პოზიცია

“ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება”

ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, აქციებში უკვე ღიად ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიები და დღევანდელ შეხვედრას ცაგერსა და ამბროლაურში “ლელო”-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აორგანიზებს.“გავიდა დრო, გადაიარა „ქართული მიწის დაცვით“ შეფუთულმა გულზე მჯიღის ცემის პერიოდმა და ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: ენერგეტიკის განვითარების მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა

„ელექტროენერგეტიკა არ არის მხოლოდ ტექნიკური დარგი. ეს არის უზარმაზარი ბიზნესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობის კომპონენტი“, – ამის შესახებ ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, აქაც, როგორც საზოგადოდ ყველა ბიზნესში,  განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა. „ბაზარიკიდევ უფრო გახსნილი და გამჭვირვალე გახდება. ენერგეტიკის ბირჟის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შესაბამისად, კონკურენცია დაიწყება, არა მხოლოდ ელექტროენერგიის ...

Read More »

დავით ნარმანია: ქვეყანას უნდა ჰქონდეს გენერაციის წყაროების მიხედვით დივერსიფიცირებული, მაგრამ სრულად ადგილობრივ რესურსებზე დამყარებული ენერგოსექტორი

ენერგეტიკული სექტორის სწორად და სწრაფად განვითარებაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დარგში ბევრი სიახლე და იმავდროულად  ბევრი გამოწვევაა დაგროვებული. მათ შესახებ „ბანკები და ფინანსები“ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარეს – როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში, მარეგულირებელი კომისიის მიერ რეგულირებად ყველა სფეროში ტარიფები გაიზარდა. ძირითადად რა ფაქტორებმა განაპირობა აღნიშნული გაძვირება და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დღეს ...

Read More »

„ინვესტირება ტრადიციულ ენერგეტიკაში სწორი გადაწყვეტილებაა“ – უორენ ბაფეტი

ამ დღეებში ფინანსური კონგლომერატის Berkshire Hathaway-ს აქციონერების კრება  ჩატარდა, რომლის დროსაც ინვესტორებს კომპანიის დამაარსებელმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფინანსისტმა უორენ ბაფეტმა მიმართა. კონგლომერატის არსებობის ისტორიაში ეს პირველი ონლაინ კრება იყო. როგორც წესი ამ ტიპის შეხვედრები Berkshire Hathaway-ს ცენტრალურ ოფისში, შტატ ნებრასკას ქალაქ ომახაში ტარდება. ბაფეტმა შეკრებილებს წარუდგინა 20 უმსხვილესი კომპანიის სია, რომლის პირველ ათეულში  Apple, Saudi Aramco, Microsoft, Amazon, ...

Read More »

“ნამახვანის მოვლენები არის გარე ძალებისგან მართული”

ჰესებთან დაკავშირებული პროცესები არის მართული, მათ შორის ნამახვანის პროექტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და იქ ძალიან საშიში პროცესები მიმდინარეობს – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროტესტი, რომელიც მასშტაბური პროექტების მიმართ არის ქვეყანაში გარე ძალების მიერ არის მართული. “გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ მთლიანად ეს პროტესტი უამრავი პროექტის მიმართ, რომელიც არის ...

Read More »

გურამ ნიკოლაშვილი – ნამახვანჰესზე: ხდება მითების კონსტრუირება და კიდევ ერთი პოლიტიკური ტალღის აგორების მცდელობა

“მათი ფორმატი არის ის, რომ რაციონალური საუბრის ველი არ რჩება. აქედან გამომდინარე, ჩნდება მარტივი დასკვნა, თუ ხდება მითების კონსტრუირება და მისი გამოყენება, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ პროტესტი არის დიდი, ვხედავთ, რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური ტალღის აგორების მცდელობა”, – ამის შესახებ ჰიდროალიანსის დამფუძნებელმა, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების უმრავლესობას პროექტის კონტრაქტიც არ აქვთ წაკითხული და მაინც ეწინააღმდეგებიან. ...

Read More »

თორნიკე შარაშენიძე: მიზანმიმართული კამპანია ჰესების წინააღმდეგ ქვეყანას ძალიან დააზარალებს

“აგრესია და ანტიპიარი მიმდინარეობს მთელი ჰიდრო რესურსების წინააღმდეგ. რაც საბოლოოდ, ბუნებრივია, აზიანებს ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და რუსული ინტერესების საკითზე მსჯელობა მიმდინარეობს. შარაშენიძის განმარტებით, საქართველომ ენერგო-ჰიდრო რესურსების სიმრავლე უნდა გამოიყენოს, რათა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტულუნარიანი გახდეს, ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანია კი ამ ყველაფერს ...

Read More »

“ჰესებთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში შემცირდა”

“ჰესებთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების გამო, ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში ძალიან შემცირებულია. უკვე არსებული 4 მილიონის ინვესტიციაა შეჩერებული” – ამის შესახებ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აბრამიშვილის თქმით, პრობლემა არა მხოლოდ ინვესტიციების შემოსვლას უშლის ხელს, არამედ ბიზნესისთვის ლიცენზიების გაცემასაც უქმნის პრობლემას. “ეს პროცესები, რაც ჰესებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, საბოლოოდ, ბიზნესისთვის ლიცენზიების მიღებაზე დიდ გავლენას ახდენს. ლიცენზიების გაცემა ...

Read More »

„ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საფუძველი სექტორის გამჭვირვალობა უნდა გახდეს“ – გიორგი კაპანაძე

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა განაგრძობს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას. ამ კონტექსტში, სულ ახლახანს აფბამ სსე-სგან (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ინფორმაციაში მითითებული უნდა ყოფილიყო განხორციელების ვადები, დეტალები თითოეული პროექტის საინვესტიციო მოცულობისა და ტექნიკური მაჩვენებლების თაობაზე და იმის შესახებ, თუ რომელი დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით ხორციელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. აფბაში აცხადებენ, რომ ...

Read More »

ირინა მილორავა: „მთავარი კითხვა ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტიორის შერჩევის პრინციპებთან დაკავშირებით რჩება“

1-ლი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედდეს. ეს სიახლე  ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ნაწილია. ბირჟაზე იქნება ვირტუალური პლატფორმა, სადაც მსხვილ საწარმოებსა და გენერაციის ობიექტებს, ასევე იმპორტიორებს, ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაზლებლობა ექნებათ, რეფორმის უმთავრესი მიზანი ბაზრის გახსნა და კონკურენტულ გარემოში ფასწარმოქმნის პროცესის ხელშეწყობაა. ბირჟის როლსა და პერსპექტივაზე „ბანკები და ფინანსები“ ბირჟის გენერალურ დირექტორს ქ-ნ ირინა მილორავას ესაუბრა. გთავაზობთ მორიგ ამონარიდს ინტერვიუდან. – მედიასთან ...

Read More »