საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას სანდო პარტნიორია

საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობის შეფასებისას განუცხადა. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც დღეს დასრულდება. “აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, ...

Read More »
საქართველო არის ხიდი მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს შორის

საქართველო არის ხიდი მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს შორის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატურ კონფერენციას დაესწრო და მონაწილეეებს სიტყვით მიმართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ცზინპინის ინიციატივაში – “ერთი სარტყელი – ერთი გზა” (OBOR) – საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო ისტორიულად იყო ბუნებრივი ხიდი, რომელიც ევროპას, ...

Read More »
ილია ელოშვილი: “ყაზტრანსგაზის" საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს

ილია ელოშვილი: “ყაზტრანსგაზის” საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ყაზტრანსგაზის საკითხს გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი მიიჩნევს, რომ “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებული საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ ელოშვილმა ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრის, ერბოლათ დოსაევის იმ განცხადების საპასუხორდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, “ყაზტრანსგაზ თბილისის” საკითხზე ყაზახეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ...

Read More »
„ნაციონალური მოძრაობის“ და რუსეთის ენერგოსისტემის იატაკქვეშა ფლირტი

„ნაციონალური მოძრაობის“ და რუსეთის ენერგოსისტემის იატაკქვეშა ფლირტი

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია “გაზპრომის” საკითხი. ექსპერტების ნაწილი, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, ხოლო სამთავრობო წრეებში აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყებას მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეფასებას აძლევენ. საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის განხილვას ითხოვს მთავრობის სხდომაზე გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შესაბამისი წერილით მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას. მაია ცქიტიშვილის მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამია, რომ საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას საქართველოს პრეზიდენტი ...

Read More »
თუ „გაზპრომის“ გაზი არ უნდოდა, რატომ არ გადაკეტა ტრანზიტი წინა ხელისუფლებამ?!

თუ „გაზპრომის“ გაზი არ უნდოდა, რატომ არ გადაკეტა ტრანზიტი წინა ხელისუფლებამ?!

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის თქმით, „გაზპრომის“ გაზს საქართველო წინა ხელისუფლების დროსაც იღებდა. როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გადაცემა “ფაქტორში” განაცხადა, “გაზპრომის” გაზს საქართველო საბჭოთა კავშირის დროიდან იღებს და თუ ეს ვინმეს არ მოსწონდა, განსაკუთრებით კი დღევანდელ ოპონენტებს, შეეძლოთ ტრანზიტი გადაეკეტათ. “ვერ ვხვდები, რა იწვევს უკმაყოფილებას იმაში, რომ საქართველოს რუსეთის “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. მესმის, რომ არსებობს ...

Read More »
"ყაზტრანსგაზის" დავასთან დაკავშირებით ქართული დელეგაცია ყაზახეთს ეწვევა

“ყაზტრანსგაზის” დავასთან დაკავშირებით ქართული დელეგაცია ყაზახეთს ეწვევა

ყაზახურ და ქართულ მხარეებს შორის ყაზტრანსგაზთან დაკავშირებულ დავაზე კომენტარი ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. მისი განმარტებით, მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ქართული დელეგაცია ყაზახეთს ეწვევა ეს განცხადება ყაზახმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. “ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესში ვართ. შევთანხმდით, რომ ორივე მხარეს შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფები. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, ნოემბერში მივიღებთ დელეგაციას საქართველოდან. ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

საქართველოთი დაინტერესება მსოფლიოში დღითი დღე იზრდება, რაც ძირითადად გამოწვეულია ჩვენი სტრატეგიული მდებარეობითა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოთი , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, ეს ხაზს უსვამს საქართველოს ტრანსფორმაციას მულტირეგიონალურ სავაჭრო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთს. “სულ რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე ჩინეთს, სადაც ძალიან თბილად ...

Read More »
ივლიანე ხაინდრავა: "გაზპრომის" საქმიანობას პოლიტიკური რისკები ყოველთვის თან სდევს

ივლიანე ხაინდრავა: “გაზპრომის” საქმიანობას პოლიტიკური რისკები ყოველთვის თან სდევს

საქართველოს უშიშროების მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებს საფრთხის შემცველად მიიჩნევს. მისი მოსაზრებით აღნიშნული მოლაპარაკებების დროს აუცილებლად უნა იყოს ყველა პოტენციური პოლიტიკური რისკი გათვალისწინებული. “იმ დროს, როცა მსოფლიო ცდილობს შეამციროს თავისი ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, საქართველოს მიმართულებით ამ ქვეყნიდან გაზის მოცულობის ზრდა, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება” – ივლიანე ხაინდრავა “რისკები ბუნებრივია არის, რადგან საქმე გვაქვს “გაზპრომთან”. ის არ არის ბულგარეთის ან ლუქსემბურგის ...

Read More »